ეს მთავარი თემა დღის: 07 ივლისი, 2019

ინტერნეტის რეაქცია დაანონსებულ "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშზე

ეს პერსონა

"თბილისი პრაიდმა" ღირსების მარში 8 ივლისს დაანონსა, რასაც საზოგადოების მოსალოდნელი, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამავე დროს დაანონსდა მარშის კონტრაქცია, რომლის შესახებაც განცხადება თავდაპირველად სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
გაგაცნობთ საზოგადოების რეაქციას "თბილისი პრაიდის" დაანონსებულ ღირსების მარშთან დაკავშირებით:

ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ." - დაწერა "თბილისი პრაიდმა" ფეისბუქის გვერდზე
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ლგბტ თემას მთავრობა ზუსტად იმიტომ იყენებს აქციის დისკრედიტაციისთვის, რომ აქციის მონაწილეებს შორისაც ეგულება ისეთები, ვინც ადამიანებს პირველ და მეორე ხარისხოვნებად ყოფს. ერთი რამ დაიმახსოვრეთ - ჩვენი სოციალური ქსოვილი გაუმჯობესდება მაშინ, და კეთილდღეობაში ვიცხოვრებთ მაშინ, როდესაც ყველა ჯგუფს - მიუხედავად იმისა მოგვწონს ჩვენ ისინი, თუ არა, აქვთ გამოხატვის თანასწორობა. ღმერთმა ადამიანი შექმნა ერთმანეთის თანასწორი - ყველას აქვს უფლება ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ.
ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
ყველაზე უკეთესი და ეფექტური, რაც შეიძლება ამ სიტუაციაში გააკეთონ, არის ყურადღების გადატანა და პროტესტის სხვა მოვლენებით გადაფარვა. მაგრამ რით? როგორია ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემათა ჩამონათვალი? უდაოდ, ესაა ლგბტ თემა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რელიგიური თემები... ლგბტებმა უკვე დაანონსეს სახვალიოდ მსვლელობა. დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში შემოაგდებენ დავით-გარეჯის თემას, იდეალურად ჯდება ზემოთქმულ ჩამონათვალში: ერთდროულად ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც არის და რელიგიურიც. არ გამოვრიცხავ, რომ ხიხო ალიევსაც გაურიგდეს იქ სიტუაციის ესკალაციისათვის. დიდი საერთო ბიზნესი აკავშირებთ, არ გაუჭირდება. მოკლედ, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ეს ყველაფერს იკადრებს, თუნდაც ქვეყნის ინტერესების ხარჯზე...
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ანუ უმცირესობებმა თავიანთი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსასვლელად თქვენგან უნდა აიღონ ნებართვა? რას ნიშნავს, პროვოკაციაა პრაიდის ჩატარება? რანაირი დემოკრატიისთვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვით, ელემენტარული თუ არ გესმით?" - წერს ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში
პრაიდის იდეა აშკარად ხელისუფლების წისქვილზე და აქციის მუხტის ჩაქრობაზე ასხამს წყალს. ისეთი ,,შესაბამისი დამთხვევაა”, მეეჭვება ჩარევის გარეშე იყოს ეს ყველაფერი :(
თუ ვინმე ხართ აქ აქციის მონაწილეები, კარგი იქნება, თუ ხვალინდელ დღეს მიტინგს “დაასვენებთ”. თქვენი პროტესტი სამართლიანია და დღის წესრიგი უცვლელი. ამაშია თქვენი ძალა. როგორც არა ერთხელ გაგიკეთებიათ, ნუ მისცემთ მავანს იმის საშუალებას, რომ დღის წესრიგი შეგაცვლევინოთ, მათთვის სასრგებლო (როგორც თვითონ ფიქრობენ და გეგმავენ) მიმართულებით.
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ვერ გავიზიარებ ზოგიერთის ნეგატიურ განცდას ხვალინდელი პრაიდის/მარშის თაობაზე. ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის. გამძლეობას ვუსურვებ პოლიციას! მე ხომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ ;)
თენგო გოგოტიშვილი
სამაუწყებლო კომპანია "რუსთვი 2"-ი, ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
პრაიდი ხვალ მისცემს დიდებულ შანსს გახარიას, დაამტკიცოს, როგორი ეფექტური მინისტრია - არ მიუშვას აქციამდე გავეშებული ბრბო და ჩაიწეროს ქულები მოლიბერალო სირების თვალში. ყველაზე უდროო და უადგილო გადაწყვეტილებაა ორგანიზატორთა მხრიდან. თუკი ნამდვილად მათი გადაწყვეტილებაა. ყველაზე რბილი სიტყვა, რასაც ახლა ლექსიკონში ვპოულობ, არის "კრეტინიზმი"
"ერთის მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორების მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი." - წერდა გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, თუმცა პოსტი მალევე წაშალა
იმედია, ამ პრაიდის ორგანიზატორებს ეყოფათ შეგნება, რომ რუსთაველზე არ ჩაატარონ აქცია
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
"თბილისი პრაიდი" ახლა უკვე ოოოო! ახალგაზრდები ორგანიზებულად პროტესტობენ,ვერავინ წამოიკიდა პროვოკაციაზე და თქვენ რა ღირსების მარშის ჩატარება აგიტყდათ? დაპირისპირებას ჩალიჩობთ?!
არასვენებთ ამათ გამჩენი! სასწრაფოდ ყველას მობილიზებაა საჭირო და ეს ექსტრემისტები სამაგალითოდ არინ დასასჯელები! ეს უკვე ყველაფერს ცდება .... აქ უკვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ნიშნებია
"ნაციონალები ლჯბტ-ებს პოლიტიკური რევანშისთვის იყენებენ და ხვალ "ჯინაზე" აწყობენ თბილისი პრაიდს! ჩვენც ვიკრიბებით ვერის ბაღში 10-00-საათზე! დავიცვათ ჩვენი პიდ*****ები! ნაციონალების ხელში არ ვაქციოთ ისინი სახელმწიფო გადატრიალების იარაღად! არ მივცეთ საშუალება, რომ ამ საცოდავებს შეაწმინდონ ხელი! ყველანი ვერის ბაღში! დავიცვათ სახელმწიფო პი****ტი ნაციონალებისგან!
ალექსანდრე ბრეგაძე
პოლიტიკოსი, „ქართული მარშის“ ლიდერი
უფრო ვრცლად
სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს საზოგადოებას გამოვიდეს ამ, როგროც თვითონ აღნიშნავს უმსგავსობის წინააღმდეგ და მოუწოდებს საპატრიარქოს შესაბამისი ზომები მიიღოს ამასთან დაკავშირებით
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებს მოგმართავთ! არ აგაგდონ ,,ფინთი გოიმებივით" გარეწარმა პოლიტიკოსებმა! იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით არავინ არ გივარდებათ სახლებში,ოღონდ პროპაგანდის საშუალებას არ მოგცემთ ეს ჩაიბეჭდეთ თავებში! ნუ გახდებით პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლნი!" - წერს გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
აბა კარგად დაფიქრდით მეგობრებო, რამდენი აპირებთ სხვებისთვის ოქროს კოშკის აშენებას, თქვენსას რომ მორჩებით მერე?!
დავით სუბელიანი
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
წითელი ბარათი უნდა იყოს პოლიტიკაში და მას ეს ბატონი უნდა იღებდეს ეხლა, სასწრაფოდ. აქციების და ოცნების დამხობის იმედად წამობლატავებულუ ჰომოფობი. სირცხვილი ეს არის ბატონები, ეს!!!!
კომენტარები
ეს პერსონა
Top