ეს მთავარი თემა კვირის: 07 ნოე 2019 - 10 ნოე 2019

რა გამოხმაურება მოჰყვა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას

ეს პერსონა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ფაქტს  სოციალურ ქსელში  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბატიაშვილის გადადგომა  ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებას უკავშირდება. საზოგადოების დიდი ნაწილი, განათლების მინისტრთა ხშირ ცვალებადობაზე წერს და საკითხის ნეგატიურ მხარეზე მიუთითებს. 

ილია ჩაჩიბაია
მედია-კავშირ "ობიექტივის" მთავარი პროდიუსერი
უფრო ვრცლად
ჩემი აზრით არ შეიძლება განათლების მინისტრების ასეთი სწრაფი ცვლა. ერთი მინისტრი დაიწყებს რაღაც საქმეს და შუა გზაში გადააყენებენ. მომდევნო, წინამორბედის დაწყებულ საქმეს კი არ აგრძელებს, ახალ რეფორმას იწყებს და ასე გაუთავებლად, ექსპერიმენტებს ვატარებთ მოსწავლეებზე და პედაგოგებზე... თუ მინისტრების ცვლა სპორტია, მაშინ მთავრობამ სფეროს განვითარების ერთი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და ყველამ ის გააგრძელოს.
ზურაბ მელიქიშვილი
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ბატიაშვილი გადადგაო.... - ია კერზაიას მკვლელობას ყავს დამკვეთი! შემსრულებლის გადამალვა ვერ გიშველით!
თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
სანამ ქვეყანაში მორიგი ჟივილ-ხივილია (ამჯერად მამაოებზე და ჰომოფობებზე) გადადგა მორიგი განათლების მინისტრი რომელმაც არაფერი არ გააკეთა ან ვერ გააკეთა. არადა, მაგ სფეროდან მოდის ყველა პრობლემა. სასტავი ახლა გულს მოიოხებს ბრეგაძის დაცინვით რომელიც ისედაც წარსულის ნაწილია. ამასობაში კი კატასტროფულად ჩამორჩენილები ვართ განათლების მხრივ და ეს მაშინ როცა არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გაგვაჩნია და განათლებით თუ გავწევთ რაიმე კონკურენციას
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ჟანრის ლოგიკით განათლების მინისტრად ნუკრი გოგოტაშვილი უნდა დაინიშნოს, რომელიც ჭორვილას სკოლის დირექტორი იყო და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს გამო 2011 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
📌განათლების მინისტრი გადადგაო და ია კერზაიას მკვლელობაში სავარაუდო თანამონაწილეობის გარდა, რით დაგვამახსოვრა თავი ?! 🤮🤬 📌გადადგა კი არა, აიღოს კალამი ხელში და მოყვეს, ვინ მისცა დავალება და ვისი "მეცადინეობით" დაგეგმა ია კერზაიას მკვლელობა❗️
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
2012 წლიდან დღემდე შეიცვალა: პრემიერმინისტრი 5- ჯერ ,ეკონომიკის მინისტრი 5- ჯერ, თავდაცვის მინისტრი 5-ჯერ , შინაგან საქმეთა მინისტრი 5-ჯერ; განათლების მინისტრი 5 - ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრი 4-ჯერ, ფინანსთა მინისტრი 3-ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრი 3-ჯერ და ჯანდაცვის მინისტრი 2-ჯერ ! ხოდა მინისტრების ასეთი როტაციით კიდე კარგად ვართ სადაც ვართ 🤔 პ.ს იუსტიციის მინისტრი ლიდერობს!
გუშინ დაიდო ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში დარეგისტრირდა ბაჩანა შენგელიას სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ განათლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს.
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
განათლების მინისტრი გადადგა ! სხვებიც გადადგებიან !
რა ბატიაშვილი და სხვა ბატები, პირადად და პერსონალურად გახარიაა პასუხისმგებელი ია კერზაიას მკვლელობის გამო - სისხლიანი ჯალათი და გავრილოვის თვალი და ყური საქართველოს ხელისუფლებაში.
ბაჩანა შენგელია
ნოტარიუსი, მოაზროვნე
უფრო ვრცლად
ზუსტად ერთი წლის თავზე მე-6 სკოლის ე.წ. ინსპერტირების ბრძანებაზე ხელმოწერიდან, განათლების მინისტრი მიხეილ (ლავრენტი) ბატიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დიახ, გაათავისუფლეს და ეს ყველაფერი კავშირშია მის მიერ ზუგდიდში ჩადენილ დანაშაულთან. ასევე მის მიერ ივლისში იას საქმეზე მიცემულ ჩვენებასთან, სადაც მან პრაქტიკულად გადააბრალა ეს დანაშაული მისი სისტემის თანამშრომლებს. სხვა რას უნდა მივაწეროთ მისი გაშვება, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განათლების სისტემის მრავალწლიან განვითარებაზე გვესაუბრებოდა? მშვიდობით, პატივცემულო დოქსოპულო! მინისტრის სავარძლიდან განსასჯელის სკამისკენ გადადგმულ ერთ დიდ ნაბიჯს გილოცავთ.
ლევან კობერიძე
საქართელოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
- ბატიაშვილს, მთავრობის დამტკიცების დღეს, დავუსვი კითხვა,: გახარიასგან ქონდა თუ არა გარანტია, რომ დამტკიცების მერე მალევე არ მოხსნიდნენ ? და ტყუილად ხომ არ გვამტკიცებინებდა თავს, რადგან ჩემი აზრით, გახარია ეცდებოდა დაემტკიცებინა რომ “რეალური” პრემიერია და რამდენიმე მინისტრი მაინც გადაენიშნა თვითონ ( ძალოვნები დაუნიშნეს როგორც გახსოვთ ..) მაშინ იუარა ბატიაშვილმა და მთავრობამაც და დღეს აგერ აუხდა ... - კიდევ ორ მინისტრზე დავსვი იგივე კითხვა იმ დღეს , იმათ მოხსნასაც ველოდები მალე ...🙂 პს. ბატიაშვილზე როგორც მენეჯერზე და როგორც მინისტრზე კარგი წარმოდგენის ვარ, მაგრამ დღევანდელ სამთავრობო “სისტემას” თავისი “კრიტერიუმები” და “საჭიროებები” აქვს ...
კომენტარები
ეს პერსონა
Top