ეს მთავარი თემა დღის: 30 აპრილი, 2019

საპრეზიდენტო აურზაური ტვიტერში

ეს პერსონა

სავარაუდო კიბერშეტევა ან სოციალური მედიის მართვის მენეჯერის შეცდომა - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის სტატუსის გაზიარებას ტვიტერში. შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. სტატიაში ტრამპი ყოფილ ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ეენამწარება, რომელმაც წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო და პენსილვანიის შტატს ეწვია. ტრამპმა მომავალ კონკურენტს "მძინარა" უწოდა და სტატრი დაუწუნა: "მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას შესანიშნავ შტატში მართავს და არც კი იცის, რომ  პენსილვანიას ახლა საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად. აქ უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ფოლადის მრეწველობა ყვავის და მას დიდი მოავალი აქვს." - წერს ტრამპი. 

სალომე ზურაბიშვილის მიერ ტრამპის აღნიშნული ტვიტის გაზიარება უკვე მოინათლა ტრამპის მხარდაჭერად. ზურაბიშვილის სტატუსი მალევე წაიშალა, თუმცა სოციალურ ქსელებში ამას დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.   

თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
კიბერთავდასხმა კი არა, “რას დააჭირა ამისთანას” - ან თვითირონია გეყოთ, ან იუმორი, ან ჭკუა - იხუმრეთ მაინც, არაფრის აზრზე რომ არ ხართ მომაკვდინებლად უგონოებო.
გიორგი კანდელაკი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
არ მჯერა - ოფიციალური განმარტების სახით სხვა ვერაფერი მოიფიქრეს 😃
სალომეს ტრამპი ჩაუდეს😂🙈 პ.ს. გაჩუმდით მაინც
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
‘მარგველაშვილს ჰქონია შენახული პრეზიდენტის ტვიტერის username და password’
შსს-მ სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყოო და თუ სოციალური მედიის მენეჯერს "შეეშალა", რაზე ცდება გახარიას უწყება?)) თუ კანონით, მაინც უნდა დაეწყო "შესწავლა"?)) და საერთოდ, როგორ ვართ? :) #წერტილი
კომენტარები
ეს პერსონა
Top