ეს მთავარი თემა დღის: 07 მაისი, 2019

„რუსთავი 2“-ის სახეები შესაძლოა სხვა არხზე ვიხილოთ

ეს პერსონა

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რომელიც კომპენსაციის სახით დაგროვილი დავალიანების გადახდას ითხოვს ტელეკომპანიისგან და სავარაუდოდ, დირექტორის გათავისუფლებასაც მოითხოვს, მორიგი ხმაურიანი პოლიტიკური კამპანიის საფუძველი გახდა.

არხის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის წინასწარ ცნობილია, რომ ნინო ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიაში 9 პროცენტიანი წილის მფლობელია და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, აწ გარდაცვლილი გიორგი გეგეშიძის ქვრივია, ხელისუფლებასთანაა გარიგებული და მისი სარჩელის მიზანი არხის გაკოტრება და „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

„რუსთავი 2“ ის შესანარჩუნებლად გვარამიამ საბრძოლო მობილიზაცია გამოაცხადა, თუმცა, ისიც დაანონსა, რომ თუ „რუსთავი 2“-ის დატოვება მოუწევთ, არხის სახეები სხვა არხზე გამოჩნდებიან.

„ეS პერსონას“ ინფორმაციით, ის, რომ გვარამიას და მის გუნდს შესაძლოა არხის დატოვება მოუხდეს, უკვე იცოდნენ ტელეკომპანიაში და შესაბამისად, თადარიგიც დიდი ხნის დაჭერილი ჰქონდათ: ალტერნატიული არხიც მომზადებულია და ტექნიკური ბაზაც. თუმცა, როგორც ჩანს, გვარამია და მასთან აფილირებული პოლიტკური ძალა შეეცდება მაქსიმალური შედეგი მიიღოს „რუსთავი 2“-სგან და სამართლებლივი ბრძოლა პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად გამოიყენოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ბრიფინგი: გვარამია ნინო ნიჟარაძის და ხელისუფლების გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიას დაუგროვდა დავალიანებები და მზად არის ნიჟარაძესთან საქმე გაარჩიოს იმ სასამართლოში, რომელსაც ენდობა.
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არც ხელისუფლება იკადრებს მსგავს რამეს და არც კლანი გვყავს სასამართლოში.
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
აზიარებს ნინო ნიჟარაძის ფოტოს - ეს ნინო ნიჟარაძეა-ქოცი და ქცეყნის მტერი მონა ! მისი გვერდი დახურა და კომენტარები წაშალა ! აქაც გავუმეორებ-არამი იყოს ქოცების ფული შენთვის ! რუსთავი 2-ს არ გაგატანთ !
ნ ი კ ა გ ვ ა რ ა მ ი ა! გისმინე და... მე მგონი ეგ "დ ე დ ა მ ო ტ ყ ნ უ ლ სვავს" რომ უძახი, მალე შენი "დ ე დ ი ს მ ტ ყ ვ ნ ე ლ ი სვავი" გახდება! რაღაც ეგეთი პირი უჩანს, არა, ჯიგარო? ს ი ს ხ ლ ი ს კოქტეილს რომ დალევ ძ ღ რ ე ნ ი ს მარმელადი დააყოლე - უხდებაო, ამბობენ!
თაკო ჩარკვიანი
პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
რუსთავი 2 - მაგრებო, თითსაც ვერავინ დაგაკარებთ-ეს ივანიშვილის ” რუსული თამაშებია” და ცეცხლს ეთამაშება, ეგ საქციელი ქუჩაში გაიყვანს ხალხს- თუ არა და.. ა ბატონო ნახავს!
ბონდო მძინარაშვილი
მედია კავშირ "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
გეგეშიძე იქით იყოს და, რასაც ახლა ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ზე ლაპარაკობს, ვერ ხვდება, რომ დანაშაულია?! პირდაპირ თქვა, 2013 წლამდე ტელეკომპანიაში ბუღალტერია არ არსებობდა და შავი ფული ტრიალებდაო! 😉
დავით ზურაბიშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი
უფრო ვრცლად
"ჩვენ არ ვერევით ორ კერძო სუბიექტს შორის ფინანსურ დავაში." ჯერ არ უთქვამთ ეს ხელისუფლების გუნდიდან რ2-ის ამბავზე, მაგრამ იტყვიან. თან ყველა. მერე კი ამერიკიდან "ყუფარაძე" რომ დარეკავს, ეწყინებათ, ნაცებისკენ არიან მაგნებიო.
კვლავ დავიცავთ ჩვენს ტელევიზიას! კვლავ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას! ჩვენი გამარჯვება და ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია!
იაგო ხვიჩია
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
რუსთავი 2 -ში მურუსიძის სასამართლოთი შევარდნას, სპეცრაზმით შევარდნა სჯობს. შეჩვეული ვართ ბოლოსდაბოლოს.
ნინო დანელია
მედიის მკვლევარი
უფრო ვრცლად
- დაიწყეს მორიგი შტურმი რ2-ზე - რიგში ისევ ტვ პირველია - 2020-ის არჩევნები ახლოვდება. - რუსეთი თავხედურად აქტიურდება და ბედავს დაპყრობილ მიწაზე მარშების მოწყობას. დღესავით ნათელია, რატომ მიდის შტურმი ოცნებისგან თავისუფალ მედიაზე. მე ჩემს წილს ვიბრძოლებ და თქვენი იმედი მექნება ამ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად, ყველანი ერთად გავალთ ფონს. ძილი ნებისა. <3
ხატია დეკანოიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ამ შტერებს რატომ სჯერათ, რომ რუსთავი 2-ს წაიღებენ, ან დახურავენ, ან სარედაქციო პოლიტიკას შეუცვლიან? დასხდნენ, დაჯღაბნეს რაღაც წერილი და მერე გაუხარდათ, რომ იდეალური კომბინაცია მოიფიქრეს? და ალბათ, მერე ყველამ ერთხმად ტრუხილიო შეაქო.. მეორე მხარეს გამოიხედეთ ტვინგამორეცხილებო - Rustavi 2 + ქვეყნის ყველა ქვეყნის პატრიოტი!
რუსთავი-2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი - თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, იმედი გაათავისუფლოს.
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
რ2-ს სჭირდება გვერდზე დგომა და ყველამ უნდა დავიცვათ, როგორც შეგვიძლია, იმიტომ, რომ თუ სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ ჩაახშეს, ეს იქნება საბოლოო დარტყმა დემოკრატიაზე და ივანიშვილის გამარჯვება.
გვარამია წიიე! იმას მერე, რაც რუსეთს ჩაეშალა ვაშაძის პრეზიდენტობა, "დავით-გარეჯი", პანკისის "სპეცოპერაცია", მიშას ჩამოყვანა და ეშლება ზუგდიდი და მგონი 17 მაისიც, ვერ უნდა მიმხვდარიყავი, რომ შენც ერთი კახური ანდაზის რუსული მსხვერპლი ხარ? კახურია: - წააქეზეი მურია და მგელ შეაჭამესოო! ეკრანიდან რომ მიცვალებული არავის დაუყენე საფლავში, ხულიგნობაა ბაბაია ეგ, ხულიგნობა და არა თავისუფალი აზრის გამოხატვა! ჰოდა, ამხელა ნაპროკურორალ-ნადირექტორალი რეგვენი ქე ჩაჯდები ხულიგნობაზე!
ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი
უფრო ვრცლად
მგონი გადამწყვეტი ბრძოლა იწყება. მარტო რუსთავი2–ისთვის არა, ამათი გადაშენებისთვის.
გიორგი გიგაური
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
რ2-ის ერთერთი მეწილე გვარამიას ტელებორდელისგან სასამართლოში 28 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს! ჰოდა, აკრიახდნენ ნაც-ლიბერასტები, ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და რ2-ს ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას დედის გინებისთვის ანადგურებსო!..
კომენტარები
ეს პერსონა
Top