ეს მთავარი თემა დღის: 24 ივნისი, 2019

ინტერნეტის რეაქცია საარჩევნო რეფორმის შესახებ

ეს პერსონა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერით გაიმართება. გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გთავაზობთ გამოხმაურებებს:

ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ძალიან მაგარია, მეგობრებო, გილოცავთ!!! ბუნებრივი ბარიერს 3%-იანი ჯობდა, მაგრამ ესეც ძალიან კარგია. თან ამაზეც შეიძლება კიდევ მოლაპარაკება. ბუნებრივი ბარიერით პარლამენტში ერთი ადამიანის გასაყვანად ამომრჩეველთა 0,67%-ის მიღება იქნება საკმარისი."- წერს ლევან ნატროშვილი
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
პროპორციული არჩევნები,ნულოვანი საარჩევნო ბარიერი 2020-ში ! ეს ნიშნავს კოალიციურ მთავრობას და მრავალპარტიულ პარლამენტს !
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ოპაააა პროპორციული ნულოვანი ბარიერით!!! გილოცავ, საქართველო! " -წერს თამაზ ახობაძე
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
აი ამისთვის ვიდექი წვიმაში.
იაგო ხვიჩია
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
პროპორციული, ბარიერის გარეშე. ძალიან დიდი ნაბიჯია, ამ ქვეყნისთვის.
რაც გინდა თქვით და ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო, რაც აუცილებლად მისასალმებელია და ეს ყველაფერი საზოგადოების ერთსულოვნების შედეგია. ნულოვანი ბარიერი კია სადაო საკითხი, თუმცა ამ საარჩევნო სისტემაში არც 3%-იანი მაჩვენებელია ფაქტორი.
ანდრია გვიდიანი
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ეს არის სახელმწიფოებრივი და ზეპარტიული ინტერესით მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"აი, რას ნიშნავს ხალხის ძალა!! პროპორციული არჩევნების მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია. ეხლა შემდეგი მოთხოვნებიც და ეგარი))))" -წერს მაია დარსმელიძე
ხალხმა ყვავს კაკალი დააგდებინა. პროპოციული სიატემა ივანიშვილმა დათმო. ეს გამარჯვებაა. მაგრამ გახარიას თავს სისხლი ღაღადებს. ის ვერ დარჩება თანამდებობაზე. #წერტილი
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"რაც ვერ შევძელით ვერცერთ ეტაპზე "გამოცდილმა, ბრძენმა და მრავლისმნახველმა" პოლიტიკოსებმა, შეძლეს ლაღმა, კრეატიულმა, უშიშარმა და გულანთებულმა ახალგაზრებმა! ბრავო!" -წერს ბუკა პეტრიაშვილი
პროპორციული წესით არჩევნები - მიღწეულია! გაუმარჯოს უდრეკ სამოქალაქო საზოგადოებას!
საქართველოს კონსტიტუცია გაოგნებულია
ლაშა ბუღაძე
მწერალი, დრამატურგი
უფრო ვრცლად
თანმიმდევრულ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი - ეს დიდი გამარჯვებაა! მაგრამ... ახალგაზრდების დამაბრმავებლებს რაღას ვუშვებით? პასუხი?
ზვიად კვაჭანტირაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
გილოცავთ "გამარჯვებას" და "გასაოცარ დემოკრატიას" !
გატენიან ეხლა პარლამენტს პატრიოტებით და ვასაძეებით და სხვა სატელიტებით ნულოვანი ბარიერის ამბავში, მარა სამაგიეროდ პროდასავლურ პარტიებს ექნებათ აგრეთვე უფრო მაღალი პროცენტი. ნამდვილად მისალოცი ამბავია ყველასთვის.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ივანიშვილმა გადმოგვიგდო ახალი ჩელენჯი: გამრავლდება ახლა მისი თუ სხვისი დაფინანსებით რუსული მიკროპარტიები და ჩვენ კი უნდა შევიყვანოთ პარლამენტში და გავზარდოთ პროდასავლური პარტიების რიცხვი რაც შეიძლება მეტი! ასე მგონია" -წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ირაკლი კუპრაძე
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
2020 წელს პროპორციული წესით არჩეული სრულიად დესტრუქციული პარლამენტი გვექნება. პარლამენტში შევა ბურჯანაძე, მარში, ფარში და ყველა არაადეკვატური. პლიუს ამას დაემატება ათობით სატელიტი პარტია. რაღაც უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს და ახალი, დამოუკიდებელი გუნდის შანსი გავუჩინოთ ქართულ საზოგადოებას.
ლაშა ჩხარტიშვილი
ქართველი პოლიტიკოსი
უფრო ვრცლად
3 %-იანი საარჩევნო ბარიერი და არა უბარიერობაა აუცილებელი, რომ ივანიშვილმა ნაქოც-პატრიოტული ნასხლეტებით არ მოიპოვოს უმრავლესობა
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ბარიერის გაუქმება არავის მოუთხოვია!!!!! 0%-იანი ბარიერი პუტინის სპეცსამსახურების ხრიკია პროპორციული არჩევნების იდეის კარგი შედეგის დასამარცხებლად!!!!! ვითხრათ არა 0%იან ბარიერს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში!!!!!!! ბიძინას უნდა ამ გზით ხელოვნურად შექმნას და გაზარდოს პუტინისტების რაოდენობა, პარლამენტში,რომ მერე ამ ანგაჟირებულების ხარჯზე კიდევ ერთხელ მიითვისოს ხელისუფლება,როგორც ამას მაჟორიტარების მეშვეობით აკეთებდა.მას სურს ბარიერის დაწევით ხელოვნურად გაზარდოს ოკუპანტის ინტერესჯგუფების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ახალგაზრდებო .არ წამოეგოთ ამ სატყუარას,აქ გადის გამყოფი ხაზი ოკუპანტის ძალადობასა და ჩვენს დემოკრატიულ,დასავლურ არჩევანს შორის.!!!!!!!!! სამშობლო გასათავისუფლებელია იმპერიალისტი ოკუპანტის უკანასკნელი საცეცებისგან!!!!!. არა0%-იან ბარიერს, ნიშნავს არა პუტინს და გავრილოვს!!!!" - წერს ლუბა ელიაშვილი
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ნულოვანი საარჩევნო ბარიერის გამოცხადება სრული სიგიჟეა. 1992 წლის პარლამენტიც კი მონაგონი იქნება, თუმცა მაშინ ბარიერი 2%-ი მაინც იყო და 24 საარჩევნო სუბიექტი შევიდა პარლამენტში. პარლამენტს კი არა სრულ ქაოსს მივიღებთ ამ გადაწყვეტილებით. არ შეიძლება სახელმწიფოსათვის ასეთი მავნებლური გადაწტვეტილების მიღება, 3%-იანი ბარიერი აუცილებლად და უპირობოდ უნდა იქნას შენარჩუნებული." - წერს ეკა დარბაიძე
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ნულოვანი ბარიერი ნიშნავს იმას, გაერთიანების საჭიროების გაქრობა უნდა პოლიტიკური ველიდან, რადგანაც ოპოზიციური ერთიანობის ეშინია. ასევე, იმას რომ აუქციონს საპარლამენტო არჩევნების მერე აპირებს."-წერს გიორგი თევდორაძე
‼️ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი და გვითხრა 🔺შუა უნდა გაჩნდესო! პირდაპირ ჰოლანდიაში ამოვყავით თავი :) უბარიერო პროპორციული არჩევნები! ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი: შუა უნდა გაჩნდესო ეს თქვა ფაქტიურად დღეს! თუ ვამბობდით ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი გვინდაო, ეს იქნება ნამდვილი, ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი. თუ ისეთი გვინდა ჩვენ რომ მოგვეწონება ასეთი სისტემა დემოკრატიაში არ მოუგონიათ ჯერ :) ამიტომ ჩამოვყალიბდეთ! გვინდა თუ არ აპროპორციული, ხალხის განწყობების შესაბამისი ხელისუფლება ქვეყანაში? თუ პასუხი დადებითია, მაშინ სწორედ ეს არის სისტემა
ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიაში ზუსტად იმას ვეუბნებოდით რაც დღეს გამოცხადეს. შეეცვალათ მაშინ. დე იურე 0-ვანი ბარიერი დე ფაქტო 1%-მდე გამოდის (0.67%).
ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
ვფიქრობ, ეს ნულოვანი წინასაარჩევნო ბარიერი ბევრ ბიდლოს და არანორმალურს შეყრის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. გიჟები და სულელები, აგენტებიც, ჰიპერაქტიურები არიან, მოგეხსენებათ. და მთელი პოლიტიკური რესურსი ამათი ბოდვის სმენაზე და პოლემიკაზე დაიხარჯება, ფორმალურად - თანასწორუფლებიანი პარლამენტარები იქნებიან. გარდა ამისა, ამ ძალად-პარტიების ყიდვა ხიხოს არ გაუჭირდება... ჩემი აზრით, საჭიროა მინიმალური ბარიერი და რეგიონულ-პროპორციული სისტემა, რათა დამოუკიდებელი კანდიდატები და რეგიონები თამაშგარე არ დარჩნენ. თავისთავად ტრაგედია ისაა, რომ ერთი სოლომონ ისაკიჩის ჭკუაზე წყდება საერთოეროვნული მასშტაბის, განვითარების საკითხები...
გოჩა მირცხულავა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი
უფრო ვრცლად
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და მადლობა საქართველოს ახლგაზრდობას - მათ გამოჭედეს ეს გონიერება, ეს შედეგი. ახლა რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ, ფაქტია - ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა - ვერც იძულების, ვერც შიშის, ვერც დაღვრილი სისხლის და პროტესტის ფასად. ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეაქებს და ვინ გალანძღავს ოცნებას. ცხადია - ოცნება იძულებული გახდა და მაინც, შედეგი ახალგაზრდების დამსახურებაა. ერთი რაც არ მომწონს ნულოვანი ბარიერია. ამ ეიფორიაში ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთს შევნიშნავ - რისკის ფაქტორად, რადგან ქართველი პოლიტიკოსების მადა ვიცი - მომავალი პარლამენტი ხმების ქარვასლად არ გადაიქცეს. თუმცა ალბათ, ეს პროცესიც უნდა გავიაროთ. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ახალგაზრდობას.
ბაია პატარაია
კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
გილოცავთ, ხალხო! ჩვენ ეს შევძელით! 2020 გვეყოლება პარლამენტი, რომელიც ზუსტად ასახავს ხალხის ნება და ნდობას პარტიებისადმი. ნულოვანი ბარიერი კი შანსს აძლევს ახალ პარტიებს <3 დამატება: ექსპერტები ამბობენ ნულოვანი ბარიერი რისკებს სეიცავსო. მალე იქნება ახსნა და განმარტება და დაველოდოთ. დავაშეარებ იმასაც.
ნულოვანი ბარიერი არის ქაოსი და აქ .. არავინაა. თუ ომია ომს მიიღებთო ბიძომ და ისეთი შემოთავაზება გამოაგორა. ანუ, შექმნის 50 პარტიას და ამ ცსკოთი, ამ რეალობით ისევ უმრავლესობაში იქნება. ერთი დათმო და ასჯერ მეტი მიიღო. 2030 კი არა, ვიდრე მუმია არ გახდება ხელისუფლებაში ყოფნა გაინაღდა და აქ ღლე მართლა არავინაა ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili
ნულოვანი ბარიერი რომ ივანიშვილის ახალი ხაფანგია, ამას, იმედია, ამ ეიფორიაშიც ვხვდებით - გადადგეს გახარია და არანაირი ნულოვანი ბარიერი!
გიორგი გაბაშვილი
ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
რა თქმა უნდა ეს პირველი გამარჯვებაა, მაგრამ გამარჯვებაა! დიდი გამარჯვება - საზოგადოებამ გაიმარჯვა! გახარია უბრალოდ უკვე საცოდაობაა ამ პოსტზე! გაუშვებენ 300%! ჩვენ კარგ ახალგაზრდობასაც გამუშვებენ - დღეების ამბავია! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებიდან გამარჯვებამდე! ❤️ საქართველოს ახალგაზრდობას
ხათუნა ოჩიაური
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ნულოვანი ბარიერი იგივე მაჟორიტარული სისტემაა, მაჟორიტარები დაირქმევენ სხვადასხვა სახელს, დარეგისტრირდებიან როგორც პარტიები და ჰაიდაა... ჰო, და მანამდე ჩვენს ლიდერებს დაიჭერენ სრული ბედნიერებისთვის! მოინდომა ჭკვიანმა!
დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი
უფრო ვრცლად
რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ეტაპზე ასეთია: 1. პროპორციული არჩევნების გამოღლეტვა 2020-დან არის სტრატეგიული ხასიათის მიღწევა 2.ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე. უბარიერო სისტემა(რეალურად ბუნებრივი ბარიერი - ჩვენს შემთხვევაში 0.66%) არის ბევრ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში. ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მან ამას ვერ მიაღწიოს. 3.გახარიას გადადგომა ძალაში რჩება 4.ნაციონალების წარმომადგენელთა დაპატიმრების მუქარას ვგმობთ. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური რეპრესირების თანხლებით ვერ წარიმართება კონსტრუქციული პროცესი და დიალოგი.
ანდრია გვიდიანი
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საპროტესტო მუხტი პრაქტიკულად ჩაცხრა. შესაბამისად, ქუჩის პროტესტი უნდა შეჩერდეს და პროცესებმა ცივილურ ჩარჩოებში უნდა გადაინაცვლოს. საზოგადოების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებულ პროტესტს საზოგადოების მხარდაჭერა ვეღარ ექნება. შემდეგი ეტაპი არის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დეტალური ანალიზი. ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მოწოდებას უმკაცრესი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც ძალას გადაამეტა ან პროვოკაციები მოაწყო თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური მოწოდებებით.
სულხან სალაძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
მეგობრებო, მესმის ის შიშები, რაც ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში მეტი პრორუსული პარტიის პარლამენტში მოხვედრას უკავშირდება. თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ სისტემა ასევე შანსია პროევრპული პარტიებისთვის, რომლებიც 1-დან 3% ფარგლებში აგროვებდნენ ამომრჩევლის მხარდაჭერას. რეალურად, 2%-ის მხარდაჭერა 3 მანდატი გამოდის პარლამენტში. და კიდევ, ამომრჩევლის აქტიურობა ბევრ რამეს განსაზღვრავს შედეგის თვალსაზრისით
კომენტარები
ეს პერსონა
Top