ეს მთავარი თემა დღის: 27 მაისი, 2019

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა

ეს პერსონა

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტსა და გაფიცვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს მაღაროელთა მოთხოვნებს და მთავრობისაგან მეტ ჩართულობას ითხოვს. ჭიათურელი მაღაროელები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისაგან" სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 50 პროცენტიან მატებას ითხოვენ. 

ჭიათურის ამბავი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში (განსაკუთრებით რეგიონებში) ხალხსს საერთოდ არ ესმის არჩევნების არსი. უბრალოდ, არ იციან რა არის არჩევნები, საერთოდ რა მოვლენაა და რა ფუნქცია აკისრია დემოკრატიულ ქვეყანაში. სხვა შემთხხვევაში მართლაც აუხსნელია, როგორ შეიძლება არჩევნები მოიგოს ხეისუფლებამ ასეთი დიდი უპირატესობიტ იმ ქალქში, სადაც პარალელეურდ გაფიცვა მიმდინარეობს და არჩევნებიდან რამდნემე დღესი მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდის. ამ მაბავს ვერც იმით ახსნი, რომ ხახლსს ნაცების მობრუნების ეშინიაო. ჭიათურაში ხელისუფლების კანდიდატის მთაავრი კონკურენტი სულაც არ იყო ნაცი.
რა ხდება ჭიათურაში, იქნება გაგავგებინოთ დეტალებში, ვისია ეგ კომპანია? რატო არ მიდინ დათმომებზე? მთელი ჭიათურა გაიფიცა, სოლიდარობას უცხადებენ მაღაროელებს :(( სოლიდარობა გაფიცულ მაღაროელებს !!
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ჭიათურაში და ზესტაფონში მთავრობამ ჩამოაცილა უცხოელი მესაკუთრეები მართვისაგან და დანიშნა დროებით მმართველი. საბაბად გამოყენებული იქნა მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელი საუკუნეა ასეა. მოაჯდნენ რა სხვის ქონებას მთავრობასთან დაახლოებული პირები, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომელსაც ახლა ვხედავთ. ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა და მისი გადაჭრა შეუძლებელია მართვაში რეალური მესაკუთრეების დაბრუნების გარეშე. ყველა გადაწყვეტილება იქნება უკანონო და ყველა მოსალოდნელი შედეგი, მათ შორის მოსალოდნელი ზარალი, იქნება მთავრობის, ანუ ჩვენი ჯიბიდან ასანაზღაურებელი, როგორც ეს მოხდა ”ყაზტრანსგაზის” შემთხვევაში.
ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
ჭიათურელების სამართლიანი პროტესტი უფრო და უფრო მძლავრი ხდება. პარლამენტმა, როგორც იქნა, პროცესებში ჩარევა გადაწყვიტა და ხვალ, კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს მოუსმენენ
სრულად ფეხზე მდგომი ჭიათურის ფონზე თბილისში ჩვენი 200 კაციანი სოლიდარობა მხოლოდ აქაური უმწეობის დემონსტრირება იქნება. ბოდიში მე პას.
ხელისუფლებას ერთ უფასო რჩევას მივცემ. ჭიათურის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება და უნდობლობა ხელისუფლების და კომპანია "ჯორჯიან-მანგანეზის" მიმართ, არ იძლევა კონფლიქტის დაძლევისა და შეთანხმების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, დაიქირავეთ შრომით დავებში მედიაციის გამოცდილების მქონე ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია, სანამ გვიან არ არის!
ბოდიში მომითხოვია და ეს ის ხალხი არ არის, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების კანდიდატი რომ აირჩია?! არადა, ოქრო ბიჭი იყრიდა კენჭს - დავით ჭუმბურიძე
ახლა, ამ ხალხმა თავი რომ მოისექსუალურუმცირესოს, ლომჯარიას თანადგომაც გარანტირებული ექნება, ასო-მთავრულებისაც, დიპკორპუსისაც და შალვა შავგულიძისაც, თავის უგულავა-ბოკერია-გვარამიებით 🤕
ლაშა მესხი
საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ჭიათურის მაღაროს ერთ ერთი მმართველი აკაკი გურჯიძე თანამდებობიდან გადადგა!
კომენტარები
ეს პერსონა
Top