ეს მთავარი თემა დღის: 09 მაისი, 2019

74-ე 9 მაისი

ეს პერსონა

მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების დღემ გართულებების გარეშე ჩაიარა. იყო ოფიციოზისაგან გვირგვინებით შემკული უცნობი ჯარისკაცის საფლავი, იყვნენ მედლებითა და ორდენებით გულდამშვენებული ვეტერანები, რომლებიც მთელი წელი ელიან 9 მაისს, რომ „თანაპოლკელები“ და იმ ჯოჯოხეთურ ომგამოვლილები მოინახულონ, იყვნენ იმ ომში დაღუპულთა შთამომავლები, თუმცა, დღეს ყველაზე ნაკლებად დღეს ომში დაღუპული 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ახსოვდა საზოგდოებასაც და მედიასაც. ყველა სეირს ელოდა, რომელიც რუსული ორიენტაციის „უკვდავ პოლკელებსა“ და კონტრაქცია „რუსეთი ოკუპანტიას“ მონაწილეებს შორის უნდა გამართულიყო. ერთი მხარე: საბჭოთა წითელი დროშებით და მეორე ძალა - ქართული ხუთჯვრიანი დროშებით ვაკის პარკის ცენტრალური შადრევნის გარშემო განლაგდა და რადგან შუაში პოლიციის კედელი ჰყოფდათ, მხოლოდ გინებითა და ლანძღვით უტევდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, წვრილმანი ხულიგნობისა და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის სულ სამი ადამიანი აიყვანა პოლიციამ და შუადღისკენ ვაკის პარკში ძიძები და უქმეებზე სასეირნოდ გამოსული მოქალაქეებიღა დარჩნენ.

დავით ავალიანი
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
რაც გინდათ ის დაწერეთ ოღონდ მეორე მსოფლიო ომი სხვისი ომი იყოო ამას ნუ დაწერთ... ვეღარ გავიგე, ბოლოს და ბოლოს, ვინც ამ ვერსიას "აწვებით", რას გვეუბნებით ამით? უცხოპლანეტელები ვართ, მსოფლიოს გარეთ, სადმე პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ თუ როგორ შეიძლება მ ს ო ფ ლ ი ო ომი ვინმესთვის სხვისი ომი იყოს? სად არის აქ ლოგიკა?
ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან მისულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გმირ ვეტერანებს და სხვა აქციის მოანაწილეებებს სამარცხვინო ღრიალით , შეურაცმყოფელი შეძახილებით და ქვების სროლით დახვდნენ ლიბერალური ბიო მასა , ე.წ . ვაიპატრიოტები და ქართველ ნაციონალისტებად შეიღბული ლგბტ თემი ! თქვენ საერთოდ აზრზე ხართ რას ჩადიხართ თქვე ნაბიჭვრებო ?! ვინ და რა უფლებით უშტვენთ თქვე ქათმებო , ვის ესვრით ქვას საკუთარ ისტორიას , საკუთარი წინაპრების ხსოვნას აფურთხებთ თქვე ნაგვებო ?!
ზაზა ჭაია
"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
ქ ა რ თ ვ ე ლ ი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთს აფხაზეთი და შიდა ქართლი არა აქვს ოკუპირებული და ის ოკუპანტი არ არის, ან უგუნურია, ან უბრალოდ მოღალატე!
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 74 წლის წინ განვითარებული მოვლენები. თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადე თავდადებისთვის, მივულოცე დღევანდელი დღე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე.
ნინო დანელია
მედიის მკვლევარი
უფრო ვრცლად
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ლაღად და მტკიცედ დაუხვდნენ საბჭოთა წითელ დროშებს. Salome Zourabichvili -მა გვერდი აუარა საქართველოს ხუთჯვრიან დროშებს და მივიდა წითელ დროშებთან. რაც უნდა სევდიანი იყოს, თავისუფალ საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს. მაგრამ ყავს თავისუფალი და ლაღი ახალგაზრდა თაობა.
თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ეე, ვაკელებო, ეგ ბესსმერტნი პოლკი ვერაზე ასი წელი ვერ გაბედავდა მაგას😎🤣
გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღვნიშნეთ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მივაგეთ. შევხვდით ომის ვეტერანებს, რომლებიც ყოველწლიურად ამ დღეს ვაკის პარკში იკრიბებიან. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგად მოვიპოვეთ გამარჯვება. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებს შორის იყო.
მიხეილ მშვილდაძე
იუმორისტი; პროდიუსერი
უფრო ვრცლად
აპდეით - ლექსოს გათავისუფლებას ველოდებით მალე 1არხის გვერდით პოლიციასთან: ვაკის პარკში ლექსო მაჭავარიანი დააკავეს სალომე ზურაბიშვილს ვაგინებდიო, ეხა ველაპარაკე ტელეფონი თან აქვს, პოლიცოა კულტურულად მექცევაო უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანენო და ალბათ გამოუშვებენ მალევე, მოკლედ სანერვიულო არაფერიაო მარა ხმაური პატარა ავტეხოთ რო დროზე გამოუშვან
გია გაბრიჭიძე
ჟურნალისტი, მწერალი
უფრო ვრცლად
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორედ რ2 და ეს აგრესიული ლიბერასტები არიან რუსეთის აგენტები. მოხუცი ხალხის წინააღმდეგ მიმართული თავიანთი ძალადობით, არა ოკუპანტი რუსეთის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ განაწყვეს ხალხი.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
უფრო ვრცლად
"უკვდავი პოლკი" რას ნიშნავს? მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი არიან და არ კვდებიან?
რუსუდან ცირეკიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
მადლობა ღმერთს, აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყანაში არ აპირებს ამ მარაზმს შეეგუოს, ძალიან ცოტა არიან პუტინის შნირები და რუსეთიდან ჩამოსული "ტურისტები"-თ ივსებენ რიგებს, თორემ თუ საჭირო გახდება, ათასები გამოვალთ და ვიტყვით ჩვენს სათქმელს.
ეჭვი მაქვს ეს კონტრაქციის ხალხი, ზუსტად ის ხალხია, დღეს სსრკს დრო ყოფილიყო, ცეკას მდივანთან ახლოს მოსახვედრად, ყვავილებით რომ მივიდოდნენ აღლუმზე
კომენტარები
ეს პერსონა
Top