ემილია კლარკი (33 წლის)
  • მსახიობი
  • 23 ოქტომბერი, 1986 წელი - დაიბადა ლონდონში
  • 2009 წელს დაამთავრა ლონდონის დრამის ცენტრი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ინგლისელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული როლით მოიპოვა. 
    მსახიობის პირველი სატელევიზიო დებიუტი 2009 წელს შედგა. ემილიამ მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ სერიალში „ექიმები“, რომელშიც სასკია მეიერის პერსონაჟი განასახიერა. 2010 წელს, კლარკი შეირჩა დეინერის ტარგარიენის როლზე HBO-ის ფენტეზის ჟანრის სერიალში „სამეფო კარის თამაშები“. სერიალის დებიუტი 2011 წლის აპრილში შედგა, დადებითი გამოხმაურებისა და სწრაფი წარმატების შემდეგ, მაუწყებელმა არხმა სერიალის მეორე სეზონის გადაღება გადაწყვიტა. ამავე წელს კლარკმა დეინერისის პერსონაში განსახიერებისთვის, 2011 წელს მოიპოვა „ემის ჯილდო“, როგორც საუკეთესო დამხმარე მსახიობი, დრამის ჟანრის სერიალში.
    სერიალის პარალელურად, მსახიობმა არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს ითამაშა ფილმში „კუნძული სპაიკი“, ხოლო 2013 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით, კლარკმა ითამაშა ჰოლი გოულაითის როლი ბროდვეის სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“. ამავე წელს, კლარკმა ასევე ითამაშა ფილმში „დომ ჰემინგუეი“, ჯუდ ლოუსთან ერთად. თუმცა, ფილმმა კინოკრიტიკოსთა კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა. აღსანიაშნავია, რომ მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. 2019 წელს, ჟურნალ The New Yorker-ში მსახიობმა განაცხადა, რომ მან სერიალის გადაღებების პერიოდში ტვინის ორი ანევრიზმა გადაიტანა. ემილია კლარკის თქმით, პირველად ტვინის ანევრიზმა 24 წლის ასაკში დაემართა, როდესაც სერიალის პირველი სეზონის გადაღებებიდან ცოტა დრო იყო გასული. მიუხედავად გადატანილი დაავადებისა და ოპერაციებისა, მსახიობის თქმით, ის ამ დროისთვის 100%-ით გამოჯანმრთელებულია.
    2019 წლის ბოლოსკენ ემილია კლარკის მონაწილეობით გამოდის ფილმი „Let Me Count the Ways“, რომელშიც მსახიობი ინგლისელი პოეტის ელიზაბეტ ბარეტის როლს განასახიერებს. 

  • ამაჟად არ არის დაქორწინებული. დედა - ჯენიფერ კლარკი, მარკეტოლოგი,  მამის სახელი არაა ცნობილი.

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
  • მეგობრობს მეტ ლებლანკთან, ნატალია ემანუელთან, კიტ ჰარინტგტონთან...

  • მისი ჰობია ტელევიზორის ყურება.
ეს პერსონა
Top