ეს მთავარი თემა დღის: 08 მაისი, 2019

დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს?

ეს პერსონა

დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს? - სოციალურ ქსელში თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად გაასაჯაროა მაჩაიკაშვილის და მისი ძმისშვილის სატელეფონო საუბრის აურიოჩანაწერი. ამ ჩანაწერის მიხედვით მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანზე იოსებ გოგაშვილზე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, რომელიც გოგაშვილის მამის წლისთავზე უნდა განხორციელებულიყო. სუს-ის ინფორმაციით, ტერაქტი აღიკვეთა, თუმცა მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ის დაკითხვაზე ხელახლაა დაბარებული.

იგეგმება თუ არა მაჩალიკაშვილის დაკავება და რას უნდა ნიშნავდეს სუს-ის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება?- ფეისბუქზე მრავალი კითხვა და ვერსია გაჩნდა. მომხდარს ფეისბუქ სტატუსითვე გამოეხმიანნენ თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი და იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრები.

9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ?
შაბათს 4 მაისს მეც ვიმყოფებოდი სოსო გოგაშვილის მამის წლისთავზე და რეალურად არ ვიცოდი რა საშიშროება აგვცდა სასაფლაოზე,იქ იყო გოგაშვილის მცირეწლოვანი 7 წლის შვილი და პატარა მისი ერთი წლის შვილიშვილები,მისი დის 9 თვის შვილიშვილი,ნათესავები ,მეგობრები,მეუფეები,კი გამკრა რაღაც ეჭვმა ისეთი გაძლიერებული დაცვით მივდიოდით,ახლა ვხვდები ჩემი მეგობარი თეა ეს ერთი კვირაა დაზაფრული რატომ იყო,ასეთი დათრგუნული არ მინახავს ამ 7 წლის მანძილზე
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
სუსმა მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა ! ქისტური არ ვიცი,ჩანაწერის ავთენტურობაზე თავს ვერ დავდებ,მაგრამ თუ აქ საუბარია გოგაშვილის ლიკვიდაციაზე,ეს არის კატეგორიულად მიუღებელი !!!! ვახასთან არ მისაუბრია და ჯერ მისი პოზიცია არ ვიცი ჩანაწერზე !
ლაშა ჩხარტიშვილი
ქართველი პოლიტიკოსი
უფრო ვრცლად
მე არ მჯერა მაჩალიკაშვილისთვის წაყენებული ბრალდების, რადგან პირველი, ტელეფონით ტერაქტებს არავინ გეგმავს ! მეორეც, ამდენი ხანი, რომ ნდომებოდათ მართლაც ცდიდნენ კიდეც და ამ მცდელობისას უნდა დაეკავებინათ და არა გაურკვეველი სატელეფონო ჩანაწერის საფუძველზე !
ახალი საკენკი შემოაგდო ლანძღვა–გინებაზე, განკითხვაზე ან პილატესავით ხელის დაბანაზე ორიენტირებულ "საზოგადოებაში" მოქმედმა ხელისუფლებამ: ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერი. და მიდის დაუღალავი გარჩევა – რა თქვა მაჩალიკაშვილმა; მარტო თავისი შვილის მკვლელის მარშრუტს ადგენდა თუ კიდევ რამე ჰქონდა გუნებაში; ეგებ მისი ხმა არ არის და რა ვიცი კიდე რას არ წერენ...
მე ნამდვილად არ ვიცი რას აპირებდა და როგორ მალხაზ მ ა ჩ ა ლ ი კ ა შ ვ ი ლ ი! და არც ერთ ვერსიას არ ვემხრობი ჯერ-ჯერობით! მაგრამ, აი, ეს ხ უ ხ ა რეებს ბოდიალობს მართლა? მოიცა, ადამიანი თუ "შურისძიების მოტივით" სადმე ვინმეს ა ა ფ ე თ ქ ე ბ ს ეს არ იქნება ტერაქტი? ამ ბატონმა "ძაანექსპერტმა" ისიც არ იცის ეტყობა, რომ მთელ მ ს ო ფ ლ ი ო შ ი ტერორისტები თავიანთი ტერორისტული საქმიანობის მ ო ტ ი ვ ა დ სწორედ შურისძიებას ასახელებენ ლამის 100-ვე პროცენტში!
ჩემი მოკრძალებული აზრით, ხელისუფლებას ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები რომ ჰქონოდა მაჩალიკაშვილზე, ზუსტად იმის საპირისპიროდ მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. პირდაპირ დაიჭერდა მაჩალიკაშვილს, მტკიცებულებების გამოქვეყნების გარეშე, ოპოზიციას ააყეფებდა და მერე ისეთს ჩაუტარებდა, წუხელ ლივერპულმა რომ ჩაუტარა ბარსელონას.
დავით ზურაბიშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი
უფრო ვრცლად
აქამდე ვიცოდით "ტერორიზმი ქართულად", მძევალს რომ სმა-ჭამით ხეთქავდნენ. ახლა კი ვიცით ქართული უნიკალური კონტრტერორისტული ოპერაციაც, თავისუფლად მოსეირნე და ინტერვიუების დამრიგებელი ეჭვმიტანილით, რომელიც თავის მხრივ, ვადაგასული და არშემდგარი ტერორისტული აქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ჩემს მშობლიურ გურიაში იტყვიან ხოლმე, ამფერი აფერი არ გამიგონია. 🙃🙄🤔
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ტერორიზმის დანაშაულზე ვკითხულობთ: 🔺 "ამ თავის მიზნებისათვის ტერორისტული მიზანი არის ⚡️ მოსახლეობის დაშინება ან ⚡️ ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ⚡️ ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება." ⚡️ამ სამი ამბიდან რომელს ედავებიან მაჩალიკაშვილს? 🔺 მოკლული შვილის საქმის გამოძიებას რომ მოითხოვს ხელისუფლებისგან ეს ჩაუთვალეს იძულებად?
კომენტარები
ეს პერსონა
Top