ეს მთავარი თემა დღის: 17 მაისი, 2019

რას წერენ სოციალურ ქსელებში 17 მაისის შესახებ

ეს პერსონა

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძლის საერთაშორისო დღეა. ამასთან, საქართველოში ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. როგორც ერთი, ისე მეორე დღის აღნიშვნას მრავალი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, რაც კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მათი სტატუსებიდანაც. 

 

თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
გავა დრო და ეს საშინელი დღე დიდებულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში. ეს იქნება ნათელის ბნელზე გამარჯვების დღე - დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო იმის გააზრება, რომ “ჩვენ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და ეს “ფერები” თანასწორნი არიან ღმერთის და კანონის წინაშე!
ელისო ჯანაშია
TS press-ის რედაქტორი
უფრო ვრცლად
მორალისტები, ჩვეულებრივი მოძალდეები არიან!
ერეკლე დეისაძე
მწერალი, რეჟისორი, მუსიკოსი
უფრო ვრცლად
,,ოჯახია ქალისა და მამაკაცის ერთობა'' - დეპუტატი ამბობს, მაგრამ ჩუმად ბიჭთან ერთობა.
სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ერთსქესიანი ქორწინების საკითხიც, საზოგადოებრივი განწყობების (Public attitudes) სფეროში შედის და ყველა, ხალხის ნების მიმართ მგრძნობიარე, დემოკრატიული სახელმწიფო, მათ გადაწყვეტას დღეს იქ არსებული განწყობების მიხედვით უდგება. თავს არავინ, არავის არაფერს ახვევს. თუ იცვლება განწყობები, იცვლება კანონმდებლობაც.
ირაკლი მეზურნიშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ქართული სახელმწიფო დგას ქართულ ოჯახზე. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც თითოეული ქართველისთვის ჩემი ოჯახი ჩემთვის სიწმინდეა. გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ქვეყანა,სადაც პროვოკატორად ჩამოყალიბდა ის,ვისაც მშვიდობის უზრუნველყოფა მოეთხოვება:ხელისუფლება და ეკლესია
დღესაც არჩევნებია - ფასეულობითი, ზეგ პოლიტიკური. ორი უმცირესობა დღესაც და ზეგაც აგვიხსნის ჭეშმარიტებას. სინამდვილეში ქართული საზოგადოების უმრავლესობა საკმარისად იცავს ოჯახურ სიწმინდეს და საკმარისად ტოლერანტულია, საკმარისად განათლებული და ჰუმანურია, იმისათვის რომ უარი უთხრას რადიკალიზმს და სწორი არჩევანი გააკეთოს. ეს ჯერ ვერ ფორმდება. ამიტომ, იძულებით ან მონაწილენი, ან მაყურებლები ვხდებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ხმაურიანი არჩევანისა, რომელიც ჩვენი არ არის.
ნინია კაკაბაძე
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
"ძალიან რთულია ძალადობდე საკუთარ თავზე და შემდეგ არ გაგიჩნდეს სურვილი იძალადო სხვაზე, გიყვარდეს თუ გინდოდეს კაცი და იყო ქალთან. ამიტომ ვინ იცის, დღეს სამების საკათედრო ტაძარში მოზეიმე და მოცეკვავე ადამიანებს შორის რამდენი დაჩაგრულია, ვისზეც ოჯახმა თუ გარემომ იძალადა, დღეს მას აქვს შანსი იძალადოს სხვაზე." ;-) დავწერე ფილმზე 17 მაისის კონტექსტში
ზაზა ჭაია
"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
შემწყნარებლობას (ტოლერანტობას), რომ გვასწავლიან! - ,,ქ ა რ თ ვ ე ლ მ ა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ი ს ტ ო რ ი ა შ ი არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას!" - ილია ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე
- 13 წლის ბიჭები მამებს და ბიძებს ბოზებში მიჰყავთ, არ წუხან. - 13-14 წლის გოგოებს ათხოვებენ, არ წუხან. - მოტაცება-გატაცებებით ქმნიდნენ ოჯახებს, არ წუხდნენ და არ წუხან. - ქმრები ცოლებს საჭმლის მიწვისთვის ურტყამენ, არ წუხან. - ყოფილი ქმრები ყოფილ ცოლებს უნივერსიტეტის კორიდორებში პისტოლეტით კლავენ, არ წუხან. - ათასობით ბავშვი შიმშილობს, არ წუხან. - ყოველკვირა მუშების ოჯახს ერთი წევრი უკვდება ხარაჩოებზე, არ წუხან. - ყოველი მეშვიდე ქალი ქმრის მსხვერპლია ოჯახში, არ წუხან. და ამ არაფერზე შეწუხებულ, რელიგიური ექსტაზით და ექსტრემიზმით გაბრუებულ საზოგადოებას და მის პრორუს ეკლესიას, მარტო 17 მაისს, გეი და ლესბოსელი ხალხის ჯინაზე ახსენდება ოჯახი და სიწმინდე.
ძალიან მენატრება ფეხმძიმე ქალბატონებით გალამაზებული, დამშვენებული ქუჩები. გილოცავთ ოჯახის დღეს!!!
თემები:
კომენტარები
ეს პერსონა
Top