ეს მთავარი თემა თვის: ნოე, 2019 წელი

პოლიტიკური კრიზისი - გამოხმაურება სოციალურ ქსელში

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო სისტემის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. კანონპროექტის მხარდაჭერისთვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მომხრე მხოლოდ 101 დეპუტატი აღმოჩნდა.

გთავაზობთ გამოხმაურებებს სოციალური ქსელიდან

ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
ეს თეატრი რამდენ მოქმედებიანი იქნება რა საინტერესოა ?
ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ე.წ. თავისუფალ კენჭისყრას შეეწირება ქვეყნის სტაბილურობა...შესაბამისად, განვითარება.
ნინო ბურჯანაძე შეხვედრას მართავს საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
პასიონარული ახალგაზრდული ჯგუფების (ჯერჯერობით ასე ვუწოდებ მათ!) აქციები პარლამენტთან თუ სხვაგან, ვფიქრობ ვეღარ გამოიღებენ იმ ეფექტს, რაც 20 ივნისს. მიზეზი? - ძალიან აშკარად იკითხება და იხილება მათ უკან "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები. "შუბი ხალთაში არ დაიმალება" მარადი და უკვდავი პრინციპია
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
უფრო ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი რევოლუციას აანონსებს: მალე 23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს
ეს ადამიანების მოტყუებაა! ყოველდღე გვაოცებენ.
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
აი ცუდი სიტყვის თქმა რომ მოგინდება საჯაროდ ეს ის სიტუაციაა 😡 რა სამარცხვინოები ხართ ყველანი ვინც ამ ფარსში მონაწილეობდით და კიდევ აპირებთ ბოლომდე დემოკრატიულობანას თამაშს !
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ერთადერთი პასუხი ამ უსაქციელობაზე რადიკალიზაციაა. როდესაც სისტემის შიგნით ვერ ხერხდება პოლიტიკური ცვლილება, პროცესები სისტემის მიღმა გადის. ივანიშვილმა გადააგდო ხალხი და დასავლეთი. ვნახოთ როგორ აწევს ამ ტვირთს.
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
დროულად გამოქვეყნდეს თითოეული იმ უპასუხისმგებლო, სახელმწიფოს ინტერესების მოწინააღმდეგე პარლამენტარის გვარი, ვინც ხმა არ მისცა ამ ისტორიულ ცვლილებას! სირცხვილი მათ, ყველამ უნდა გაიგოს მათი ვინაობა!
ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო მმართველი ძალა. თავისუფალი კენჭისყრა უკვე ნიშნავდა იმას, რომ თავშეკავებულ და მოწინააღმდეგე დეპუტატებს პარტია პასუხს არ მოსთხოვდა. ისინი ნებაზე მიუშვეს. არ გამოიყენეს პარტიული დისციპლინა და მისცეს უფლება თავიანთი მოქმედებით საფრთხე შეექმნათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობისთვის და საზოგადოების სიმშვიდისთვის.
სალომე სამადაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი, უბდა დაიწყოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა!
გია ნოდია
პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი
უფრო ვრცლად
ცხადია, ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ მმართველ პარტიაში შიდა დემოკრატიაა და ისინი თავიანთ უმცირესობას „ხელს არ უგრეხენ“. ეჭვი არ მეპარება, რომ ვინც უმრალესობიდან არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, პროპორციული სისტემა გულწრფელად არ მოსწონს.
ხატია დეკანოიძე
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ეს თუ ვაპატიეთ ამათ, არაფერი გვესაქმება პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არავის!
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
უმრავლესობა დაიშალა და კობახიძე ბრიყვი ისევ ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე ლაპარაკობს ! ავოეე,ყანა ! რა სახელმწიფო,რის ეკლესია !!!!
ბაჩანა შენგელია
ნოტარიუსი, მოაზროვნე
უფრო ვრცლად
მნიშვნელოვანი ტესტია ყველა ჩვენთაგანისთვის. ან გვაქვს ღირსება და ვიბრძვით მის დასაცავად, ან ვართ ისეთივე ნაძირლები და სულგაყიდულები, როგორიც ,,ბატონი ბიძინას'' დეპუტატად წოდებული მონები არიან.
ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის ადამიანები რომლებიც გამოეყვნენ ქართულ ოცნებას არიან ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. ის პარტია კი რომელსაც ისინი დააარსებენ იქნება ახალი ქართული ოცნება.
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
უზურპატორი უნდა წავიდეს!
ლევან ბოძაშვილი
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
ახლა რომ პრემიერმა პარლამენტის წინაშე ნდობის საკითხი დასვას და ვერ მიიღოს (უმრავლესობის დაშლის გამო) ვადამდელი არჩევნები იანვარს არ გადასცდება.
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
უფრო ვრცლად
დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია.
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
უპასუხისმგებლო და სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგეა უკლებლივ ყველა ის დეპუტატი, ვინც ხმა არ მისცა [თავშეკავებაც იგივეა]!
სომხეთში მშვიდობიანი რევოლუცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სერჟ სარქისიანიმა ხალხი მოატყუა, რომ პრემიერ მინისტრობის პოსტზე კენჭს აღარ იყრიდა. მანამდე მშვიდობიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლმხედველურმა და ღირებულებითმა კონფლიქტმა "ქ/ოცნებაში", რომელიც ამ ხნის მანძილზე მეტნაკლებად იფუთებოდა, მაინც იფეთქა. ამიტომაც იყო საჭირო სიის დაკომპლექტებისას არა იმწუთიერი კონიუნქტურის გამოკიდება, არამედ გრძელვადიანი გათვლები. იმედია, ეს გაკვეთილი იქნება პარტიისათვის. ნიცშეს არ იყოს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს
როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება!
დავით დარჩიაშვილი
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ახალი რეალობა? მოკლევადიან პერსპექტივაში, კი. მაგრამ დამოუკიდებლობის 30-წლიანი კონტექსტის ფონზე, არა. თანამედროვე ქართული პოლიტიკური ისტორია ძალიან ხშირად ჯდებოდა Чем хуже, тем лучше-ს ლოგიკაში. კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა კიდევ ერთხელ წავა რევოლუციის გზით.
მიხეილ მშვილდაძე
იუმორისტი; პროდიუსერი
უფრო ვრცლად
მე ვხედავ ასეთ გეგმას - ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, სადაც ოპოზიცოური სპექტრი ე.წ. ნავალნის სისტემით მაჟორიტარებს ინაწილებს და ერთიან კონსოლიდორებულ გეგმაზე თანხმდება, აგრეთვე წინასწარ თანხმდება დროებითი გარდამავალი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ამზადებს ქვეყანას სწრაფი რამდენიმე რეფორმით მალევე პროპორციული თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და მერე ვაგრძელებთ ცხოვრებას.
საკუთარი დასავლური ფრთაც კი გაექცა. ახალი ტრიუკუსთვის დრო ცოტაა დარჩენილი.
იაგო ხვიჩია
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ოცნებიდან დღეს წამოსულ ხალხს არაფერი არ უნდა წამოვაძახოთ, მანამ სანამ ეს გადამგდებები არიან ხელისუფლებაში. არავის არაფერი არ უნდა წამოვაძახოთ, სანამ უფრო დიდი ჭირი გვაქვს მოსაშორებელი.
ვახტანგ შაქარიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს უნდოდა პროპორციული, დაჩი და ენზელი აუხტნენ, ისინი ბიძინას გუნდში რჩებიან და ვინც ბიძინას მხარს უჭერდა ისინი ქართულ ოცნებას ტოვებენ... დაჩის ზღაპრები...
მამუკა ხაზარაძე
"თიბისი ბანკის" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე. დღეს, სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!
გია გაბრიჭიძე
ჟურნალისტი, მწერალი
უფრო ვრცლად
ეკრანს რომ დაამონტაჟებენ და მიHას ჩართვა დაიწყება, არ გამომაპაროთ 😇
კობახიძე და მდინარაძე - ნახვამდის!
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
უკვე აქ ვართ და გელით ყველას, ვისაც არ გინდათ, რომ ბოროტმა ოლიგარქმა ქვეყანა და ძალაუფლება ბოლომდე მიიტაცოს. მარტივადაა საქმე.
დავით ქაცარავა
ანტიოკუპაციური მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ლიდერი
უფრო ვრცლად
თბილისის მიმართულებით მოძრაობენ დიდი რაოდენობით პოლიციის პიკაპები. ატოციდან და ზოგადად ქარელის რაიონიდან მოიხსნა ფაქტიურად სრული შემადგენლობა და ბუნებრივია, საოკუპაციო ხაზი უყურადღებოდ დარჩა. ველოდოთ პარალელურად რუსულ პროვოკაციას წაღვლი-ჩორჩანას ტყეში. აბა, თავისი დასმული, ხელის მთავრობა ხომ უნდა დაიცვან რუსებმა???
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
საქართველოში უნდა გათენდეს! ✌
კომენტარები
ეს პერსონა
Top