ეს მთავარი თემა დღის: 12 ნოემბერი, 2019

პროპორციული თუ მაჟორიტარული არჩევნები - რას წერენ სოციალურ ქსელში?

ეს პერსონა

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე - ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. ოპოზიციის პროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას გულისხმობდა.

ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
სანამ ხალხი არ აჯანყდება, ხელისუფების დათმობას ბნელიტა არ აპირებს! აჯანყდება და ქვეყანაც თავზე ჩამოგენგრევა. უფრო სწორედ, ჩვენს შვილებს ჩამოენგრევა... ან ასე სისხლი უნდა გვწოვონ უკუნისამდე მათ, მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა... თავდაცვის სამინისტროში 700 მილიონია გარღვევა, შვიდასი! დაახლოებით ასეა სხვა უწყებებშიც, ამავე დროს საჯარო მოხელეების რაოდენობა და ხელფას-პრემია-დანამატები ყოველ წელს იმატებს... ამის საფასურად კი - არსად არაფერი კეთდება ღირებული, ინოვაციური, ყველგან მაჩანჩალები ვართ. თუ პროპორციულზე უარის თქმას შევეგუეთ, მართლაც ყველაფრის ღირსები ვიქნებით!
შოთა დიღმელაშვილი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
არ გაბედოთ პროპორციულის ჩაგდება, თორემ არ დაგინდობთ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას!
ირაკლი ღლონტი
პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, ეს არის დაწესებულება, სადაც ერთად თავი მოყრილი აქვს ოლიგარქის ყურმოჭრილ და უინიციატივო მასხარებს, მანდატების ქურდებს და ხელისუფლების იაფფასიან სატელიტებს !
გიგა მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
ახლა ამათმა პროპორციული არჩევნები რომ ჩააგდონ, მართლა საშინლად დაასრულებენ!
ელენე ხოშტარია
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ეხლა გამოვიდა ხუნდაძე და თქვა, ვუჭერდი მხარს პროპორციულსო, მაგრამ კითვები გამიჩნდა ბევრიო და გადავდოთო, უმრავლესობა მოვიწვიოთო. კიდევ ერთი განგაშის ზარი!
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ოპოზიციის და 200000 მოქალაქის მიერ შეტანილი პროექტი (პროპორციული, 3% ბარიერი, ბლოკები) ჩააგდეს. ეს მოსალოდნელი იყო. 1 საათში დაიწყება მეორე ინიციატივაზე დისკუსია (პროპორციული, 0% ბარიერი, ბლოკების აკრძალვა). ახლა ხუნდაძე გამოვიდა და ითხოვს უმრავლესობის სხდომის მოწვევას და დაფიქრებას. #გაიჩალიჩებთამხანაგებო
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
პროპორციული სისტემის ჩაგდებას აპირებენ ქოცები.
შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი
უფრო ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ვაყენებ საკითხს ყველა იმ მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ ფინანსური სანქციის დაწესებაზე ვინც გაბედავს და მხარს არ დაუჭერს პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას.გპირდებით მარტო ივანიშვილის კი არა თქვენს ფეხქვეშაც,თქვენს თავს ზემოთაც ყველაფერი დაიწვება.
მიხეილ ბენიძე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
როგორც ჩანს, რეალობასთან ახლოა გავრცელებული ჭორები, რომ მმართველი პარტია განიხილავს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდებას. ერთი მხრივ, ასპარეზზე ისევ გამოჩნდა ოქრიაშვილი, თითქოს მაჟორიტარები დამოუკიდებლად ეწინააღმდეგებიან სისტემის ცვლილებას. მეორე მხრივ, პარლამენტის სხდომაზე ურთიერთდაპირისპირების პროვოცირების მიზნით ვნახეთ იაფფასიანი საცირკო წარმოდგენა საპატრიარქოს თემაზე. პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გზავნილი და ეს იყო ივნისში საპროტესტო აქციების გამოკვეთილი მოთხოვნა.
ვატო გელაშვილი
მოძრაობა "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე რომ პირს დააღებს რაა:) ხომ ჩამოუწიკწიკედა კაცი როგორ მიითცისა მცხეთის მიწები სხვა საქმე ,რომ არ მქონდეს :) და თან თავისიანებს აქცია რომ მოაწყობინაწების რეგისტრაციაზე. კანონი მიაღებია პარლამეტს წითელ ზონაში მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
პარლამენტთან!
საბოლოოდ ისე არ აღმოჩნდეს, პროპორციულ სისტემას მოეტყნას როჟა.
ხატია დეკანოიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ხშირად ვამბობდით, რომ დიდი რისკის წინაშე იდგა პროპორციული არჩევნები. ოლიგარქია დემოკრატიის წესებთან ახლოსაც არ დგას, მხოლოდ თვითგადარჩენის რეფლექსით მოქმედებს. ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, უფრო მეტიც, სამარცხვინო მარცხი ელოდება. ამიტომ დაადგმევინა მის მსახურებს ეს ფარსი დღეს. ქვეყანა დასაცავია.
შოთა დიღმელაშვილი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
დღეს გამოჩნდა, რომ პროპორციულ არჩევნებს საფრთხე ემუქრება.
სისხლით მოპოვებული პროპორციული სისტემა დასაცავია
ვახტანგ შაქარიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
ქართული ოცნება თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა, პროპორციული არჩევნების იდეის ჩაგდება ეს იქნება ხარაკირი! ვერც წყალტუბო უშველის და ვერც კარლოვი-ვარი!!!
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
საკონსტიტუციო რეფორმის დროს ზუსტად ასე გააკეთეს: თავიდან სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციის ვარიანტს, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ჯგუფის წევრმა მაჟორიტარებმა ხმა მისცეს. ამის შემდეგ ჩატარდა უმრავლესობოს სხდომა და რამდენიმე საათში გადაიფიქრეს, საარჩევნო სისტემის საკითხი ჩააგდეს და თითქმის 7 წლით გადაავადეს. ჰოდა ვის ატყუებენ ახლა ესენი და ვის სჯერა, რომ თუ საარჩევნო სისტემის საკითხი ისევ ჩავარდა ეს თავიდანვე დადგმული არ იყო? # სირცხვილია !
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
კანონპროექტი შემოიტანეს და ახლა “გაუჩნდათ კითხვები” - ეს ჩვენი შემოტანილი პროექტი ცუდი რომ აღმოჩნდეს, მერე ხალხზე რომ ვეღარ ვიზრუნოთ, რა ვქნათო? გულისამრევი სიტუაციაა. ცეცხლს ეთამაშებიან, თან უთავმოყვაროდ.
გიორგი კანდელაკი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
სრულიად უაზრო კითხვებით დროს წელავენ 9 საათამდე რომ კენჭისყრა ვერ მოესწროს
მე მაინც მჯერა, რომ პროპორციული არ ჩავარდება.
ვახტანგ შაქარიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
რა სპექტაკლიც ეხლა პარლამენტში იმართება არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა! რეჟისორი უნიჭო, მსახიობები უნიჭო, დრამატურგია გულისამრევი!
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
დღეს, დიდი ალბათობით, კენჭისყრა პროპორციულზე აღარ იქნება. გაგრძელდება ხვალ 12 საათზე. არ გაგივათ ხალხის გადაგდება!
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
ვერ გავიგე რა ხდება პარლამენტში. უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა წარადგინა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოარეს მთელი ქვეყანა, აუხსნეს მოსახლეობას ამ სისტემის დადებითი მხარეები და დააჯერეს, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი და ახლა ერთმანეთს ეკითხებიან იგივე დეპუტატები კარგია თუ არა ეს სისტემა? და ახლა დგას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ყვება რატოა ის ცუდი? აი ჩემ ქვეყანას, რომ არ ეხებოდეს ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ან ივანიშვილს ფეხებზე იკიდებენ, ევაჭრებიან, ხმის მიცემის სანაცვლოდ სამომავლო გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უმრავლესობის დაშლის ახალი რაუნდით ემუქრებიან, ან ივანიშვილმა გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და კვლავ მაჟორიტართა ბუნტის გეგმას ათამაშებს. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ. ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნის მორიგ ურცხვად მოტყუებას.
კომენტარები
ეს პერსონა
Top