ეს მთავარი თემა კვირის: 03 სექ 2019 - 10 სექ 2019

რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში სამთავრობო ცვლილებებს

ეს პერსონა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე  წარადგინა. 

გიორგი გახარიამ  თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელსაც ამჟამად ლევან იზორია იკავებს, ირაკლი ღარიბავილი დაასახელა. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კი, ლევან იზორია იქნება. 

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გახარიას, სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური შეცვლის. 

 

 

არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან. ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა! უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას! სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა. მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია,შს მინისტრობის ვახტანგ გომელაური,თავდაცვა ირაკლი ღარიბაშვილი. ქართული ჯარი რომ საბოლოოდ დაინგრა,ცხადზე ცხადია ! მორჩა ყოველგვარი ნატოს სტანდარტი და ევროინტეგრაცია p.s.ჩემი დაჭერა დარჩა ოცნებად მარნის ჭოტს,თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირებს ვერ იჭერს😛
შოთა დიღმელაშვილი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ ქართულ ოცნებას არ უნახავს. გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს. ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს. ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შსს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ. სინამდვილე სხვანაირია. შსს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა.
იპოვეთ დრამატული სხვაობა გახარიასა და ბახტაძის სხეულთა ვერბალურ და არავერბალურ ენას შორის -- აშკარად პირველის სასარგებლოდ :)
ხათუნა სამნიძე
„რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
დადგა გასაოცარი დემოკრატიის ხანა!
გადადგომის ნაცვლად გადაჯდა :)))
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება. თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი - რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ დ დალაგებულ იზორიას და ჩააბარა რუსს. ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა. ლიკუეტ სტალიცა გრუზიი. ps არა, Giorgi Gabunia რო ეთერშია საჭირო, წყალი აღარ გაუვა. თან, მგონი, ყოველ დღე.
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრი ვახტან გომელაური თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებები გუნდს
როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ინიშნება რიგით მინისტრად, ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველ პარტიას სერიოზული კრიზისი აქვს ადამიანური რესურსების, იმიჯის, ხედვის, სტრატეგიის, მენეჯმენტის და ა. შ. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე, უფრო ნაკლებ მოხელედ რატომ უნდა დაბრუნდესო, დღეს კი შეიძლება ითქვას, ჩამოქვეითებულ რანგში დააბრუნა. თუნდაც კვლავ პრემიერად დააბრუნკს წინასაარჩევნოდ, და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ წინასაარჩევნოდ გახარია გადადგეს და კვლავ ღარიბაშვილი გაპრემიერდეს, ამის მიუხედავად, ჩანს, რომ ივანიშვილი სერიოზულ კრიზისშია და მისი ადამიანური რესურსების არეალი მეტისმეტად შევიწროებულია. ამ კრიზისს კი ივანიშვილი საკუთარ თავს და საკუთარ არასწორ ხედვებს უნდა აბრალებდეს. ივანიშვილი, სამწუხაროდ, ეძებს მხოლოდ ერთგვარ დუბლიორებს და პიროვნულად შეუმდგარ ადამიანებს, მას ეშინია გონიერი, თვითმყოფადი ადამიანების, არც დაუშვებს რომელიმე მოხელის წარმატებულობას, ივანიშვილის სტრატეგიაა თავისზე უფრო დაბალი იმიჯის მქონეები ჰყავდეს გვერდით, რომ თავი მშვიდად იგრძნოს, რადგანაც იცის რომ "ქართული ოცნების" ნებისმიერი პაიკი აუცილებლად დაუპირისპირდება მას, თუ შესაძლებლობა ჩაუვარდა, ასეთია მონის ბუნება მფლობელის წინააღმდეგ. სწორედ ამ სტრატეგიით უთხრის საკუთარ თავს ძირს ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ არის საშიში სახელმწიფოსათვის. საკუთარ თავთან ბრძოლაში მისი ბრძოლის ველი ჩვენ გავხდით. ეს არის რთული, ძალიან რთული ფსიქოტიპი, რომელიც ისე გახდა საშიში მმართველი ძალაუფალი, რომ თვითონაც არ იცის და მითუფრო რომ საკუთარი თავისთვისაც კი გახდა საშიში, არათუ მხოლოდ ჩვენთვის.
ირაკლი ღლონტი
პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
რა გითხრათ, სათქმელი ბევრია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხს არ გვაქვს უფლებები და ძალაუფლება სრულად უზურპირებულია. დიახ ასეა, სხვა შემთხვევაში, ოლიგარქი იძულებული იქნებოდა ანგარიში გაეწია ხალხისთვის.
დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი
უფრო ვრცლად
წილი ნაყარია... გახარია/ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივინაშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს. გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა. გახარია/ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდადაპოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის. ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას. მან ვერ ისწავლა ვერაფერი, გარდა მტრის ხატზე აგებული პოლიტიკისა. ისევ მიშა/ ნაციონალები იქნება მისი ერთადერთი სვლა. ავაფეთქოთ ბიძინა მისსავე ნაღმზე. არა ბიძინას! არა ოკუპაციას! არა ბიძინას მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!
საქმე ეხება ღირსებას. გახარიას გადადგომა ღირსების საკითხი იყო. ყველას გვესმოდა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ მას არ ეკისრებოდა. მეტიც, მას ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგშიც არ ეკისრებოდა. ყველაზე დიდი სკეპტიკოსების გასაკვირად, სწორედ ღირსებამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. ნაციონალური ღირსება პოლიტიკის უმსხვილესი და წონადი მოთამაშეა. ივანიშვილმა დღეს ამ ღირსებისთვის გადავლა გაბედა. გაბედა იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნებას ქუჩაში ითვლის. იმედი მაქვს, ცდება
მთავრობის ახალი კონფიგურაცია ნეგატიურია როგორც შიდა ასევე გარე მომხმარებლისათვის. გავრილოვის მერე გახარიას დანიშვნა ძალიან აშკარა გზავნილია “რასაც მინდა იმას ვაკეთებ”, ღარიბაშვილის დაბრუნებაც ძალიან ნეგატიურ ფონს ატარებს. ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც ძირითადად თანამშრომლობენ ნებისმიერ მთავრობასთან, საქართველოს ხათრით, ორი მკაფიოდ ნეგატიური ფიგურა ყავდათ იდენტიფიცირებული, ორივე დაინიშნა. გახარია აშკარა უხერხული ფიგურაა დასავლეთისთვის. ღარიბაშვილი კიდე საერთოდ გაუგებარია თავდაცვაში რომელიც ძირითადათ აშშ-ს მთავარი ინტერესია საქართველოში და იზორია ახერხებდა ამ მიმართულებით მუშაობას. ეს ყველაფერი გაანმტკიცებს დასავლეთის პოზიციას რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, გარანტირებულად, შეფარულად ეს გზავნილი მალე საჯაროდ გაჟღერდება. მოკლედ ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს დავალაგებ გრძელდება. ალაგებს კაცი, სამუდამოდ დასარჩენად.
ვასო ურუშაძე
„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
👉 თუ საქართველოს პარლამენტმა ვერ/არ დაამტკიცა აღმასრულებელი ხელისუფლების "ახალი" შემადგენლობა, მაშინ რა ხდება? დაინიშნება რიგგარეშა საპარლამენტო არჩევნები? მერე არჩევნები ჩატარდება ძველი საარჩევნო კოდექსით, ანუ მაჟორიტარული წესით ხომ? რა საინტერესოა, ეს ვის აწყობს? 🤔
ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი
უფრო ვრცლად
რაღა აზრი აქვს დეტალურად წერას და არგუმენტებით დასაბუთებას, რატომ და როგორ? ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მიაფურთხა სახელმწიფოს. ამის მერე ჩვენზეა, მიცემთ თუ არა მას უფლებას დაუსრულებლად აბუჩად აგვიგდოს ყველა და ანგრიოს სახელმწიფო. თუ მივცემთ უფლებას, ესეიგი ღირსები ვართ. მარტივია ეს ამბავი.
გოჩა მირცხულავა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი
უფრო ვრცლად
ახლა რაღაცას ვიტყვი და ისევ გეწყინებათ ზოგიერთებს... ხომ იკეკლუცეთ ბახტაძესთან, გუშინ რომ დასცინოდით ცალყბად? სულ ვკითხულობდი, 20 ივნისის გამო რატომ ითხოვთ გახარიას გადადგომას და არა მთავრობის? რატომ იქმნებოდა კრიზისი ერთი პერსონის ირგვლივ? ახალგაზრდებისკენ ნუ გაიშვერს ხელს ნურავინ. მსუბუქად ვიკითხავ - შეთქმულებების თეორიებს, ჩემს ვარაუდებს და ეჭვებს არ განვავრცობ - ისევ "შეცდა" თუ "შეეშალა" ოპოზიციას? ვიცი, მესმის, რომ მტკივნეულია ხოლმე ამის მოსმენა. დამოკიდებელებებსაც ვგრძნობ, თავად შეცდომებს უშვებენ ლამის ყველა საკითხში და მერე ვინც ამას ამბობს ან შუაშისტს ეძახიან ან ქოცს. რატომ? მწარეა სიმართლე და იმიტომ! კარგი თუ ცუდი, ერთადერთი დრაივი სააკაშვილია, რომელსაც ინფორმირების დონეზეც ატყუებთ ხოლმე და მერე იმაზე კაიფობთ, მიშასაც ეშლებაო. ამ დროს დამოუკიდებლად ელემენტარულ გათვლებსაც ვერ აკეთებთ. არასოდეს გაქვთ გეგმა "ბ". იმის არ იყოს, ყოველი არჩევნების წინ - დავიცავთ ხმებსო რომ იძახით და არჩევნების მეორე დღეს სანთლით ხართ საძებარი. აი, ახლა რა არის გეგმა "ა" და გეგმა "ბ"? ბიძანას უძლეველობის მითის პროპაგანდირება? რასაც ხალხის გაგიჟება უნდა მოჰყვეს და მერე თქვენ აღმოჩნდეთ სავარძლებში? მაგრამ ამ პროპაგანდირებით აპათიის ხარისხს რომ ზრდით, თქვენს მიმართაც და პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ? რა ვერ გაიგეთ? ფაშინიანთან უნდა მქონდეს პრეტენზია ან ალიევთან - აქ რატომ არ იბრძვიან? ეს უძლეველი ბიძინას მითიც თქვენმა უსუსურობამ და არაორგანიზებულიბამ და მავანთა ჩარჩობამ შექმნა. ნურავის დაავიწყდება (ბევრს ყოველ შემთხვევაში) ჩემი ხელით გამოგიყვანეთ სამზარეულოდან და დაგაბრუნეთ პოლიტიკაში. ჰო, მე - იძულებითი ინტერვიუებით და კომენტარებით. ახლა? სულაც არ აღვიქვამ პროცესს ისე, რომ ივანიშვილი გვეძალადება ან გახარია. ისინი საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. თქვენი გეგმა კი არ ჩანს არსად. თუმცა როგორ არ ჩანს - არ გაქვთ! ახლა რაც შეეხება გახარიას - ოცნებაზე გულაცრუებული ცალკეული, არც თუ უმნიშვნელო რაოდენობის, ადამისნისთვის ერთგვარად იმედია, მისი დანიშვნა. მას მძიმე ტვირთად ექნება პრორუსული იარლიყი და ვნახოთ რას მოუხერხებს. მით უფრო ახალი კონფიგურაციის პირობებში. ცხადია, რომ ივანიშვილისგან კარტბლანში ექნება. ჩემი პირადი პოზიცია იყო - რომ ახლა ეს არ შეიძლებოდა შიდა გუნდური ინტრიგების გამო, სხვა ფაქტორები გვერდზე რომ გადავდოთ. თუმცა უკვე ფაქტი შემდგარია და ახლა პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. და ბოლოს, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები და ამას უნდა ჯანმრთელი პოლიტიკური გონი და არა მუდმივი თავდაჯერებული იდიოტიზმი, რომ ოპოზიციამ ყველაფერი იცის. არც მუდმივად იმაზე აპელირება, რომ ვიღაც უძლეველია.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
თუ რამე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ სამთავრობო ცვლილებებიდან ისაა, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების შანსს ვითარების რადიკალიზაციაში და "მიშა - ბიძინამდე" დაყვანაში ხედავს. თუ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ და მრავალფეროვან ფრონტს გავუხსნით - მოვუგებთ. პროპორციულს გავუფრთხილდეთ - მთავარი ესაა.
ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
2006 წლიდან ვითხოვდით მერაბიშვილის გადადგომას. 2012 წლის 30 ივნისს მერაბიშვილი პრემიერ მინისტრად დაინიშნა. ამ სერიალის წინა სერიები ნანახი გვაქვს. გიორგი გახარია с вещами. 😉
სოფიო ქაცარავა
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე. ახალი პრემიერის მთავარი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა, დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ.
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
უფრო ვრცლად
ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება.
საინტერესოა, ოპოზიციის მოთხოვნა როგორ ჩამოყალიბდება ? გახარია არ დაამტკიცოს პარლამენტმა ? მაშინ უნდა ჩატარდეს ვადამდელი ძველი საარჩევნო სისტემით ? კიდევ რა ვარიანტები არსებობს ? ივანიშვილის სვლა გასაგებია. დალშე რა ხდება ?
ნიკოლოზ მჭედლიშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
უფრო ვრცლად
რუსთაველზე უსასრულოდ გაწელილი აქციის მონაწილეთა ნამუსზე იყოს გახარიას გაპრემიერება. მაგათ ჯიბრზე დაინიშნა გახარია ახალ თანამდებობაზე....
ალექსანდრე ელისაშვილი
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
დღეს ივანიშვილმა გვითხრა რომ “მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი” კი არა არარაობები ვართ და სულ ფეხებზე ვკიდივართ. ეხლ ჯერი ჩვენზეა რას ვუპასუხებთ ჩვენ აბუჩად ამგდებ კაცს. P. S. ყველაზე მეტად გული არმიაზე მიკვდება - ოცნების ხელში ისედაც გასაცოდავებულ ჯარს შეესევიან ეხლა ჯანყარაშვილ-ზედელაშვილ-თამაზაშვილები და ბოლო გროშებსაც მოპარავენ
ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
ერთი წელიც დამაცადეთო, ერთი წლის წინ მოთქვამდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხიხო. დღეს კი ახალგაზრდების თვალების მთხრელი დაგვინიშნა პრემიერად და თავის ხელის ბიჭები - მინისტრებად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ტიპის ერთი სიტყვა არ დაიჯერება და ნებისმიერ შემთხვევაში, დროს ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს! მხოლოდ უპირობოდ მოსროლა სანაგვეზე! მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!
2014 წელი, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია საფრანგეთში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებს მართავს და ხელს აწერს მემორანდუმს საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ჩვენი საჰაერო თავდაცვითი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე უკავშირდება ირაკლი ალასანიას და გადასცემს ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილს და ითხოვს ირაკლი ალასანიასაგან, რომ მემორანდუმს ხელი არ მოაწეროს. ირაკლი ალასანია მიუხედავად მოთხოვნისა მემორანდუმს ხელს აწერს, რითაც ქვეყანას უჩნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს საჰაერო თავდაცვა. მემორანდუმზე ხელმოწერისთანავე იწყება პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე ,,კაბელების საქმე’’. პრემიერი ღარიბაშვილი ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან ათავისუფლებს. 2019 წელი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრია და მას ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება ევალება. ღარიბაშვილი და მისი ნათესავები ეჭვმიტანილები იყვნენ საეჭვო გარიგებებში სანაცვლოდ, კი თავის ეჭვმიტანილ ნათესავებს ღარიბაშვილმა მასთან სახლში მისვლა აუკრძალა (,,ქართულ ოცნებას’’ საკუთარი სამართალი აქვს).
ბონდო მძინარაშვილი
მედია კავშირ "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობას ის სექტა აპროტესტებს, რომელსაც თავდაცვის მინისტრებად ჰყავდა დავით კეზერაშვილი, დიმიტრი შაშკინი და ბაჩანა ახალაია!
ავთანდილ გიუნაშვილი
ათენის ქართული დიასპორის მთვარი საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
ქართული ოცნება / Georgian Dream -მ ამ ეტაპზე ცნობილი კანდიდატურებით გუნდის ძირითად შემადგენლობაში უძლიერესი მოთამაშები დააყენა სამივე ფლანგზე , შეტევაში ღარიბაშვილი ცენტრალურ რომელიც ყველაზე მყარად გამოიყურება, ცენტრალურ გამთამაშებლად გახარია ,რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც უძლიერესია და ცენტრალურ მცველად გომელაური. წარმატებები საქართველოს !
მამუკა გამყრელიძე
პლატფორმა "ერთობა ახალი საქართველოს" წევრი
უფრო ვრცლად
დღეს, 19:00 გაერთიანებული ოპოზიცია გიწვევთ ყველა მხარდამჭერს პარლამენტის წინ, რათა გააპროტესტოთ გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენა
გიორგი გაბედავა
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
რა საცოდავ დღეშია საქართველო 😞 მოძალადეები და ადამიანების გამაუპატიურებკები აპროტესტებენ ძალადობას და მოძალადე პრემიერ მინისტრსძ არადა ეგეთი უზით ციხეში. თან მართლა მოძალადეა ეს ხელისუფლება, მაგრამ მოძალადის გაპროტესტებული ძალადობის არ სჯერა ხალხს. მეც არ მჯერა, მაგრამ ამის გამო ოცნებას ვერ დავუჭერ მხარს. ორივე პარტია ხალადობაზე და ძალაუფლების ყველა გზით შენარჩუნებაზეა აგებული. გამოსავალი მხოლოდ ხალხის გაერთიანებაშია. არც მევახშეები და გაზულუქებული, მოპარული ფულით გამდიდრებული ბიზნესმენების გვერდით. მხოლოდ უბრალო ხალხი თუ გავერთიანდებით, დავამარცხებთ ორივე ძალას თავისი ანასხლეტებითურთ. მაგრამ ხალხის პრობლემა ის არის რომ ვიღაცა ერთს ელოდებიან რომ გაჰყვნენ, ამ დროს ის ერთი სულ გამოჩნდება, მაგრამ ის ერთივ ესეთი გახდება. სულ მე რომ ვიყო ის ერთი, მეც ალბათ ძალაუფლება გამაგიჟებდა. ამიტომ უნდა იყოს ხალხის ერთობა. უნდა მოისპოს ბელადომანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე წრეზე ვიტრიალებთ...
გიორგი გიგაური
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა, 2019 წლის 3 სექტემბერს, გახარიას გაპრემიერებით, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად და გომელაურის შს მინისტრად დანიშვნით, ნაცბანდის რევოლუციურ რევანშს მსუყე წერტილი დაუსვა! ამიტომაც ჩავარდნენ ნაცმაჯლაჯუნები ისტრიკაში... ახლა, ქვეყნის გაერთიანებაზე, განვითარებაზე და წინსვლაზე იფიქრეთ, ბატონებო!
გუშინ რუსეთთან ომს აგვაცილა დღეს პრემიერია რა გინდათო... ღმერთო სიცილს რო მორჩები უნდა დაგელაპარაკო <3
თაკო ჩარკვიანი
პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად- კაცი, რომელიც ქვეყნის საჰაერო დაცვის წინააღმდეგ წავიდა და ალასანიას ხელი შეუშალეს მაშინ და გაათავისუფლეს და კაბელების საქმეც ამას მოჰყვა, როცა უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩაყარეს( ყველას გვახსოვს)ანუ ეს ნიშნავს: ღარიბაშვილი თავდაცვაში იმიტომ , რომ საქართველო დაცული არ იყოს! მხოლოდ ამას ნიშნავს! რაც შეეხება გახარიას- დღევანდელი პროცესით “ კმაყოფილი” გავრილოვის გამოსვლით, ცხადია ( თუ კიდევ ,ვინმეს არ ჯეროდა) ვინ ჩასვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში- რუსეთის კომ პარტიის წევრი გავრილოვი!ხელისუფლებავ - საქართველოს “ გადამბარენლებო” გვიფრთხილდით, ქვეყნის ღალატს არ გაპატიებთ!!!!!!!!!!!!!
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ფართოთ გაიღო ნატოს კარი ჩვენი ბედკრული ქვეყნისთვის. ვინ გაბედავს და წინ დაუდგება დასავლური ღირებულებების ერთგულ და უმაღლესი დონის პოლიტიკოს - ირაკლი ღარიბაშვილს? ხომ არ დაგავიწყდათ, ის დილიდან საღამომდე რომ უწევდა წინააღმდეგობას ბატონი ბიძინას არტილერიას პრემიერობიდან გადაყენებისას?! ბატონი ბიძინა მთელ საზოგადოებას რომ დასცინის და გახარიას პრემიერად სვამს, ყველანი ვხედავთ. უბრალოდ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ვიტია ჯაფარიძეს ებარებოდეთ!
ოცნების წასვლა ხომ ბევრს გინდათ და ამბობთ, რომ დღევანდელი მთავრობის შემადგენლობით ბიძინამ განაჩენი გამოუტანა ოცნებასო და აბა რატომ შეიშალეთ ფსიქიურად ყველა? წესით ხომ უნდა გიხაროდეთ თქვენ "გაიმარჯვებთ" 2020 წელს ეს არ გინდათ? 🤣 აბა ხალხის და ქვეყბის ბედი რომ გკიდიათ სულ ცალ ფეხზე ეს ვიცით ყველამ! ისეთი ლუსტრაცია მოახდინა ბიძინამ ბოლო წლებში პოლიტიკური სანაგვის, რომ ხალხი კომენტარებში გამოხატაბს თქვენსდამი "პატივისცემას" 😁😁😁 დაოკდით და ვნახავთ 2020 წელს ნაცებთან ერთად თქვენ გაიმარჯვებთ თუ ისევ ოცნება! პიარდად მე ოპოზიციაში უკეთესს ვერავის ვერ ვხედავ ოდნავ უკეთესი მაინც რომ იყოს დღევანდელ მმართველ გუნდზე და ეს გაცვეთილი პოლიტიკური სახეები უკვე გულისრევას იწვევს ხალხში! ჯერ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენლისგან არ მომისმენია რეალური პროექტი ან განცხადება ხალხის პრობლეემბის გადაჭრის რადგან ეს სულ არ აინტერესებს მათ, მარტო სკამები უნდათ რომ რაც აქამდე ვეღარ ჭამეს მომავალში წარმატებით ჭამონ გასკდომამდე!
გიორგი ცუცქირიძე
ექსპერტი საბანკო საკითხებში
უფრო ვრცლად
დღევანდელი და უახლოესი პერიოდის მთავარი თემა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პრემიერ - მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენაა. ამ თემას მინდა ცოტა განსხვავებული კუთხით შევხედოთ, ძირითადად ეკონომიკის ნაწილში. ხშირად მოსახლეობისთვის გაუგებარია, რა ხდება რეალურად. რატომ იზრდება ქვეყნის სუვერენური რეიტინგი ან რატომ ფასდება პოზიტიურად ეკონომიკის ზრდის ტენდენციები. ოპოზიცია უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობას მცდარ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას აწვდის. ამ შეფასებების ობიექტური მსაჯული საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც ყოველთვის სწორ და მიუკერძოებელ აკეთებენ. სწორედ მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს ამ დადებით შეფასებებს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება. ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. რეალურად კი ბახტაძის გადადგომაც ამ კუთხით უფროა მნიშვნელოვანი. მადლობა, ყოფილ პრემიერს იმ რეფორმებისათვის, რაც მიმდინარეობს ან თუნდაც ბოლო ერთ წელიწადში განხორციელდა. იქნება ეს „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის სტრატეგია თუ დღგ-ის რეფორმა და ა.შ ფაქტია, დღევანდელი გამოწვევები არ არის მხოლოდ სიღარიბე ან ტერიტორიული პრობლემები. სიღარიბეც დროში დაძლევადია. გლობალური გამოწვევები ჩვენ გვაიძულებს სულ სხვა განზომილებაში გადავიდეთ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიზმი განვითარებაში. ეს მთავრობის ამ შემადგელობიდან ყველაზე უკეთესად გახარიას შეუძლია. ფიგურალურად რომ ვთქვათ - მეტი ეკონომიკა პოლიტიკაში და მეტი პოლიტიკა ეკონომიკაში. ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდა კი სტაბილიზაციის, ახალი იდეებისა და სისტემური რეფორმების გაძლიერება გარეშე შეუძლებელია. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების სტიმულირების, გამჭვირვალობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ივნისში ჩვენ ვნახეთ თუ რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს არასტაბილურობა და რევოლუციური სცენარი ეკონომიკაზე. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ რყევებში ქვეყანას მინიმალური დანაკარგებით სამშვიდობოს გაიყვანს. დღეს რეგიონში ჩენ გვაქვს რეალურად ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, შედარებით დაბალი გადასახადები, ერთი ფანჯრის პრინციპი, ახალ სამიზნე ქვეყნებში გააქტიურებულია ტურისტული კამპანიები და ა.შ. მაგრამ, ჩვენ ვიმყოფებით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანას ეკონომიკის გაცილებით მაღალი დივერსიფიკაცია, რეფორმების კიდევ უფრო გაღრმავება, ახალი საექსპორტო ბაზრები და შესაბამისად, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. ევროკავშირის ბაზართან ერთად, უახლოეს პერსპექტივაშია აშშ-ის ბაზარი. მეგაეკონომიკები, ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციასთან ერთად, სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული. ეს საშუალებას მოგვცემს, გარდა ტრადიციული საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებისა, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ ექსპორტის სტრუქტურა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების შემოტანით და აქ წარმოებული პროდუქციის გარე ბაზრებზე გატანით. სწორედ, ამ შემთხვევაში გვექნება კარგი შანსი გავხდეთ სატრანსპორტო და სამრეწველო პროდუქციის ჰაბი რეგიონში და რაც მთავარია, კი არ ჩავანაცლოთ, არამედ გავზარდოთ დივერსიფიკაცია და შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები, ექსპორტ-იმპორტის მეტი დივერსიფიკაციით და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდით. ამ ყველაფერს კი სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელიც იქნება. გიორგი გახარია დარწმუნებული ვარ ამ მისიასაც წარმატებით გაართმევს თავს. როდესაც გიორგი გახარიაზე საუბრობენ, რატომაღაც ავიწყდებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობამდე, ის იყო ძალიან კარგი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ეკონომიკის მინისტრი. გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაადასტურა, რომ ის სახელმწიფოებრივი მიდგომების მქონე, გამბედავი და თვალსაჩინო პოლიტიკოსია. ის არის მკაფიო ხედვების მქონე პროფესიონალი, რომელსაც აქვს რეფორმების განხორციელების, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და მართვის გამორჩეული უნარი. ეს კარგად იციან ოპოზიციაში და სწორედ ესაა მათი „თავის ტკივილი“. ახალი გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ - მინისტრად გიორგი გახარიას პრემიერობა სწორედ ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად. ოპოსპექტრის ყვირილი ვითომ ავტორიტარული მართველობის დადგომაზე, გიორგი გახარიას პრორუსულობაზე თუ 20-21 ივნისის მოვლენებთან მის კავშირზე, სხვა არაფერია თუ არა არშემდგარი რევოლუციის გამო, მორიგი დესტრუქცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სიმართლე გითხრათ, გახარიას გაპრემიერებაზე შემაშფოთებელი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა მგონია.
ია მეტრეველი
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველი
უფრო ვრცლად
გილოცავთ !უმაგრესი გადაწყვეტილებაა. ნაც. სექტანტებს კი გისამძიმრებთ.დამთავრდა თქვენი დრო.იმედია მალე აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც დამართეთ ქვეყანას 9 წლის მანძილზე.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
უფრო ვრცლად
ივანიშვილის სამი კურდღელი ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას წარდგენით პრემიერის პოსტზე მინიმუმ სამი კურდღელი დაიჭირა ერთდროულად: 1. ქვეყნის შიგნით ყველას უთხრა, რომ არ აინტერესებს დასუსტებული ოპოზიცია რა ამბობს და აკეთებს, და თავის გუნდს კი უფრო მეტი სიძლიერის განცდა შთაბერა, ასევე თავისი შემცირებული რეიტინგების ფონზე. 2. მთავრობას და ძალოვანებს ამჟამად მასთან უფრო დაახლოებული და სანდო ადამიანები აკონტროლებენ, ხოლო გახარია მას არჩევნებამდე მიიყვანს. 3. მიუხედავა იმისა, რომ არ მჯერა რომ ივანიშვილი რუსეთის სურვილების შემსრულებელია, ამ დანიშვნით ტაქტიკურად რუსეთის გული მოიგო, განსაკუთრებით ტურისტული ემბარგოს ფონზე. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უფრო პრორუსული ხდება, მაგრამ გახარია აშკარად სიმპათიურად გამოიყურება რუსების თვალში 20 ივნისის ღამის შემდეგ. ეს სჭირდება ივანიშვილს საჰაერო ემბარგოს მოსახსნელად.
ქართული მედიის მიერ გახარიას პრემიერად გაშუქების შეფასება: 95 % ნაცების და მისი სატელიტების, 5% ხელისუფლების წარმომადგენლების.
კომენტარები
ეს პერსონა
Top