ეს მთავარი თემა დღის: 23 მაისი, 2019

რატომ მოკლა 16 წლის გოგომ 7 თვის შვილი?

ეს პერსონა

საზოგადოება შეშფოთებულია! რატომ მოკლა დედამ შვილი? - კოლხი მედეადან მოყოლებული ამ კითხვაზე საქართველოში პასუხი არ აქვთ! ამჯერადაც, მრავალი მიზეზი დასახელდა, დამნაშავეც ბევრგან ეძებეს. ნაწილს მიაჩნია, რომ კანონი მაშინ დაირღვა, როცა არასრულწლოვანი გაათხოვეს და ამაზე რეაქცია არავის ჰქონდა, ზოგი პოსტსამშობიარო დეპრესიაზე ალაპარაკდა, უმეტესობამ კი მარტივად გადაწყვიტა: რადგან მოკლა, დამნაშავეა! 

აღაიაში 16 წლის გოგომ 7 თვის შვილი, სავარაუდოდ, ქმარზე და დედაზე შურისძების მიზნით მოკლა. ბრალდებული დაკავებულია. საქმე სისხლის სამართლის 109-ე მუხლით არის აღძრული. 

დათო გორგილაძე
მწერალი და ბლოგერი
უფრო ვრცლად
სიტყვები „16 წლის დედა" არათუ პარადოქსია, არამედ დანაშაულსაც გულისხმობს. კანონის მიხედვით, თუკი 16 წლის გოგომ გააჩინა შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაუპატიურებულია, რადგანაც ამ ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სისხლის სამართლის დანაშაულია.
ქალების ორგანიზაცია ცდილობს ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 16 წლის გოგოს მშობლებს დაუკავშირდეს და ისინი უარს ამბობენ კონტაქტზე-ეგდოს ციხეშიო! ვერც კი ხვდებიან, რომ ასეთი ქცევით აჩვენებენ, თავად როგორ ჩადეს ამ გოგოში შვილზე უარის თქმის პოტენციალი. ვეჭვობ, ეს გოგო დიდი ხანია მიტოვებულია. ეს გოგო უსიყვარულოდაა გაზრდილი.
ბაია პატარაია
კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
!!! ესეც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ ჩვენ სკოლაში ხომ არაფერი ისწავლება რეპროდუქციყლ ჯანმრთელობაზე, რომ.ბავშვები არ გაირყვნან ცოდნით 😩
ზაზა დობორჯგინიძე
"ტაბულას" ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ფსიქიატრიული ექსპერტიზა-იმყოფებოდა თუ არა ფსიქოზურ ეპიზოდში და მხოლოდ შემდეგ განისაზღვროს სასჯელის სიმკაცრე. თუ ახალშობილი მოკლა იმიტომ, რომ, ვთქვათ, სატანამ უბრძანა, მაშინ საჭიროა მკურნალობა, თუ არა, მაშინ პატიმრობა.
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი
უფრო ვრცლად
ვისთვისაც აბორტი მისაღებია, იმ 17 წლის დედაზე უცოდველი ნუ ეგონება თავი.
ვატო გელაშვილი
მოძრაობა "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
16 წლის გოგოს რომ გაათხოვებ. გაუპატიურების ხელის შემწყობი ხარ. რადგან არასრულწლოვანთან თუნდაც ოჯახის შექმნის მიზნით, სექსუალური კავშირი მე გაუპატიურებად მიმაჩნია. და სადაც ეს ტრადიციაა აუცილებლად კანონით დასჯადი უნდა იყოს.
ელისო ჯანაშია
TS press-ის რედაქტორი
უფრო ვრცლად
7 თვის ბავშვის 16 წლის დედა! რამხელა ტრაგედიაა თავად ამ ფრაზაში, ღმერთო 🙈
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს! ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!
ლია ტოკლიკიშვილი
სატელევიზიო პროექტის "გამომძიებელი რეპორტიორის" ავტორი
უფრო ვრცლად
ვუსამძიმრებ იმ საცოდავ შვილმკვდარ 16 წლის გოგონას და მის ოჯახს. ყველაფერი საშინელება შეიძლება მოხდეს ადამიანების თავს... ეს ის არის, რისი გააზრებაც ადამიანის გონებას არ შეუძლია. რაც შეეხება მორალისტებს, დღეს მაინც დადუმდით, რადგან დღეს, მგონი, ყველა ადამიანმა უნდა ჩავიწყვიტოთ ხმა!
თანამედროვე მედეაა - კოლხი ქალი, რომელმაც საკუთარი შვილები დახოცა (ქართველი ქალები ალბათ მაშინაც სექსის გამო თხოვდებოდნენ და მერე ხშირად ხოცავდნენ საკუთარ შვილებს, იმდენად ხშირად, რომ ბერძნებმა ლიტერატურაშიც კი ასახეს ეს საზარელი მოვლენა). გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ 2500 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში არსებითად არაფერი არ შეცვლილა
კომენტარები
ეს პერსონა
Top