ეს მთავარი თემა დღის: 15 მაისი, 2019

"ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის წარუმატებლობა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა

ეს პერსონა

„ევროვიზიის“ 17 მონაწილიდან ნახევარფინალში გუშინ მხოლოდ 10 მონაწილე გადავიდა, მათ შორისაა ჩვენი თანამემამულე თამთა გოდუაძეც, რომელიც ამჯერად კვიპროსს წარმოადგენს. რაც შეეხება ოთო ნემსაძეს, ის კონკურსს გამოეთიშა.

ნემსაძემ ჯგუფ „შავნაბადასთან“ ერთად რომან გიორგაძის კომპოზიცია „სულ წინ იარე“  შეასრულა, თუმცა, წარდგენილმა კომპოზიციამ  მოწონება ვერც უცხოელებში დაიმსახურა და ვერც საქართველოში. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ „თურქულ“ პოსტქარდს, რომლის შესახებაც ბევრი იწერება სოციალურ ქსელში, სინამდვილეში ეს იყო პოსტქარდი, რომელიც ისრაელის  კულტურის პოპულარიზაციისათვის მომზადდა, რადგან ასეთ იყო მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნა.

გიორგი ფოფხაძე
რადიო ფრანს ინტერნაციონალის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებსა და ნატოში
უფრო ვრცლად
"მე ერთი ძალიან მაგარი კაცი ვიცი გიგა კუხიანიძე Giga Kukhianidze სამჯერ მოიგო ბავშვთა ევროვიზია და... ბიჯო, კი არ უნდა დაბლოკოთ ეს კაცი, პირიქით ხელი შეუწყვეთ და გიგას მიეცით უფლება დიდების ევროვიზიისთვის შეარჩიოს და მოამზადოს კონკურსანტები... დამერწმუნეთ. შედეგი იქნება სულ სხვა."
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
"ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის. და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა."
ირაკლი მანაგაძე
"ექსპრესნიუსის" მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
"ნემსაძემ მას მერე რაც ევროვიზიაზე გაუგებრობა ქნა საქართველო სხვა პლანეტააო.. და ამათი შემართება რომ ვიცი მართლა სხვა პლანეტად არ გამოგვაცხადონ"
"ერი, საზოგადოება, რომელიც შვიდ ხმაში მღერის და ფულს ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობისთვის ხარჯავს. რომლის მოქალაქეთა უმრავლესობა ღარიბია და პარლამენტში კი მის წარმომადგენლად მილიონერებს, ვიღაცის ცოლებს, საყვარლებს ან მონებს ირჩევს, რომ მათ, ხალხზე სხვა და სხვა დროს და გზით წართმეული ფულის დაცვა შესძლონ, არც ჭკუა მოეკითხება და არც მომავალი არ უწერია."
ზვიად კვაჭანტირაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
" ზედმეტმა "ძიებებმა" იცის ეგ. არ მახსენდება ევროვიზიის არცერთი ქართული სიმღერა (მომღერალზე არ ვამბობ) , რომელიც მომეწონა. სულ პირიქით, საშინლად არ მომწონდა არცერთი."
თორნიკე ბერიშვილი
აფხაზეთის ომის ვეტერანი
უფრო ვრცლად
ნეტავ ამ "ევროვიზიას" რად ვეპოტინებით?! 😄
ახია თქვენზე! ხომ გეუბნებოდით, "ვარადა" კი არა, "კარადა"-მეთქი? ხომ ჩაგჩიჩინებდით, "ვარადა"-ს ევროპა ვერ გაიგებს, მაგათ მარტო "კარადა" იციან-მეთქი?
ოთო ნემსაძეს არაფერს ვერჩი! და პ ი რ ი ქ ი თ, მეცოდება კიდეც, რადგან ძალიან დიდი ზ ე წ ო ლ ი ს გადატანა მოუწევს ზუსტად ვიცი! ჩემი აზრით, ის არც ამ ძალიან ცუდ სიმღერაში და არც იმ რაღაც საოცრად უაზრო წ ა რ მ დ გ ე ნ კლიპში არ არის დამნაშავე... ნუ, რაღაც პასუხისმგებლობა, ალბათ აქვს, მაგრამ დამნაშავე უფრო სხვები მგონია... ოთო ნემსაძე ჩემთვის უფრო მ ს ხ ვ ე რ პ ლ ი ა!
კომენტარები
ეს პერსონა
Top