ეს მთავარი თემა კვირის: 26 ოქტ 2019 - 02 ნოე 2019

რა გამოხმაურება მოჰყვა მეუფე იაკობის განცხადებას სოციალურ ქსელში

ეს პერსონა

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."

ხმაურიანი და სკანდალური განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოხმაურებების გარეშე არ ჩაუვლია.

ნახეთ რას წერდნენ მეუფე იაკობის განცხადებების შესახებ:

ეს სერიოზული სკანდალია, შორს მიმავალი შედეგებით. რადგან საუბარია პრემიერზე და შს მინისტრზე, ალბათ გამოძიების საუკეთესო ფორმატი საპარლამენტო კომისიის შექმნა იქნება
ქორეპისკოპოსის განცხადებამ ცხადყო, რომ პრობლემა გაცილებით რთულია და ღრმად წასული თავის მეტასტაზებიანად, ვიდრე ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა, ვიდრე შეურევლობა-ჩაურევლობა. ეს არის კლანურ-მაფიოზური დაჯგუფებათა ურთიერთობა, სრულად ამაზრზენი და მავნე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. საშიში უკიდურესად, რაც მთავარია. ფსიქოპატების და მკვლელების ხელისუფლებაა ეს.
დავით ზურაბიშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი
უფრო ვრცლად
როგორც არ უნდა განვითარდეს მიწიერ ღმერთებთან მეუფე იაკობის შებრძოლება, გაის ამ დროს მაინც შერიგდებიან (მორიგდებიან, გარიგდებიან) და ყველაფერი ნაციონალებს დაბრალდებათ. P. S. ეს პოსტი უნდა ამოვწიო არჩევნების წინ :)
ეხლა, რომ პატრიარქს რამე მოუვიდეს? ბიძინა გახარია გომელაური კვირიკაშვილი და ჩხარტიშვილი როგორ იქნება?
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
მეუფე იაკობის განცხადებით ირკვევა, რომ ივანიშვილი პარტიარქის მოკვლას თუ არა მის გადაყენებას გეგმავდა. ნათელია მეუფეს კიდევ მეტი ინფორმაცია აქვს და იმედია იგი ამ რეჟიმს ბოლომდე ამხელს.
გია მურღულია
პედაგოგი, ფილოლოგი
უფრო ვრცლად
მეუფეთა ომი, ამ პროცესში გამჟღავნებული ნამდვილი თუ ყალბი ფაქტები, ასევე პატრიარქის დუმილი და საქართველოს ყოფილი პრემიერის სრულიად სკანდალურად გაუგებარი ხსენება მაღალი იერარქის განცხადებაში საზოგადოებას უფლებას აძლევს და ავალდებულებს კიდეც მოითხოვოს პასუხები, მინიმუმ, სამ კითხვაზე: 1. საქართველოს ეკლესია ამ ამაზრზენად ბუნდოვან თუ უკიდურესად ნათელ ვითარებაში რამენაირ პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყნის ან უფლის წინაშე? - დარჩა ვინმე იქ არსებულ კითხვებზე ნათელი და რაციონალური პასუხის გამცემი? 2. საქართველოს პროკურატურას არაფრით შეუძლია ამ გახმაურებული საქმის გამოძიება? - დაიწყო შესაბამისი პროცესი? და ერთი, იქნებ ყველაზე მთავარი, კითხვაც იბადება: სოციალური, პროფესიული და, უბრალოდ, ადამიანური ზნეობა იმაზე მეტი ხნით დავასამარეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია?!
ხატია დეკანოიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ამ ფარისევლობის მდარე ნაკადში ყველაზე მეტად გულწრფელობაა დასაფასებელი. პოლიტიკოსებს გვეხება ეს პირველ რიგში-დარწმუნებული ვარ ამომრჩეველი ყალბ მლიქვნელიბას კარგად გაარჩევს. რაც ვართ, რასაც ვფიქრიბთ, რა ღირებულებებიც გვაქვს და პრინციპებიც - ის უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე. სხვანაირად, ფარისევლობაში ცბიერ ოლიგარქს ვერავინ შეედრება. არქიმდანდრიტიდან - ქორეპოსკოპოსამდე და ისევ ბიძინამდე მანძილი მაინც მცირეა:)
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
არაფერი ახალი არაა იმაში რომ საპატრიარქოში დიდი ხანია არავის აინტერესებს ქრისტიანობა და ეს ინსტიტუტი რეალურად პოლიტიკური ძალაუფლების და ამ ძალაუფლებით მნიშვნელოვანი მატერიალური სარგებლის მიღებისთვისღა არსებობს ( თუ დროებით გვერდზე გადავდებთ რუსულ ინტერესებს და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებისთვის მუხრუჭის ფუნქციის შესრულებას)
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ეს იაკობი სულ მთვრალია, არასოდეს სხვა ლექსიკა არ ჰქონია, არც ენას ჰქონია ძვალი არასოდეს, მაგრამ ასეთი ჩვენებებით ივანიშვილის ოპონენტები ციხეში სხედან.
რაც მეუფე იაკობმა მოყვა, ეს არის ხელისუფლების პირველი პირების მიერ საუკუნის დანაშაულის დაგეგმვა პატრიარქის წინააღმდეგ, მისი ჩამოგდების მიზნით.
კაცო, იქნებ რუსეთის პატრიარქის გადაყენებაზე მსჯელობდნენ ?! :))
ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო და აღვირახსნილი მეუფეების დოღის უპირველესი მიზანი, მეუფე შიოს დისკრედიტაციაა (ეკლესიაზე აღარაფერს ვამბობ, ძველი ამბავია). აბა, მითხარით, ამდენ აბდაუბდაში და სიბინძურეში, რა დაგრჩათ თავში? მე ორი რამ: მეუფე შიო რუსეთის და ხელისუფლების კაცია და მეორე - ,,ოცნებაც“ ისევე ებრძვის და კლავს პატრიარქს, როგორც სააკაშვილის ბანდა.
ჯერ პოლიტიკა მოვიდა რელიგიაში. მერე რელიგია მოვიდა პოლიტიკაში. მეწაღეც იქ დახვდა და მეპურეც. ახლა ყველა ერთნი არიან. ასე რომ, ტაბუები აღარ არსებობს... შეუბერეთ...
ამ ნამხედრინალელ უზნეოს კრიმინალს იაკობს, კ.გ.ბ ს აგენტ შორენას და ჯღამაიძეს ეკლესია დაბყრობილი აქვთ მიმდინარეობს სარწმუნოების მიზანმიმართული გადაგვარება
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
უფრო ვრცლად
ვადასტურებ,რომ სწორედ მისი შნირი გახარიას წამოცდენილი ფრაზებით საუბრობდა ხოლმე ჩემთან ივანიშვილი.ის ეკლესიას უბრალოდ საკუთარ ინტერვიუებში დადასტურებული ათეიზმის გამო არ ემტერება.მას სურს გაანადგუროს ყველა ავტორიტეტის მქონე ქართული ინსტიტუტი,რათა უნარი აღარ შერჩეს ვინმეს წინააღმდეგობის გაწევის. საქართველოში უნდა გათენდეს!
ანდრია გვიდიანი
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
სამწუხაროდ, ეკლესია სინათლის სიჩქარით კარგავს საკუთარ სახეს, რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც სინამდვილეში უნდა იდგეს. ასე არ გამოვა - ეკლესია ერევა საერო ცხოვრებაში, მათი წარმომადგენლები ცდილობენ პოლიტიკაში ჩარევას, გვასწავლიან შავის და თეთრის გარჩევას, თუმცა სინამდვილეში სისტემური პრობლემების უზარმაზარი პაკეტი ეკლესიის შიგნით დევს.
ეს იაკობი ბოდბელია, თუ მბოდველი?
თქვენ ვერ ხვდებით სინამდვეში რა მაგარ საქმეს აკეთევებენ ეს მეუფეები. რაც მეტ ნაგავს გამოიტანენ სააშკარაოდ, მით ნაკლები ადმაინის დაზომბებას მოახერხებს ეკლსია.
ვატო გელაშვილი
მოძრაობა "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
მე თუ მკითხავთ პატრიარქი რომ გადამდგარიყო, ან გადაეყენებინათ ეკლესია განითარდებოდა და გადარჩებოდა.
თემურ ცამციშვილი
პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი
უფრო ვრცლად
ბახტაძეს უთქვამს,როგორი დალაგებული დავტოვე ყველაფერი და რა ბარდაგია ახლაო.
გია გაბრიჭიძე
ჟურნალისტი, მწერალი
უფრო ვრცლად
თუ დაგიბარეს და "სამი თითი" გაჩვენეს, მიუღებელი "რაღაცეები" გელაპარაკნენ და შეთქმულებაში მონაწილეობა შემოგთავაზეს, თუ ყველაფერი იცი რა ცუდიც ეკლესიაში ხდება, აქამდე სად იყავი, რატომ არაფერი თქვი, ან ახლა რატომ არ ამბობ? მღვდელთმთავარი ხარ, თუ "თავის დროზე ვიტყვის" რომ იძახიან, ისეთი პოლიტიკანი? კიდევ კარგი უფლის აღდგომას რომ არ დაესწრო, თორემ ალბათ ჯერ არ ექნებოდა "შესაბამისი განცხადება" გაკეთებული
გია მურღულია
პედაგოგი, ფილოლოგი
უფრო ვრცლად
საჯარო ბილწსიტყვაობა, რასაც ასეთი თავგამოდებით გვაჩვევენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მღვდლებიც კი (მათ არც ე.წ. "უბრალო მოქალაქეები" ჩამორჩებიან), არის მოუთმენელი უზრდელობა და არა გამოხატვის თავისუფლება. თუ მაინცდამაინც სულის ჭაობი, ადამიანთა ერთიანი ღირსების მიმართ პირდაპირი უპატივცემულობა და ზნეობის უკიდურესი დაკნინება გინდა "გამოხატო", ჩასძახე ჭას. მან ადამიანებზე უკეთ იცის, რაც უნდა ამოგძახოს.
ილია ჩაჩიბაია
მედია-კავშირ "ობიექტივის" მთავარი პროდიუსერი
უფრო ვრცლად
თუ ეკლესიაში პრობლემებია შიგნით უნდა მოგვარდეს. საერო და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ამ თემაზე ზედმეტი საუბრისგან და იყონ ფრთხილად. არავის ეპატიება უსამართლო დამოკიდებულება პატრიარქთან და ეკლესიასთან დაკავშირებით. ყველამ ილია მეორესგან უნდა ავიღოთ მაგალითი, არასდროს არ უსაუბრია ეკლესიის შიდა საკითხებზე საჯარიდ...
კომენტარები
ეს პერსონა
Top