ეს მთავარი თემა დღის: 20 ივნისი, 2019

რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამეტში მიმდინარე ასამბლეას უძღვება

ეს პერსონა

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება.

გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა.

გთავაზობთ გამოხმაურებებს:

თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა."
თეონა ცხომელიძე
სამაუწყებლო კომპანია 'რუსთავი 2' რეპორტიორი
უფრო ვრცლად
"ცუდ სიზმარში მგონია თავი... პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს... პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია. ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია."
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
უფრო ვრცლად
"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?"
გიორგი კანდელაკი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ოპოზიციონერმა დეპუტეტებმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავეს. სხდომა შეჩერებულია
არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
"რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!"
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"26 მაისს ბათუმში ფესტივალზე გამოჩენილი რუსული დელეგაციის გამო გადააყენეს აჭარის კულტურის მინისტრი, ახლა ვინ უნდა გადააყენონ ?!" - წერს თამარ ამაშუკელი
თამარ ხულორდავა
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"ის რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა!"
"ქართულ სახელმწიფოებრიობას, სამიციქულო ეკლესიას ისეთი დაუძინებელი მოწინააღმდეგე არ ყოლია, როგორც რუსეთი... რუსეთზე მეტი მტერი კი ის ის ქართველია, ვისაც რუსეთი მეგობარი ჰგონია... მან ყოველთვის საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს... ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა... ,,ერთმორწმუნე" რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ეპოტინება დავით გარეჯის ლავრას... რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია!.."
ელისო ჯანაშია
TS press-ის რედაქტორი
უფრო ვრცლად
"ახლა არ შეელახა ვასაძეს თავმოყვარეობა, რუსი გავრილოვი რომ ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და რუსულად მიყავს სხდომა? პადონოკები!!!"
სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი."
ლევან ბოძაშვილი
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
"ამას ეძახით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ზომის მიღებას? ამიტომ ჩაწერეთ ეს კონსტიტუციაში? ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ვინც ამ ასსამბლეის ორგანიზება გააკეთა და მოღალატეობრივად დაარღვია კონსტიტუცია!!!! რუსული რბილი ძალის პირდაპირი პიარი და მოქმედების ხელშეწყობა აქ არ გაგივათ!!!"
გიორგი კლდიაშვილი
IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
"ბატონი ლევან ვასაძე, ტრადიციების დაცვის საბაბით და მართლმადიდებლობის საფუძვლით ლეგიონის შექმნა და ქვეყანაში დაპირისპირების ატეხვა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია საქართველოში და რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის და მართლმადიდებლობის დამცველი (ხომ სერიოზული ანომალიაა, კომპარტიის დეპუტატი და მართლმადიდებლობის ემისარი) ბატონი სერგეი გოვრილოვის ხელმძღვანელობით. განა ეს ყველაფერი ერთი ოკუპანტური სცენარი არ არის?"
ზაზა გაბუნია
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა! მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას!"
"ლევან ვასაძე გავიგე პიდარასტებს ეძებთ და პარლამენტშია რუს დეპუტატებს მასპინძლობს. ზაქარია ქვია მარტივად რომ მიაგნოთ."
"ამ ყველაფერს სახელმწიფო გადატრიალების სუნი ასდის. როგორც 2003 დაიდგა სპექტაკლი, ახლაც იგივე სცენარი მიდის."
აკაკი ზოიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"მიუღებელია რაც ეხლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო!"
თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მთაგავს, მთხოვენ დარბაზში შესვლას. ვერ შევდივარ იმიტომ რომ ისე დაემთხვა, ქვეყანაში არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მედიიდან გავიგე სხდომათა დარბაზის ამბავი, მე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არ გავურბივარ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენზე მოგვიანებით."
გიორგი ფოფხაძე
რადიო ფრანს ინტერნაციონალის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებსა და ნატოში
უფრო ვრცლად
"მდინარაძემ შეცდომაა ეს ყველაფერიო და... საერთოდ შეცდომა ისაა ჩემო მდინარაძე, შენ ზარდიაშვილი და ჯამაათი რო დაგსვეს პარლამეტში და თქვენ გაბარიათ ქვეყნის მართვა, აი ესაა შცდომა, თან გამოუსწორებელი..."
ლევან კობერიძე
საქართელოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"ეს ქვეყანა მართლა უპატრონო გონიათ მგონი ვიღაც-ვიღაცეებს და ძალიან ეშლებათ!!! ის საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს შვილებს ეკუთვნია და არა ცალკეულ თანამდებობის პირებს !!! გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამში მოკალათება არის პარლამენტის თავჯდომარის და ორგანიზატორების პასუხისმგებლობა - მათ უნდა უნდა აგონ პასუხი ამ უმსგავსობაზე !!! ჩემს კოლეგა არჩილ თალაკვაძეს და თამარ ჩუგოშვილს მოვუწოდებ გულმხურვალე ფეისბუქ პოსტების ნაცვლად უმრავლესობის გუნდში შეჯერდნენ თავის ღირებულებებზე და თუ არ ეთანხმებიან დატოვონ უმრავლესობა!!"
ბიძინა ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.
გია მურღულია
პედაგოგი, ფილოლოგი
უფრო ვრცლად
"საქართველოს პარლამენტი, სამწუხაროდ, ვერც შემადგენლობით, ვერც პოლიტიკური თუ სოციალური ხედვით, ვერც გადაწყვეტილებებითა და ვერც საქმიანობით ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის მისწრაფებებსა და გონებრივ თუ ზნეობრივ პოტენციალს. ის განმავითარებელს კი არა, შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა."
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
უფრო ვრცლად
"ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!"
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატი ჯერ არ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით, მერე არ უნდა მიეღო ამა თუ იმ ოფიციალურ პირს, მერე არ უნდა შესულიყო ქვეყნის მთავარ კანონმდებელ ორგანოში, და მერე არ უნდა დამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს არ უნდა დაეშვა არც პოზიციას, არც ოპოზიციას და დაჟე არც საზოგადოებას ამის იქით უკვე შოუა ყველაფერი სხვა. დაიწყო ეხლა მასკარადი, პოსტ ფაქტუმ."- წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში
კომენტარები
ეს პერსონა
Top