ეს მთავარი თემა კვირის: 17 ნოე 2019 - 24 ნოე 2019

კვლავ გადაკეტილი რუსთაველი და საპროტესტო აქციები თბილისში

ეს პერსონა

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა. 

კანონპროექტს 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი იყო, თუმცა კვორუმი 113 ხმა გახლდათ.

გადაწყვეტილებას ყველა ოპოზიციური პარტიის მწვავე რეაქცია და 17 ნოემბერს, საპროტესტო აქციის ორგანიზება მოჰყვა.

მშვიდად არ დასრულებულა კანონპროექტის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რეაქცია. "ქართული ოცნება" დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ. მოგვიანებით პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვა სოფიო ქაცარავამ. ასევე საპარლამენტო უმრაველსობა დატოვა კონსერვატიულმა პარტიამ. აკაკი ზოიძემ კი განაცხადა, რომ დროებით პაუზას იღებს.

დღეს უკვე 17 ნოემბერია. რუსთაველი გადაკეტილია, ხოლო თბილისში ორი მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული. ერთია გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ, ხოლო მეორეა რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია.

პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ.

თვალი ადევნეთ ეS პერსონას მთავარ თემას და პირველებმა გაიგეთ, რა გამოხმაურება ექნება პროცესებს სოციალურ ქსელში.

კომენტარები
ეს პერსონა
Top