ეს მთავარი თემა დღის: 06 მაისი, 2019

ნეიტრალიტეტი თუ ნატო?!

ეს პერსონა

საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის, როგორც შესაძლო სტრატეგიული არჩევანის თემა კვლავ მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. საგარეო კურსთან დაკავშირებული მორიგი კამათი ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" მიერ შაბათს, სპორტის სასახლეში ჩატარებულ ყრილობას მოჰყვა, სადაც პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა ქვეყნის ინტერესებისათვის დამაზიანებლად, ნეიტრალიტეტი კი - განვითარების შესაძლებობად გამოაცხადა.

პატრიოტთა ალიანსის მიერ დეკლარირებული კურსი, რომელიც პარტიას არასდორს დაუმალავს და რის გამოც მათ რუსული ინტერესების გატარებაში სდებენ ბრალს, ექსპერტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების კრიტიკის საგანი გახდა.

ოპონენტების პაასუხად დღესვე "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ვრცელი სტსტუსი გამოაქვეყნა, სადაც მათ სასაცილოდ მობლატავე ელემენტები უწოდა, რომელთა პროგნოზებიც არასოდეს მართლდება, ნატოსკენ სწრაფვას კი - ფუტურისტული იდეა. 

ირმა ინაშვილი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
უფრო ვრცლად
რასაც ვწერ, ეხება: იმ ე.წ. ექსპერტებს, რომელთა არც ერთი პროგნოზი არასდროს გამართლებულა, მაგრამ ბოდვას მაინც განაგრძობენ... იმ ე.წ. ტელეწამყვანებს, რომლებსაც, თურმე, ყველას და ყველაფრის შეურაცხყოფის უფლება აქვთ (არადა, არა აქვთ)... იმ პოლიტიკოსებს და ვითომ პოლიტიკოსებს, რომლებიც 8- 12- 24 წელი პარლამენტში კუნძებივით სხედან და მერე უცბად მაჰათმა განდებად გვევლინებიან... იმ სასაცილოდ მობლატავე ელემენტებს, პეპლებიანი ჰალსტუხი რომ უკეთიათ და ომში ჯერ არ ჩაუფსიათ, კინოში აქვთ ომი ნანახი... იმ ვითომ ევროატლანტიკური გეზის მომხრეებს, რომლებიც მზად არიან,- სოხუმისა და ცხინვალის გარეშე შევიდეთ ნატოში, სადაც რეალურად არავინ გვიშვებს, მაგრამ ამ სიმართლის თქმას ვინ გაბედავს?! ნატო, სადაც ვერ შევდივართ, საქართველოში ფუტურისტულ მიმდინარეობად იქცა!!!... სოციალური ქსელის იმ დაფინანსებულ ე.წ. ემოციურ კომენტატორებს, რომლებიც გიჟდებიან,- კურსი ხომ არ იცვლება?! არადა, კურსი, გეოპოლიტიკა, ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო რა არის, წარმოდგენა არა აქვთ... სამაგიეროდ, დედას გაყიდიან, ანაზღაურების გამო, სამშობლოს კი არა... კიდევ ბევრი ადრესატია, ვინც გზა და გზა გამახსენდება: საქართველო დღეს დგას ძალიან სახიფათო ზღვარზე. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ა) ან ჩავრჩეთ ნატოს ფუტურისტულ მოლოდინში და დავკარგოთ ახალი ტერიტორიები ან ბ) შევინარჩუნოთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატი, მაგრამ ავსტრიის, ფინეთის, შვეიცარიის მოდელების მაგალითზე შევქმნათ სამხედრო მიუმხრობლობის ქართული მოდელი.
არ გამოვა ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის! 90-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტს დაგვევალა უხმაუროდ და საფუძვლიანად შეგვესწავლა ნეიტრალიტეტის შესაძლებლობა! პირნათლად შევისწავლეთ და დასკვნაც დავდეთ: ნატო აქაურობას!
ზურაბიშვილს რომ აგინებენ, ნეიტრალიტეტი უნდა საქართველოსთვისო, ეგენი ჩასაფრებული ხალხი მგონია მე. ძლივს კარგი რაღაცა თქვა და მაინც აგინებენ. აი ვთქვათ ატყდა ომი თურქთსა და რუსეთს შორის, შენ კიდე ზიხარ, ყურებში თითი და ხმამაღლა "ბლა-ბლა-ბლა" და ვაფშე არ გეხება არაფერი. იფრინონ ბომბებმა შენს თავზე, რა პრობლემაა. თუ ეს ინიციატივა სახელმწიფო დონეზე გავიდა, რაც ცალსახად კარგი იქნება, მერე მოვითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროსაგან დაავადებების მიმართ ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ვუთხრათ არა გრიპს, სიფილისტს, სურდოს და გაციებას! აბა დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე რო ვხარჯავთ ამდენს ეგაა კაი? რახან უცხოეთში მკურნალობენ დაავადებებს ამიტომ უნდა მივბაძოთ? ჩვენი საკუთარი ჭკუა არ გაგვაჩნია?
ზვიად კვაჭანტირაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს არ ვართ გადავლილ-გადმოვლილები და კიდევ უფრო დაგლეჯილები ნაკუწებად არის ის, რომ ვართ ამერიკის და ნატოს პარტნიორი ქვეყანა და არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ღირსეული კონტრიბუტორი საერთაშორისო მისიებში. საშინლად არ მომწონს ეს ახალი კამპანია, გამოკითხვებით და მსჯელობებით, რომლის დაწყების მცდელობასაც აშკარად ვხედავთ და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კურსის ცვლილებას!!!! არ ვართ ისეთი მიამიტები და ბოდიში არც იდიოტები, რომ ვერ ვხვდებოდეთ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ფრთხილად!!!!! მოვითხოვ, სასწრაფოდ და ცალსახად დააფიქსიროს ამ თემაზე საკუთარი პოზიცია ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა! (ოფიციოზის სხვა პირთა განცხადებები არაა საინტერესო.)
120 მიუმხრობელ ქვეყანაზე უნდა დამეწერა და "ნატოს რომ ვაფინანსებთ" იმაზე, თუმცა უმწიფარი პოპულიზმის ზეიმში არ ღირს ალბათ
არც ბაზებით და არც უბაზებოდ არავინ შეგვიშვებს ნატოში როგორცკი ერთი ნატოსბაზისმაგვარის მსგავსი გაჩნდება საქართველოში იმ წამს დავკარგავთ კიდევ ერთ რომელიმე ტერიტორიას და ნატო თითსაც არ გაატოკებს ჩვენს დასაცავად მაქსიმუმ შეშფოთებას გამოთქვამს სულ ესაა ნაქები ნატო.
თავდაცვის სამინისტრო არ უნდა გვიხსნიდეს რა სარგებლობა მოაქვს ნატოს ქვეყნისთვის, თუნდაც ჯარისთვის? სტრატკომი ლამაზი სიტყვები ჰგონია მის ლიდერშიფს? მარტო სამოქალაქო საზოგადოების ვალია, რომ ხალხს ავუხსნათ რატომაა კარგი ის კურსი, რაც სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს გაცხადებული და რატომ არ ვირჩევთ ნეიტრალიტეტს?
კომენტარები
ეს პერსონა
Top