ეს მთავარი თემა დღის: 13 მაისი, 2019

მამუკა ბახტაძე ტექნიკური ხარვეზის მსხვერპლი გახდა

ეს პერსონა

რა მოხდა გუშინ მახათას მთაზე? - უკვე გაკეთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ მინისტრის გამოსვლისას ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, მაგრამ საზოგაოდება არ მშვიდდება. განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტები აქტიურობენ, რომლებსაც მწარედ ახსოვთ მიხეილ სააკაშვილის ბარბაცი მახათას მთაზე და ახლა იმას ამტკიცებენ, რომ მამუკა ბახტაძეც არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. ვის რისი დაჯერება სურს, ერთია, რაც შეეხება ფაქტს - „ეS პერსონამ“ გაარკვია, რომ ტექნიკური ხარვეზი და ე.წ. slow down რეჟიმის ჩართვა ხმის რეჟისორის შეცდომა იყო, რომელიც მეტისმეტი მონდომებით მოეკიდა საქმეს და პრემიერის გამოსვლა ხმის რეჟიმები გაასწორა. მას შემდეგ, რაც ხმის ხარვეზი დაფიქსირდა, შეცდომა გასწორდა, მაგრამ პატარა მონაკვეთი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ბახტაძის გაშავების კამპანია აეგორებინათ.

"არც ნასვამი იყო და მით უმეტეს არც კაიფში, ჩემთვის დამთავრდა მიზეზთა ძიება რამ "გამოასააკაშვილა" ეს ახალგაზრდა კაციო? კარგია რომ არსებობენ მორწმუნე უბრალო ადამიანები ვინც იქ იყვნენ და მანამდისაც და მერეც ესაუბრენ სრულიად საღად მყოფ პრემიერს )"
"ბოლო პოსტი ამ საკითხზე: ტექნიკურმა ხარვეზმა როგორ უნდა გათქმევინოს "მადლობის" მაგივრად "მადალობა". ესეც ამიხსენით და გავჩუმდები. ვაღიარებ, რომ ბახტაძე კი არა მე ვიყავი გუშინ მთვრალი"
გიორგი ფოფხაძე
რადიო ფრანს ინტერნაციონალის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებსა და ნატოში
უფრო ვრცლად
რამოდენიმეჯერ ვუყურე, ჩამოვტვირთე და სამონტაჟო პროგრამაშიც გავიარე. ვიდეო მწკრივსა და ხმას შორის ტექნიკური ხარვეზი ან ასინქრონი არ არის.(სამაუმ ბოდიში რაზე მოიხადა ვერ ვხვდები) თუმცა კაიფში მყოფი ადამიანის სახის და თვალების გამომეტველება აშკარად არ აღენიშნება... ანუ "განსაცდელში" ნამდვილად არ იყო მარაა რაცხაში რო იყო საქმე ფაქტია ("განსაცდელის" კაიფი მართლა გამორიცხულია)
"პრემიერ" ბახტაძეს თუ მეტყველების პრობლემა აქვს ამაზე ვერ ვიღლიცინებ; თუ საზმაუს ხარვეზი იყო, მაშინ ვიკითხავ სად მიდის ის უზარმაზარი თანხები, ჩემი და თქვენი გადახდილი, თუ დაჟანგებული აპარატურით სარგებლობენ.."
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა,ჯერ იყო და იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო-ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს სეტყვა და ქარიშხალი მოგვივლინა. არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება. გაბრაზებულმა უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ხარვეზი იყოო. ახლა მორიგ სასჯელს უნდა ველოდოთ-გული მიგრძნობს დაადუმებს პარლამენტს. სასჯელი დეპუტატებისთვის იქნება, თორემ ხალხისთვის ჯილდო.:) იცის ღმერთმა თავისი საქმე
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
მახათა და კაბელი პრეზიდენტი და პრემიერი გლახათაა დაცდილი😃 ისტორიას უყვარს პარალელები😛
"ყველა გამომსვლელზე პრობლემა არ იყო და მაინცდამაინც ბახტაძეს დროს მოხდა აპოკალიფსი."
"ამ ტექნიკურ ხარვეზს მაინცდამაინც ბახტაძეს უწყობთ?ეს ძალით გაჩალიჩებულს გავს და მომკალით თუ გინდათ!"
ეკატერინე ხერხეულიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
"მამუკა ბახტაძეს რა ჭირს,ვინმეს პაროდიას აკეთებს,თუ მთვრალია? რა იბოჟიალა,გოსპაძი :)"
მართლაცდა, რატომ არ გათიშეს?..🙄
კომენტარები
ეს პერსონა
Top