ეს მთავარი თემა დღის: 20 მაისი, 2019

არჩევნების შედეგები - გამოხმაურებები სოციალურ ქსელში

ეს პერსონა

19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია: "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. ერთადერთი გამონაკლისი მთაწმინდის ოლქია, სადაც მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს შორის. სოციალურ ქსელში დღეს იმ მიზეზების ძებნით არიან დაკავებულები, რამაც გაერთიაქნებული ოპოზიციის მარცხი გამოიწვია. მმართველი პარტიის მხარდამჭერები და წევრები კი გამარჯვებას ზეიმობენ.

მერაბ ქვარაია
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
🙋‍♂️👌😍💖 ✊ვულოცავ ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ამ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მაღალი სტანდარტით ჩატარება. დარწმუნებული ვარ ზუგდიდისა და სრულიად საქართველოს წარმატებულ მომავალში. მადლობა ვისაც გჯერათ ამ მომავლის, მადლობა ვისაც გეიმედებით, მადლობა ვისაც გიყვართ ჩვენი ქვეყანა !
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
მთაწმინდის წაგებისთვის კალაძე მიიჯირყვნება! შავგულიძე ჩვეულებრივი ქოცია,რომელსაც არა მხოლოდ მხარს არ დავუჭერ,არამედ ყველა მის შეხვედრაზე მივალ და ყველა იმ უხერხულ კითხვას დავუსვამ ,რაც ინტერვიუში უნდა გვეკითხა ! ჩვენი ბლოკის ხელისუფლებაში მოსვლას ეწინააღმდეგები შენო და ამიტომ ინტერვიუს არ მოგცემო,-შემომითვალა წუხელ. აი,დარდი თუ ინტერვიუს არ მომცემთ-იოცნებეთ ხელისუფლებაზე(ოცნებას კაცი არ მოუკლავს) რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლას,ამას აშკარად სხვა სტრატეგია,სხვა სისხლი და თავგანწირვა სჭირდება (საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად) და არა დრომოჭმული ე.წ.პოლიტიკოსები. ბოდიში,თუ პროგნოზი სხვებზე ცოტა ადრე გავიგე ,გავბედე და დავწერე. ჩემი ჩიტი❤️ არჩევნები კი არ გაყალბდა,ბიძინამ არჩევნები იყიდა ! (ჩემი თუ არ გჯერათ,ბაჩანა შენგელიას დაუჯერეთ-იგივე დაწერა წუხელ)
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციას არ ვცნობთ. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!
ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
არ ვიცი, რამდენად სწორია მადლობის თქმა, როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, გადარჩენის, განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული გაბედული არჩევანისთვის, მაგრამ არ შემიძლია მადლობა და მოწიწება არ გამოვხატო იმ 24000 ადამიანის მიმართ, რომელმაც უარი უთხრა ივანიშვილს ზუგდიდში! დამერწმუნეთ, იმ პირობებში, როცა ზუგდიდის მერი აარჩევინეს სხვა რაიონებიდან ხელოვნურად გადმოწერილ ამომრჩეველს და ყალბი პირადობებით აღჭურვილ სპეც.აგენტებს, რეალურად თქვენ ხართ უმრავლესობა და არც კიდევ 42% ჩემო ზუგდიდელებო, როგორც ეს ცსკომ შემოგვთავაზა! მადლობა იმათაც ვისაც ჩამოართვეს, ან კიდევ მოპარეს პირადობები და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ზუგდიდში! მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არ გენდნენ გამყალბებლები და მოძალადეები!
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
არავითარი გულის გატეხა და ფარ ხმლის დაყრა, მხოლოდ ბრძოლა და მოძრაობა წინ! გამარჯვება გარდაუვალია.
ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
მოიგეს პარტიული აქტივით, ოც ლარად ნაყიდი ხმებით, მცირე "ჩაყრებით" (ჩემი ვარაუდია) და სახლში დარჩენილი ხალხით. ჯერ შედეგებიც არ ვიცი, მაგრამ ეს ვნახე ჩემს უბანში. კარგია. როდესაც გაუჭირდებათ, სიამოვნებით ვუყურებ, როგორ დაეხმარებათ ბიძინა და ბატონი დედისსხეულგამოვლილი ;)
რეალობას და რეალურ ფაქტებს, რომლებიც ჯიუტია, ვერსად წაუხვალ, დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" #ISFED რომელსაც ვერავინ დაადანაშაულებს ამ ხელისუფლებისადმი ლოიალობაში, PVT შედეგები გამოაქვეყნა რაც პრინციპში თანხვედრაშია ცესკოს მონაცემებთან. ისე ცესკომ, იმ ზეწოლის პირობებში რაც მასზე იყო, კიდევ კარგად გაუძლო.
ბაია პატარაია
კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
ზუგდიდში მუცელამოყორილი ოცნება ახლა მოუტრიალდება მთაწმინდას მთელი თავისი ფულით და "ნაჟიმით" და გამოათრევს ხალხს სახლებიდან არჩევნების მოსაგებად და მოიგებს. რა ვქნათ 2020-ში?
პირველი მოთხოვნა ყველაზე სწორი რაც დღეს უნდა დადგეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია.ოპოზიციის წარმომადგენლებით უნდა იყოს ნახევარი დაკომპლექტებული და თავმჯდომარე უნდა იყოს არაპარტიული ნეიტრალური,საზოგადოების მიერ შერჩეული! უნდა გავიდეთ ქუჩაში და ეს ვაიძულოთ პირველ რიგში მთავრობამ რო გააკეთოს
ლაშა ბერულავა
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი
უფრო ვრცლად
მოდი, დავიწყოთ მადლობით: მადლობა იმ ამომრჩეველს, ვინც არ შეშინდა და ოპოზიციური კანდიდატი შემოხაზა, 120.000 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 40%-ზე მეტი მივიდა და აქედან თითქმის 43%-მა პროცენტმა სანდრას მისცა ხმა. ამიტომ, ხალხის მიმართ პრეტენზია ჩემთვის მიუღებელია. მადლობა კომისიის იმ წევრებს, ვინც ყველა ბიულეტენს კბილებით იცავდა. მადლობა იმ ადამიანებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა თუ აქტივისტებს, ვინც უბრალოდ, გადაცხოვრდნენ ზუგდიდში იმის მიუხედავად, რომ იცოდნენ, ეს პრობლემების მეტს არაფერს მოუტანდა მათ.
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
რაც შეეხება ოპოზიციის საარჩევნო შედეგებს: ყურების ჩამოყრის ვერავითარ ლოგიკურ წინაპირობას ვერ ვხედავ. სინამდვილეში, გადასარევი შედეგებია.სანდრა რულოვსი, ზუგდიდი - 43%.უსერიოზულესი შედეგია და მისი პარტიის უდიდესი მხარდაჭერის მაჩვენებელი. რეალური განაცხადია ნებისმიერ კონკურენტულ არჩევნებში, თუნდაც ამ ზეწოლების და მოსყიდვის ფონზეც კი (რასაც იმედია ერთად მივაღწევთ, რომ აღარ იყოს), მისი და მისი პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვების.
თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია. ‼️1. მიშა ვერ ამარცხებს ოცნებას; ‼️2. ვერც წარსული ერევა მომავალს; ‼️3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში. 🔺 თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ☀️ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია. მიშა მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე :( 🔺🔺 ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა
თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
⭐️ ჩვენს ქვეყანას და მხარდამჭერებს ვულოცავ გუშინ ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. 🥇 „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვეს! მათ შორის: მერის არჩევნებში: მარნეულში - 78% ხულოში - 70.91% ჭიათურაში - 64.58% ზუგდიდში - 54.18% ზესტაფონში - 50.75% ჩვენმა კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში.
ბონდო მძინარაშვილი
მედია კავშირ "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
იარაღის აღებას რომ აპირებს, ის ქალი მართლა სანდრა-ელისაბედია თუ სანდრა-დარიკო?! 😂
ოთარ ჩრდილელი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ტრაიბალიზმის ჭაობში ჩაძირულმა ნაცსექტამ, ლაპიდარული დასკვნა დადო: 🗣აქციებს ვიწყებთ-ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდესო... არ მოგესმათ ხალხნო, ქვეყნიდანოოო 😃 ✍️ ხულიო კორტასარის სიტყვები აკვდება ამ სიტუაციას: ,,ზოოპარკში ვართ, თან არა როგორც დამთვალიერებელი,
დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი
უფრო ვრცლად
19 მაისი არჩევნები რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობის გარეშე დამთავრდა. სუფთა რომ არ იქნებოდა არც ეს არჩევნები, ვიცოდით. ქოცებს ახალი არც არაფერი ჰქონიათ არსენალში, რაც ნაცებმა და იმათ მოქალაქეებმა დაუტოვეს, ის ამუშავეს - უბნებთან კოორდინატორების ჩათვლით. მოსყიდვაც იყო და დაშინებაც ... ასეთია პოსტსაბჭოტა საქართველოს საარჩევნო პრაქტიკა, მეორე ვადით ხელისუფლების მიწურულს ყველა ასე იქცეოდა და იქცევა.ამასთანავე, გახუნებულ წინამორბედებს მაინც მოუხდათ მარცხის აღიარება და მოქმედსაც მალე მოუწევს.
დავით ნებიერიძე
ეკონომიკის ექსპერტი
უფრო ვრცლად
არავითარი გულგატეხილობა. ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა! ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიბრძოლოთ ბიძინას წესებით.
ანდრია გვიდიანი
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
გუშინდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახით რეინკარნაცია იუმორისტული ჟანრის მოთხრობას ჰგავს მითოლოგიური ელემენტებით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სააკაშვილი საკუთარ პარტიაშიც კარგავს თანამოაზრეებს. თვითონ სადღაც ფლორიდაში თუ ამსტერდამშია წამოწოლილი და საკუთარ აქტივს ეუბნება რუსთაველზე დადექითო. ისე რომ დაფიქრდე, სულ ფეხებზე არ კიდია ვინ სად იდგება? საკუთარი ცოლი გამოაგდო ურთულეს არჩევნებში და ჩვეულებრივი მოქალაქეები ხო მაგისთვის უბრალო პაიკები არიან, რომლებსაც ხან ზუგდიდში დააყენებ, ხან რუსთაველზე, ხან მარნეულში და ასე გაუთავებლად ითამაშებ ამ ფიგურებით.
კომენტარები
ეს პერსონა
Top