ეს მთავარი თემა დღის: 02 სექტემბერი, 2019

ნახეთ რა გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გადადგომას

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან, ფეისბუქზე დაწერა. ბახტაძე წერს, რომ ის რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად. 

2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს მამუკა ბახტაძე.

იხილეთ განცხადება

მამუკა ბახტაძე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
უფრო ვრცლად
შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ეს პრინციპებია: • ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; • ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა;
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
რა ლამაზად წავიდა🙏 სტატუსი დადო!
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
პრემიერის პოსტი ვნახე და ... რაო ვალიკო, რა მინდაო? გატეხილი ქოთნის დაწებება შეიძლება და გატეხილი გულის, არაო!
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
”განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბახტაძე. ანუ, 6 წელიწადი ”უჩარჩოოდ” და უსტრატეგიოდ მოქმედებდა ხელისუფლება და მე ”დავულაგე” ყველაფერიო. ვერ ხვდება, რომ დაასამარა ”ქართული ოცნება”:))) ჩარჩოო, თქვა პრემიერმა და ფანჯრიდან მოისროლეს😄
ირმა ნადირაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ფბ გადადგომასაც მოვესწარით. ივანიშვილს ალბათ იმის იმედიც არ ჰქონდა, რომ დაწერილი ტექსტს ბახტაძე სწორად წაიკითხავდა:-)
ხატია დეკანოიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ბახატაძის წასვლა-მოსვლა არაფერს ნიშნავს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ივანიშვილმა საქართველოს დემოკრატიას სული ამოართვა. ძალაუფლების შენარჩუნება მას რუსული ინტერესების დაცვით უნდა და ეს მრავალი წლით დააზიანებს სახელმწიფოს.
ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ბატონ მამუკა ბახტაძის განცხადებას. საგულისხმოა, რომ წერილში აღნიშნულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ა.შ. ბატონი ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სარგებლის მომტანი იქნება იმ მომავალი საქმიანობით რაც, მას დაეკისრება. მადლობა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ მას...
მამუკა კარგი კაცია :)) გახარიაც :)) ცქიტიშვილი დიდად არ მომწონს(პრემიერად) :)) ღარიბაშვილი სადაც არის იქ ჯობია იყოს :)) ახალი კაცი/ქალი გვჭირდება პრემიერად. ისეთი რომელიც უბრალდ მოსული და წასასვლელად მომზადებული კი არ იქნება, არამედ იბრძოლებს იდეებისთვის, ადამაინებისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, ტერიტორიებისთვის! არ მიაქცევს ყურადრებას იმიჯს და მსგავს სისულელეებს, იქნება ადამაინების გამაერთიანებელი და გახდება "სახელმწიფო ადამიანი" ლიდერი გვჭირდება, ლიდერი! თან გონიერი, ძლიერი ლიდერი და არა კომპლექსიანი სულელი როგორიც ბევრი გვყავდა სათავეებთან.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
უფრო ვრცლად
სტრატეგიული ჩარჩო დაგვიტოვა და წავიდა :(
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
Prime Minister Mamuka Bakhtadze Resigns
გია გაბრიჭიძე
ჟურნალისტი, მწერალი
უფრო ვრცლად
ბახტაძე გადადგა. მან საკმაოდ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეაფასა მისი პრემიერობის დროს დაგეგმილი, გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები. ჩემი აზრით იმ პირობებში, რომელში დღეს საქართველო იმყოფება, ეკონომიკის მიმართულებით მომუშავე პრემიერისთვის, საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. მოკლედ რომ ვთქვა, ურიგო ნამდვილად არ იყო. დაველოდოთ ახალს 🤗
სოსო ბერიკაშვილი
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი
უფრო ვრცლად
ახლა რადგან პრემიერი გადადგა, პურის ფასის გაძვირების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისია, რომელიც პრემიერის პირადი დავალებით შეიქმნა, ვეღარ გააგრძელებს მუშაობას?
თორნიკე დიასამიძე
"ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის თანამშრომელი
უფრო ვრცლად
ნეტა left job_ს დაწერს?
4K სიტყვიდან ყველაზე ნიშანდობლივი მაინც შესრულებული "მისია" და "ამ ეტაპზეა". ყველას რომ გონია ისევ მოაბრუნებენ :) :)
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ბახტაძის Facebook-განცხადებამ გამახსენა ტრამპის საკადრო Twitter-გადაწყვეტილებები : 13.03.2018 - მოხსნა სახელმწიფო მდივანი ტილერსონი, დანიშნა მაიკ პომპეო, ამ უკანასკნელის ნაცვლად, CIA-ში კი ჯინა ჰასპელი. 29.07.2017 - მოხსნა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი პრიებუსი და დანიშნა კელი. გვესმის, ამერიკა არ ვართ, თუმცა თანამედროვე კომუნიკაციების სამყაროა. მაინცადამაინც ტრიბუნა და დროშები გნებავთ თუ 'ცენტრალურ პრესაში' ღერბიანი უსტარი? :)
მადლობა ახალგაზრდა პრემიერს!!! მინდა ვუსურვო მას წარმატება. პს: მართლაც ბევრი რამ შექმნა მან და ბევრი რამ შეცვალა პოზიტივისკენ.
დავით ზურაბიშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი
უფრო ვრცლად
ოდეს ყოფილა აქამომდე ქვეყნის პირველ პირს ფეისბუქსა შინა პოსტითა მუნ დასტურ ეყოს თვისი თავისა გადადგომა? პირველად მსოფლიო ისტორიაში!
მამუკა ბახტაძის უმნიშვნელოვანესი გზავნილი საზოგადოებას: ქვეყანამ და ხალხმა არ უნდა იცხოვრონ ვალით! მოგვარდება ეს პრობლემა?! ნელნელა მოგვარდება დანარჩენიც...წარმატებები მამუკას
თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
მამუკა ბახტაძე gauqmebulia gauqmebulia
ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი
უფრო ვრცლად
ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია. ვერ მოგატყუებთ, რომ ცარიელ ადგილთან შეკითხვები გვქონდა და ძალიან გვეწყინა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რატომ არ მიიწვიეს კავკასია. ჩვენო ეროვნულ მაუწყებლებს ვიწვევთო. მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ. ❤
ანდრია გვიდიანი
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
მინდა წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს. ჯერ კიდევ ფინანსა მინისტრობის პერიოდიდან, მან საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური რეფორმები წამოიწყო. რაც მთავარია, მას გააჩნია კონკრეტული ხედვები და ინიციატივები, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პოლიტიკოსის შესაფასებლად. ვფიქრობ, მამუკა ბახტაძე არის თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო სკამი ან/და რაიმე ტიპის თანამდებობა მეორეხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალი მის მომავალ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული იქნება.
კომენტარები
ეს პერსონა
Top