ეს მთავარი თემა დღის: 18 ივლისი, 2019

რა რეაქცია მოჰყვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი2"-ის საქმეზე?

ეს პერსონა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" -მა საქმე წააგო. 

ნახეთ რა გამოხმაურება მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში:

კოკა ყანდიაშვილი
ჟურნალისტი, პუბლიცისტი
უფრო ვრცლად
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.
სტრასბურგის გმობაში ჩემპიონატი გამოცხადებულია? ნატო აქაურობას, ნატო!
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ძალიან ვწუხვარ. 😞" - წერს ნათია სამუშია
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
ავთანდილ კემულარია - "გადავწყვიტე, რომ გავასაჯაროო ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე: როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა დამდგარიყო, რუსთავი 2-მა, Nika Gvaramia-ს დირექტოეობის პერიოდში, მიმატოვა საერთო მტრის ხახაში, უფრო მეტიც, ის მგონია გარკვეული კლანის ინტერესებს გამოხატავს, თან ცოტ-ცოტას ქოცებსაც კვებავს-ეთერებიდან არ ჩამოყავს ათადან და ბაბადან მოყოლებული, ჯიშით და ჯილაგით პუტჩისტ-ქოც-წითელიგენტები და მათ აზრს გვაწვდის. კიდევ უარესი-ჰეროკრატიის მსახიობებს უხდის ჰონორარს. მაგრამ მაინც, ჩვენ ვერ გავიგებდით უმისოდ ვერაფერს ამ ქვეყანაში, რუსეთის "მეხუთე კოლონის", ტირანიის შესახებ. გვექნებოდა მხოლოდ ჩვეულებრივი ჩრდილოეთ კორეა, სადაც მზეზე დასვამდნენ რაკეტას, ფეხბურთს მოუგებდნენ ბრაზილიას და გვეყოლებოდა პრინცი - ბერა. მისგან დაორსულების მოსურნე, მის დანახვაზე ლოყების მხოკავი ქალიშვილებით. ხოლო დევნა სახელმწიფოს მიერ (უფრო ზუსტად კი ხელისუფლების უზურპატორი მტრის ჯაშუშების, ტირანიის, მკვლელების მიერ), არის უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა."
ზურაბ ვარდიაშვილი
ინტერნეტ-გამოცემა „ლიბერალის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ხელისუფლებას ვურჩევდი არ აჰყვეს ეიფორიას და არ დაავიწყდეს რომელი საუკუნე და რომელი წელია. ვრემიას დრო ვერ დაბრუნდება.
ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. გამოკრთა გვირაბის ბოლოს სინათლე, შევიდა საკითხში სიცხადე. რა თქმა უნდა ეხლა დაიწყება საკითხის განსხვავებული ინტერპრეტაციები, მაგრამ ყინული რომ იტყვიან დაძრულია...!
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
რუსთავი 2-ს ხელისუფლება გადაუფორმებს ქიბარ ხალვაშს. თამაშში შემოვა ირაკლი ოქრუაშვილი,რომელსაც ქიბარმა აპოსტოლით გადაუფორმა რუსთავი 2. ამიტომ დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი ! ოქრუაშვილი საქართველოში ხვალ ბრუნდება !
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ნიკა გვარამია აქამდე კვალიფიციური იურისტი გვეგონა, საზოგადოება ელოდა მისი ხელით 'კლანის' დასამარებას. მოხდა პირიქით. გვარამიამ 'სუხოიზე' წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით 'წითელი დიპლომი' გადასცა 'კლანს'. ამისთვის გვაბრძოლა გვარამიამ მთელი სამოქალაქო საზოგადიება? ის დროა, შოუბიზნესსა და კულინარიაში დაიხარჯოს ფეიკნიუსერი ნ.გვარამია ;)
ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის. ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. ახლა გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და იდეური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ...
ზაზა ბიბილაშვილი
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
უფრო ვრცლად
ბუქარესტის სამიტის დეჟავუა. შეიძლება უარესიც.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი - "რამოდენიმე წუთის წინ მოხდა ქართული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი აღიარება! უკვე ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით: 1. რუსთავი2- საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ; 2. საქმეზე “ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ”- გაიმარჯვა საქართველომ; 3. ევროპულმა სასამართლომ სწორედაც, რომ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. სტრასბურგის ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა რომ რუსთავი 2-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ქართულმა სასამართლომ ეს მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი მართლაც დიდი წარმატებით ჩააბარა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით ნათელი ხდის, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით."
გოგა გულორდავა
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
• საქმეზე - „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! • საქმეზე “ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ”- გაიმარჯვა საქართველომ! • სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! • ეს საქმე, პრაქტიკულად ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა! • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. • ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
ირაკლი ლატარია - "მიუხედავად ამდები ბრძოლისა, მიუხედავად ამდენი მოთმინებისა, მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მიუხედავად ამდენი ტყუილისა, მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა, მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა, მიუხედავად ამდენი სირცხვილისა .. ჩემმა საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ჰქვია: ევროპა."
ზოგადად ქვეყანაში რაც მეტი არხი იქნება, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, მით უკეთესია დემოკრატიისთვის, - ეს იყო ყოველთვის ჩემი, როგორც ჟურნსლისტის, პოზოცისს ამოსავალი რ2-თან დაკავშირებით და ახლაც ამ აზრზე ვრჩრბი, თუნდაც ეს არხი პარტიული იყოს. მაგრამ სასამართლოშო დავა საკუთრების უფლებაზე იყო და აქ სტრასბურგმა ის გადაწყვეტილებ მიიღო, რაც მიიღო.
ერთი 7 ნოემბერს გადარდებდათ ადამიანის უფლებები და მეორე ეხლა გადარდებთ ხალვაშის საკუთრების უფლების დარღვევა. აგერ 20 ივნისს დაირღვა ადამიანის უფლებები მარა წევხართ, ნაციონალებს ქულებს ვერ დავუწერთ მანდ მოსვლითო. 7 ნოემბერს თქვენს პოლიტიკოსებს ედექით გვერდში და ახლაც თქვენი ხელისუფლების გამარჯვება გიხარიათ. ბაზარი არაა. მარა ეგაა, სინამდვილეში სასიხარულო არ გაქვთ. ცენტრალური ოპოზიციური მედიის დაკარგვა თქვენც ისევე დაგაზიანებთ, როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს. უყურეთ ახლა ჯიბის ექსპერტები როგორ საუბრობენ ჯიბის არხებზე ჯიბეში ჩაკუჭულ სამთავრობო ვერსიებს სამყაროს შესახებ. ეს მთავრობა მაინც შეიცვლება, თან მალე, და თქვენი ინფანტილური სიხარული შეგახმებათ სახეზე, თან მთავრობის შეცვლამდე უფრო ადრე.
მამუკა გამყრელიძე
პლატფორმა "ერთობა ახალი საქართველოს" წევრი
უფრო ვრცლად
ნუ კაი, ამით არც არაფერი მთავრდება და არც არაფერი იწყება. სიმართლე გზას ყოველთის იპოვის. დროის ამბავია
გოგა ჩანადირი
სცენარისტი, ფოტოჟურნალიტი
უფრო ვრცლად
რუსთავი 2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ძველ მეპატრონეებს დაუბრუნდება. იმედია, ეს არ აისახება ტელევიზიის დამოუკიდებლობის ხარისხზე და კვლავაც იქნება მოდარაჯე, ცხადია, მაღალი ჟურნალისტური ეთიკითა და სტანდარტებით. თუ ტელევიზიის დამოუკიდებლობა შეიზღუდება, გარდა იმისა, რომ არხი რეიტინგს დაკარგავს, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებასა და სამართლიანობას საფრთხე შეექმნება და ტირანული მმართველობა წახალისდება.
ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ, და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. David Dvali ის ურემი ნელა დადის მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე :) იმედია ეხლა ევრო სასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ. ამ ისტორიაში ცუდი ის არის რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.
შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი
უფრო ვრცლად
რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ,რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს.
მესმის, რომ ურთულესი დრო დადგა ქვეყანაში, მაგრამ ეგება ანტიდასავლური ისტერიის მავნებლური ვნებები დაიცხროთ ოპოზიციურ ფლანგზე და ის ბოდვები აღარ წეროთ, რასაც წერთ. ქოცებთან ბრძოლაში გაქოცების პოლიტიკამ რა შედეგები მოიტანა, ვნახეთ. ბიძინას ტყუილად უხარია, საბოლოოდ, სწორედ ეს მედიაერთხმოვანება მოუღებს ბოლოს. სანამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება.
ხათუნა ოჩიაური
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ხშირად ვწუწუნებ, დავიღალე სიმართლის მტკიცებით და უსამართლობასთან ბრძოლითთქო. თვითონ მიკვირს, როგორი ახალი ჟინით აღვივსე, ახალ უსინდისობასთან საომრად. თვითონ მიკვირს :))
აკაკი მინაშვილი
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ბრძოლა გრძელდება! მეტი გამოწვევა - მეტი მოტივაცია! ასეთი სირთულეები გადაგვიტანია... საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამარჯვებული გამოდის!
ქიბარ, ნოდარა მელაძე და ხელშეხვეული თამარ ბაღაშვილი არ დამიჩაგრო, თენგო გოგოტიშვილი წამოსწიე წინა პლანზე, ნამეტანი ნიჭიერული გამოსვლები აქვს. ზალა დააბრუნე, უდუმაშვილი და იმ ქალს მოეფერე, ხალხს რომ დასდევს და მიკროფონს სჩრის ხან ტრაკში, ხან კიდევ პირში!😄
დავით ერაძე
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
დღეს ხუთი წლის წინ რუსეთმა ჰოლანდიური ბოინგი ჩამიაგდო, 188 მგზავრით... დღეს რუსეთმა რუსთავი2-იც ჩამოაგდო, დემოკრატიასთან ერთად... გილოცავთ!!!
დარწმუნებული ვარ უამრავი თანამშრომელი დარჩება ხალვაშის რ2-ში... და მერე ნახეთ გვარამიას შესახებ ისტორიები! 😜
ირაკლი ღლონტი
პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
პატივს ვცემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ცხადია არ მომწონს და იმედგაცრუებული ვარ ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თუმცა მეტი გუკწრფელობისთვისაც გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ ვაღიარებ კრემლის გავლენის მასშტაბებს.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
ფარნაოზ ჭკადუა - "რ2 შენობა და აპარატურა კი არა გვარამია-გაბუნია-მელაძე და სხვა ათობით მებრძოლი ჟურნალისტია! გაკეთდება ალტერნატივა და გადავლენ !"
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ, სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2 ის ჟურნალისტებს და მგონია, რომ განსხვავებული და კრიტიკული აზრის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დარტყმას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას!
თენგო გოგოტიშვილი
სამაუწყებლო კომპანია "რუსთვი 2"-ი, ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
ევროპული მაინც არ ერქვას ამ სასამართლოს, უფრო იოლად გაიგებდა ადამიანი გადაწყვეტილებას. მაგრამ პეტრე მოციქულმაც რომ დაადგინოს, ურთმელიძისა და სხვების დამოუკიდებლობას ვერ დავიჯერებ. ამ შემთხვევაში ვიცით ფაქტები. ივანიშვილის დაინტერესების, ჩარევისა და "ხელშეწყობის" შესახებ ფაქტები საჯაროდ უცნობია, მაგრამ ძააალიან დიდი ეჭვი არსებობს.
თუ ხალვაშმა მართლა გამოძებნა საერთო ენა დვალთან და აქიმიძესთან, როგორც ყველაზე მეტად დაზარალებულებთან, მაშინ ტელევიზიის გადარჩენის შანსი რჩება. თუ ვერა, მაშინ დარჩება ამორტიზებული მატ. აქტივი, რომელიც ძნელად თუ გადაფარავს 25 მილიონიან ვალს.
ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
უბრძოლველად გინდათ სხვებმა აკეთონ თქვენი საქმე ⁉ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ახლა იწყება და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით❗გამხნევდით, გაძლიერდით და იფიქრეთ იმაზე რომ წინ დიდი ბრძოლა და გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს სჭირდება❗- ძალა ერთობაშია 🇬🇪 ღმერთმა დალოცოს საქართველო ❗🇬🇪
ახლა სრულიად სერიოზულად. მას მერე, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით, მედიის თავისუფლება არ არის დამოკიდებული ერთი ტელევიზიის ბედზე. ისევე, როგორც არც ჩვენი ევროპული არჩევანი იყო დამოკიდებული მხოლოდ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნაზე. ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ არასტაბილურ რეგიონში და ბეწვის ხიდზე ბევრჯერ მოგვიწევს გავლა. ასე რომ, სიმშვიდე, პრაგმატული და პრაქტიკული პოლიტა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას. p.s. 2000 წელს ნატოს კარზე დავაკაკუნებთო, შევარდნაძემ რომ თქვა და ტრასეკა, ბისეკა, ბაქო-ჯეიჰანები და აბრეშუმის გზები და ანაკლიები რომ მითები გვეგონა, სულ ცოტა ხნის წინ იყო.
ია მეტრეველი
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველი
უფრო ვრცლად
ვულოცავ სრულიად საქართველოს , ევრო სასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას !ასევე ვაზაგაშვილების ოჯახს.დიდი ტკივილით მინდა ბატონ იურის მივულოცო, რომ მისი ბრძოლა ,რომელსაც სიცოცხლე შესწირა, დღეს გამარჯვებით დასრულდა. იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა ის უსამართლობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა, თავის განაყოფ, ევრო ნაცებთან ერთად ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე და მიეცემა ქვეყანას, სიმშვიდის და განვითარების სა შუალება ბოლოს და ბოლოს.
გოჩა მირცხულავა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი
უფრო ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეიძლება დაეთანხმო ან არა, მაგრამ მინიშნებებით იმას ნუ იზამთ, რომ იქ, ევროპაში აქაურებს ველურები გვეძახონ და კონიუქტურის მამა-დედები....
ნიკა მელია
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება - არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები? უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ? უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე! წაიღებენ "რუსთავი2"-ს? თუ იბრძვი მის ადგილას "რუსთავი4" ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია.გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ანტიდასავლურ რიტორიკას შეეშვით, თუ შეიძლება.
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
არაუშავს მეგობრებო, ჩვენი ერთობლივი სამართლიანი ბრძოლა საქაეთველოს ერთიანობისა და ქართულ, მაშასადამე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის გრძელდება. არავის გვეგონა რომ ფაქტობრივად პუტინის რუსეთთან ბრძოლა ადვილი ან უეკლო იქნებოდა, დარწმუნებული ვარ რუსთავი 2-ის უმაგრესი გუნდიც გააგრძელებს უფრო ძლიერ ბრძოლას და ასევე ჩვენი საზოგადოების უფრო მეტი წარმომადგენელი და პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ჯგუფები მონახავენ ახალ ენერგიას კონსოლიდირებულებმა უფრო ეფექტიანად დავუპირისპირდეთ რეჟიმს და ბრძოლის ყველა არაძალადობრივი ფორმების გამოყენებით წინასწარ მორალურად გამარჯვებულები (როგორც ახლა) მივალთ ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ (ახალი კომისიებით) არჩევნებამდე, სადაც ერთად და ერთბით, გავრილოვების რეჟიმს ბეჭებზე დავდებთ.
სააკაშვილს, "ნაცებს" და მათ მოკავშირეებს, რომელთა უმრავლესობა უკვე ლუსტრირებულია, მორიგი რევოლუციური ჭინთვა-კრუნჩხვები ეწყებათ. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას ეს განცხადება-მოწოდება, მითუმეტეს, როდესაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მათ ხელწერას, რომელიც 20 ივნისს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს.
ის ვინც არ უყურებდა ბოლო წლებში რ2 ეხლა უნდა უყუროს, რადგან დღეს ნაცების გასვენების დღეა!
არც ყურებს ჩამოვყრი და არც ხელებს ჩამოვუშვებ! ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლიდან გასვლა ჩვენი შვილების ამ ჭაობში დატოვების ტოლფასია. ბევრი რამისთვის გაგვიძლია და გავუძლებთ ამასაც. პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად სამწუხარო იმის დანახვაა თუ როგორ შეუძლია ზოგიერთს კოლეგაზე ღლიცინი, დათხრილ თვალებზე და მოტეხილ კიდურებზე ირონიული საუბარი, და ეს ასმაგად სამწუხაროა როცა ამას იმ ადამიანებისგან ვხედავ რომლებსაც განსხვავებული პოზიციის მიუხედავად პატივს ვცემდი. დღეს ყველაზე მეტად სწორედ იმის გაცნობიერება მიჭირს რამდენი უღირსი ადამიანი მყოლია გვერდით და არ მცნობია არც მე ისინი და არც მათ მე. ესაა გულსატკენი ჩემთვის და არა დაბრკოლებები ბრძოლის გზაზე, რადგან ეს ბრძოლა ზეპოლიტიკურია და ჩვენი შვილების მომავალს ეხება! არ შევშინდეთ და ყველაფერი იქნება კარგად!
ირაკლი კუპრაძე
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
ქიბარ ხალვაშისეული რუსთავი ორი იქნება სახელისუფლებო პიარ ჯიხური. 1. ისტორიული და ფაქტობრივი სამართლიანობა მოითხოვს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეთ დამფუძნებლებს, დვალს და აქიმიძეს. 2. ქიბარ ხალვაშმა უნდა შეასრულოს თავისი დადებული პირობა, რომ გამარჯვებისთანავე ტელევიზიის 50%-იან წილს გადასცემდა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. დვალი და აქიმიძე იქნება რუსთავი ორის კრიტიკული, ოპოზიციური და თან მიუკერძოებელი არსებობის გარანტია!
ლაშა სენაშვილი
'საერთაშორისო გამჭირვალობა" - უფროსი ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
აზიარებს 1tv.ge-ის სტატიას "გიორგი ბარამიძე - დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" --- "სასიქადულო რეგვენია. კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კი, ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ერთი მცირე დეტალია. კონტექსტი და სტატუს-კვო ქმნის განსხვავებას, ანუ როდის "აშავებ" დასავლეთს და როდის არა. სამწუხაროდ ამ კაცს და მის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ვიწროპარტიული ინტერესების იქით არაფერი ესმით და აინტერესებთ."
შოთა დიღმელაშვილი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
დღეს მედიაპლურალიზმმა დარტყმა იწვნია. ნაკლები ოპოზიციური არხი უდრის მეტ სამთავრობო პროპაგანდას. ვიყოთ რეალისტები, გახარიას გადაყენების შანსი შემცირდა, რადგან მთავრობა უფრო მოძლიერდა საზოგადიებრივი განწყობისთვის ომში. ტრადიციული მედია მეტწილად მათ ხელთაა, ახალ მედიაში კი დაუდეკლარირებელი ფულით დაფინანსებული ტროლებოს ქარხნები გუგუნებენ. გასაგებია, მათ უკან მოსკოვია, ცივილიზაციის დაუძინებელი და ძლიერი მტერი, მაგრამ როცა სიმართლეს იცავ უთანასწორო ბრძოლა მხოლოდ გმატებს შემართებას და სიმამაცეს. რაც ნაკლებია შანსი, მით დიდია ჯილდო. ჯილდო კი საკუთარი ქვეყანაა და არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. მოთხოვნები არ იცვლება. გახარია, წადი!
თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
წავიდა "ბებერი და ჩათლახი ევროპის" ლანძღვა. ჰოდა, აზიას ხო არ მივაწვეთ?
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
ლუბა ელიაშვილი - "ხომ ვამბობდი, რომ უძლიერესი მედიამენეჯერია ნიკა გვარამია,კიდევ 3 თვე მოიპოვა რუსთავი 2- სთვის. მისი დაჩქარებული შეცვლა არ გამოგივათ"
ალექსანდრე ელისაშვილი
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის მოულოდნელი! ეს გადაწყვეტილება ძალიან შეცვლის ქვეყანაში რეალობას. ხელისუფლება (და არა ქიბარ ხალვაში) ხელში ჩაიგდებს და დაადუმებს მართალია პარტიულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაში ეჭვის შეტანა არ მიმაჩნია გონივრულად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ციფრული მედიის პირობებში კრიტიკული და განსხვავებული აზრი მაინც არ დაიკარგება. წინ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ არაფერი დაკარგული არაა. ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
რაღა სამაგიდო, სიღრმისეული, საველე ანდა სხვა კვლევა უნდა ამ ყველაფერს? სტრასბურგის ვერდიქტზე საჯარო კომენტარებში რეალურად გამოჩნდა თუ ვინაა ფსევდო-ევროპელი და რევანშისტი ნაცმოძელი ;)
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ქოცებო,თქვენ რა გიხარიათ?! რუსთავი 2-ის საფრთხეს რომ გაანეიტრალებს,მერე ვისი ჯერი დგება? შემთხვევით ,თქვენი ხომ არა ?!
დღეს რომ საჯარო რეესტრი ქიბარ ხალვაშისთვის მუშაობს, იმ ტემპით რომ მუშაობდეს მთავრობა, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გარანტირებული იქნებოდა. #წერტილი :)
ნიკა მელია
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ტყუილად ჰგონია ვინმეს რომ ამათ ბრძოლას მოუგებს და შეერგება. "რუსთავი2" ის ლუკმაა რომელიც არ და ვერ იყლაპება!
ნოდარ მელაძე
ტელეწამყვანი და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი
უფრო ვრცლად
რუსთავი 2 არ არის მხოლოდ შენობა და აპარატურა, რუსთავი არიან ადამიანები ვინც აქვთ ვმუშაობთ!
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ცნობისათვის, თუკი სახელმწიფო არ აღასრულებდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას და არ დაურეგისტრირებდა ქიბარ ხალვაშს საკუთრებას, მაშინ ჩაიდენდა სისხლის სამართლის კოდექსის 381 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც გულისხმობს სასამართლო გადაწყევტილების შეუსრულებლობას ან შესრულებისთვის ხელის შეშლას. თუ ასეთ მითითებას გასცემდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მოახდენდა მინიმუმ დანაშაულის წახალისებას ან ჩაიდენდა სამოხელეო დანაშაულს.
კომენტარები
ეს პერსონა
Top