ჯეისონ მომოა (40 წლის)
  • მსახიობი
  • 01 აგვისტო, 1979 წელი - დაიბადა ჰონოლულუში
  • ჰავაის უნივერსიტეტში სწავლობდა ოკეანოლოგიას, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია. 

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მოდელი და მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპრო HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული როლით.
    სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, მომოა სამოდელო საქმიანობით იყო დაკავებული. 1999 წელს, ის ცნობილმა დიზაინერმა ერიკ ჩენდლერმა აღმოაჩინა, რითაც მომოას სამოდელო კარიერას ჩაუყარა საფუძველი. სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში „მაშველები“(1999-2001), რომელშიც ჯეისონ ლოანის პერსონაჟს განასახიერებდა. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო სერიალებში: „ჩრდილოეთის ნაპირი“(2004-2005), „ჯონსონების ოჯახის არდადეგები“(2004) და „ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი“(2004).
    მომოამ საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“(2011-2019) კჰალ დროგოს პერსონაჟის განსახიერებით. ამას მოჰყვა აქვამენის როლი ფილმში „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“.  აქვამენის გმირი მეორედ ჩნდება ფილმში „სამართლიანობის ლიგა“, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა სუპერგმირული ჟანრის ფილმის „აქვამენის“(2018) გადაღება. ფილმში მთავარი გმირის არტურ კარის როლს ჯეისონ მომოა ასრულებს. 
    აღსანიშნავია, რომ ჯეისონ მომოა Apple Tv+ -ის ახალ პროექტში "See" მთავარ როლს შეასრულებს. სერიალის პრემიერა 2019 წლის1 ნოემბერს არხზე Apple Tv+ შედგება.

  • ჰყავს ცოლი - ლიზა ბონე, მსახიობი, რომელზეც 2018 წელს იქორწინა. ჰყაბთ ორი შვილი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ემილია კლარკთან, ჰენრი კავილთან, ლენი კრავიცთან...

  • მისი ჰობია რაგბი და ხატვა.
ეს პერსონა
Top