ეს მთავარი თემა დღის: 16 ივლისი, 2019

რა რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში "დედა ენის" სკოლაში დაბრუნებას?

ეს პერსონა

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება. ამის შესახებ 15 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, წიგნები მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.

"დედა ენის" სკოლებში დაბრუნებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ნახეთ რა რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში "დედა ენის" სკოლაში დაბრუნებას.

მამუკა ბახტაძე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
უფრო ვრცლად
,,აი ია" - ამ სიტყვებით იღებოდა ცოდნის კარი ყველა პატარა ქართველისთვის. მინდა ვამცნო ქართულ საზოგადოებას, რომ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სექტემბრიდან ბრუნდება ქართულ სკოლებში და ყველა პირველკლასელს გადაეცემა უფასოდ. წერა-კითხვის გავრცელება ქართველი პატრიოტებისთვის იყო ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა, ისევე როგორც დღეს არის ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო იქნება ერთიანი და წარმატებული ქვეყანა 21-ე საუკუნეში. პარლამენტმა უკვე მიიღო ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი ეროვნული იდეის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად, ბიუჯეტის მეოთხედი მოხმარდება განათლებას - ჩვენს ბავშვებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, მეცნიერებს - მომავალ თაობას.
სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
"დედა ენა" სკოლაში დავაბრუნეთ ❤️
ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკოსი, ფილოლოგი
უფრო ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"დედა ენის" სკოლაში სწავლებაც კი განხეთქილების ვაშლად იქცა. ოღონდ "დედა ენა" და გოგებაშვილი არაფერ შუაშია, მხოლოდ საბაბია სიძულვილის გადმოსანთხევად და ეგაა მთელი ამბავი! P.S. ამის მიუხედავად, აი ია და დედა ენის სწავლების გოგებაშვილისეული პრინციპი სრულიად გენიალურ მოცემულობად რჩება!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
დავაბრუნოთ დედა-ენა პრეზიდენტის სასახლეშიც!
გია გაბრიჭიძე
ჟურნალისტი, მწერალი
უფრო ვრცლად
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" დაბრუნდა! წყალს აქვს ყველაზე მაგარი თვისება, როგორ კალაპოტშიც არ უნდა მოაქციო, როგორც არ უნდა აწვალო, საბოლოოდ მაინც ისე წავა, როგორც წესია. ყველა ჯებირს გაარღვევს, დაანგრევს და ბუნებრივ, სუფთა და ყველა გენიალურ - მარტივ მდგომარეობას დაუბრუნდება. არ ვილაპარაკებ იმაზე, თუ როგორ უნდოდა ხრუშჩოვს ციმბირის მდინარეების დინებისთვის დინების მიმართულება შეეცვალა. არ ვილაპარაკებ, რადგანაც ეს იდიოტური აზრი საკმაოდ მალე იქნა უარყოფილი. ოდნავ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ეს "ჩვენი განათლების მესვეურნი" მიმხვდარიყვნენ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ქართველი ბავშვის განათლება აი იათი უნდა დაიწყოს. აი იათი, ზუსტად ისე, როგორც რუსის, ინგლისელის, თუ ესკიმოსის იმ ორი სიტყვიდან, რომლებიც მათი გენისთვის, მენტალობისა და იმ დინების შესაფერისი კალაპოტია, რაც მათთვისაა მისაღები და აუცილებელი. ფრანგი ბავშვი ვერ გაიგებს აი იას! და არც უნდა გაიგოს. მისთვის სხვა სიტყვებია მთავარი. იმან, რომ ვიღაცეებს მივეცით უფლება ჩვენგან ახალი ადამიანი შეექმნა, მივეცით უფლება, რომ ეს მთავარი დაგვევიწყებინა, ვცადეთ რაღაცაზე ჩამოკიდება, მიგვიყვანა იქამდე, რომ მტერს იარაღის ნაცვლად შიშველი უკანალი ვაჩვენეთ, რომ ვიღაც პატარა გოგონა დასცინის თბილისს, როგორც ურთიერთობის ადგილს (ცხადია ბუჩქებში ურთიერთობა უფრო მარტივია), ვიღაც ღადაობს და ამბობს - სექტემბრიდან სკოლაში დედა ენა და როზგი ბრუნდებაო).
ზაზა ბიბილაშვილი
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
უფრო ვრცლად
ჭეშმარიტად ეროვნული ხელისუფლება რომ იყვნენ, საავადმყოფოებში კარაბადინს და იადიგარ დაუდსაც დააბრუნებდნენ. მარა ესენი ხო კოხაბიტირებული აფერისტები არიან და დედა ენით უნდათ გამოძრომა!
ეს "ყველაფრის მცოდნე" იდიოტები ახლა დედა ენას მიადგნენ. თან ისე გეგონება უკეთესი რამ აქვთ შექმნილი და იმას გვთავაზობენ. კრიტიკა კარგია, მაგრამ თუ აკრიტიკებ სანაცვლოდ უკეთესი რამ უნდა შემოგვთავაზო. მეცხრამეტე საუკუნის სახელმძღვანელო რატომ უნდა ისწავლებოდეს 21-ე საუკუნეშიო?! მართლა სულელებო, 20 საუკუნის წინ დაწერილ ბიბლიას ეტრფის ნახევარი მსოფლიო და ერთი საუკუნის წინ დაწერილი სახელმძღვანელოა თანამედროვეობასთან შეუსაბამო? მიწას სახელი გადავარქვით, თხა თხა აღარ არის , თითი თითი აღარ არის თუ რატომ მოძველდა რას ფიქრობთ?! :)))) არ მოგბეზრდათ ყველაფერზე ისე საუბარი, თითქოს უმაღლესი დონის იტელექტუალები იყოთ? თქვენი ნაშრომები, კვლევები და ა.შ კი ვიცი როგორც მოუხდებოდა ჩეჩმა ტუალეტებს სოფლებში, მაგრამ ვაი რომ იქაც კომფორტი ჯობია და არავინ გამოიყენებს :)))
დედაენის გამო ვინც აღშფოთდა, ყველა ქვეყნის და ქართველობის მტერია! სოროსის გრანდეტზე აღზრდილი თუ გამოკვებილი წლოკები!
სერგო რატიანი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
პრემიერის მიერ დღეს ვარიანში გაკთებული უპასუხისმგებლო განცხადება არის ტყუილი, რადგან: დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებიდან გასულ წელს, აღსანიშნავია, რომ აქამდე ყოველწელსაც, სკოლებს ასარჩევად მიეწოდათ პირველი კლასის 6 განსხვავებული რედაქცია, რომლებიც წარმოადგენს იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის” ადაპტირებულ ვერსიას, რაც, თემატურად და ლექსიკური ერთეულებით, შეესაბამება თანამედროვე სოციო-კულტურულ გარემოს და პასუხობს საგანმანათლებლო პროცესის პირველ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს. ინიციატივას - უცვლელი სახით წიგნის სკოლაში შეტანის თაობაზე, განათლების სამინისტროც არ ეთანხმებოდა - „ნეტავ რომელი რედაქცია უნდა იყოს? ცხადია, 1912 წლის გამოცემა არ იგულისხმება… ამ გამოცემის უცვლელი სახით შეტანა სკოლებში ბევრ უხერხულობას შექმნის” - განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი. (რადიო ,,თავისუფლება” 17.11.18) მიღებული კანონი - უცვლელი სახით წიგნის სკოლაში შეტანის თაობაზე, სპეციალისტების აზრით, არის ფორმალური ხასიათის, რადგან არაადაპტირებული გამოცემის სასწავლო პროცესში გამოყენება შეუძლებელია, ხოლო, გადაწყვეტილება - სახელმწიფო კომისიამ დაადგინოს გოგებაშვილის ,,დედა ენის" ერთადეთი რედაქციის არსებობა, რასაც დაერქმევა გოგებაშვილის, და არა გოგებაშვილის მიხედვით გადამუშავებული, წარმოადგენს პროტექციონიზმს, სიყალბეს და, შესაბამისად, საავტორო უფლების დარღვევას, რაც ზღუდავს გამომცემლობებისა და საავტორო ჯგუფების უფლებას. კერძოდ, მრავალი შესაძლო რედაქციიდან ერთს ენიჭება უპირატესობა.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ოდესღაც მრავალი წლის წინ იაკობ გოგებაშვილმა შექმნა დედაენა. ამ წიგნის შექმნა ემყარებოდა ამ გენიოსის რწმენას, რომ როზგით ადამიანისთვის რამის სწავლება სისულელეა და რომ ბავშვს ისედაც აინტერესებს სამყარო, რომელშიც ცხოვრობს, მთავარია სწორი მიდგომით ასწავლო. სწორ მიდგომად წერა-კითხვის სწავლებისას იაკობმა ჩათვალა, რომ ბავშვს ანბანი ტანჯვით კი არ უნდა დაეზუთხა, არამედ ესწავლა იმ საგნების და მოვლენების დახმარებით, რომელშიც ის ცხოვრობდა. ასე გაჩნდა მაგალითები დედაენაში, ასე დასახლდნენ ამ წიგნში თოხი, ცხენი, ეტლი, ზედადგარი და ა.შ. იაკობის მიდგომა გულისხმობდა რომ ეს ნივთები და მაგალითები დროსთან ერთად განახლებადი უნდა ყოფილიყო. ამ პოპულისტებმა კი ადგნენ და იაკობ გოგებაშვილი მეორედ მოკლეს. გვახარეს იაკობის დედაენა დავაბრუნეთ სკოლაშიო. ანუ ყველა ინტერპრეტაცია, რომელშიც მაგალითები ჩანაცვლებული იყო 21-ე საუკუნისთვის დახასიათებული მოვლენებით და ნივთებით გავაუქმეთ და თავად იაკობისეულით ვასწავლითო. ამას შვება პოპულიზმზე დაყრდნობილი უმეცრება. ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი განმანათლებელი, მასწავლებელი, წარმოუდგენლად საყვარელი კაცი ავდექით და მოვკალით, მისი მთავარი ნაშრომი და იდეა, მთელი მისი ფილოსოფია გავანადგურეთ და თან ტაშს ვუკრავთ და გვიხარია. დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ თავად იაკობის სიცოცხლეში, მისი ხელმძღვანელობით, 14-ჯერ განახლდა და ახალი რედაქციით გამოიცა დედაენა. ჩვენ კიდევ ნაცვლად იმისა კიდევ დაგვეხვეწა და განგვეახლებინა, ახალი სიცოცხლე შთაგვებერა, ავდექით და გავანადგურეთ." - წერს ტორესა მოსი.
კომენტარები
ეს პერსონა
Top