ეს მთავარი თემა დღის: 12 დეკემბერი, 2019

დაპირისპირება, მოსამართლეები და ფეკალიის სუნი პარლამენტში - გამოხმაურება სოციალური ქსელიდან

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მორიგი ხმაურისა და დაპირისპირების ადგილი გახდა. ოპოზიციის პროტესტის მიზეზი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი იყო. რასაც არაერთი დაპირისპირება ახლდა თან.

საკანონმდებლო ორგანოსთან დაძაბულობა დილის 07:00 საათიდან იგრძნობოდა, რა დროსაც შესასვლელებთან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტები შეიკრიბნენ.

დილით ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი, შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატის რეკომენდაცია გასცა.

კომიტეტების დასრულების შემდეგ პოლიტიკურმა პროცესმა პლენარულ სხდომათა სასესიო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც თითქოს ჩაწყნარებული პროცესი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაარღვიეს და დარბაზში სავარაუდოდ გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს. რის გამოც დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და პარლამენტის სამი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა. დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა და სხდომა შეწყდა.

პოლიტიკურ პროცესს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს. უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს.
სამართლიანობაზე მნიშვნელოვანი არაფერია! დღეს ბევრად უფრო მძიმე დღეა, ვიდრე იყო 9 აპრილს, დღეს უვადოდ სამარდება სასამართლო ხელისუფლება! არ მინდა მე, როცა უფლის წინაშე წავრდგები, მის შეკითხვაზე სად იყავი 2019 წლის 13 დეკებრის დილას? როცა შენს სამშობლოს უკლავდნენ შანს გადარჩენისას? გიყვარდეს თავი შენი, სულის სიყვარულს გულისხმობს, გულგრილობა სულის მკვლელია, მით უფრო როცა სამშობლოს ბედს ეხება! მე სულიერი ეგოისტი ვარ, თქვენ კი სულიერი თვითმკვლელები! ღმერთი არ გწამთ, შვილები ხომ გიყვართ, ისინიც იგივეს გკითხავენ, რასაც უფალი! ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ მაშინ, როცა მომიტინგეების მინიმუმ 40% მოტივირებულია არა ძალაუფლებაში მოსვლის წყურვილით, არამედ უანგაროდ სამშობლოს სიყვარულით!
თამარ ხულორდავა
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ძალიან დიდი შრომა გასწია ამ პროცესში. არ მოვერიდები და გავიმეორებ, რომ კომიტეტმა სწორი პრაქტიკა დანერგა და ეს ნაბიჯი იმსახურებს შექებას! თუმცა, ამ ძალისხმევას ფასი მხოლიდ მაშინ აქვს, თუ შედეგიც პროცესის შესაბამისი დადგება.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე! ასევე დაკავებულია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე!
დღეს "ქართული ოცნება" აპირებს ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მსახურების, მონების სამუდამოდ შემოსმას საქართველოს მართლმსაჯულების კისერზე.
მამუკა გამყრელიძე
პლატფორმა "ერთობა ახალი საქართველოს" წევრი
უფრო ვრცლად
როგორ ვიფიქრებდი, რომ ეკა ბესელიას ოდესმე რამეში დავეთანხმებოდი, და აჰა, დადგა ეს დროც !
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
რატომ მიხარია რომ ეკა ბესელიამ მოგიწყოთ ცირკი შაპიტო? უარესი გეკუთვნით,გუნდში რომ გყავდათ და ხელის გულზე ატარებდით ! ახლა გახდა ეს სამარცხვინო ქალი ჟურნალისტების და ადამიანის უფლებების დამცველი?! ან ეს ქოცი ანა დოლიძე რა დღეშია? მე ვიყავი ქოცების თავდაცვის მინისტრის მოადგილე?
პარლამენტთან დააკავეს Irakli Kupradze Giorgi Bunturi. მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა ხდება ჩვენს ქვეყანაში: პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასართლოს მოსამართლეებს! მშვიდობიან მოქალაქეებს არ გვიშვებენ კომიტეტზე.
ვატო გელაშვილი
მოძრაობა "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
უფრო ვრცლად
ეკა ბესელია ის საქმეები ჩამოთვალა რომელთა "პოლიტპატიმრობაშიც" ფულები აქვს აღებული :)
ნუგზარ წიკლაური
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც არ უშინდებიან პოლიტიკური ქონდრისკაცის მოძალადე რეჟიმს და უშიშრად იბრძვიან თავისუფალი სიტყვისთვის.
თამარ ბაღაშვილი
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი
უფრო ვრცლად
მართლა უბედურება გჭირთ უკვე!! სამარცხვინო ხელისუფლება !! სამარცხვინო და უგუნური თავის ოხნაშვილიან მანდატურებიანად! აღარ მეგულება არც ერთი ჟურნალისტი, რომელმაც თქვენი ნამდვილი სახე არ დაინახა !
შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი
უფრო ვრცლად
ძალადობაზე გადასულ ძირგამომპალ რეჟიმს მოვუწოდებთ სასწრაფოდ განთავისუფლდეს პარლამენტთან, მშვიდობიან აქციაზე უკანონოდ დაკავებული ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე და გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. იმას მაინც უნდა ხვდებოდეთ,რომ პოლიტიკური აღსასრულის ჟამს ამგვარი რეპრესიებით კიდევ უფრო მძიმდება თქვენი საბრალდებო დასკვნა.
ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი
უფრო ვრცლად
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვარ ახლა. ჟურნალისტები რაგბის ილეთებით გაიყვანეს დარბაზიდან და ახლა განიხილავენ იმ სიას სადაც 5 ადამიანია შარშანდელი 10 კაციანი სიიდან, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, ინსპექტორი, მოქმედი მოსმართლეები რომლებიც ჯერ შევარდნაძეს, მერე ნაციონალურ მოძრაობას, ბოლოს კი ოცენებას ემსახურებიან. აი ასეთი ხალხის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა, უნდა გაუზომოს კანონის მუხლების ცოდნა, წარბის თამაში სტრესის დროს, ბოლო წიგნი რა წაიკითხა და სხვა ისეთი რამეები რაც მას შემდეგ მოწმდება რაც უკვე შევთანხმდებით რომ ეს კანდიდატი მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებენ მოსამართლეობის. ეს ხალხი კი მხოლოდ ძალაუფლების მსახურების და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვის ტესტს აკმაყოფილებს.
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
რა რა და პარლამენტის მანდატურები მაინც არ ყოფილან ივანიშვილამდე ნაბოზრები. არასდროს აქამდე.
ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
უფრო ვრცლად
პარლამენტმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელის გარეშე, უბრალოდ დაამტკიცა მოსამართლეთა 14 კაციანი სია, რომლის წევრების უმრავლესობაც არის ჩვეულებრივი უვიცი ნაძირალა და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი! მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ამ საპარლამენტო განხილვებს, თუ დეპუტატებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის, კანდიდატების შეფასების და საკუთარი პოზიციის -მხარდაჭარა/უარყოფის - არგუმენტებით დასაბუთების საშუალება?!
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
პარლამენტში ახლა მიმდინარეობს სასამართლოს მიტაცება ! ახლა დანიშნულ მოსამართლეებს 2045 წლამდე ვერ მოვიცილებთ და ზოგს კიდევ უფრო დიდ ხანს !
შოთა დიღმელაშვილი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ხელმძღვანელი
უფრო ვრცლად
დღესვე უნდათ მოსამართხლეები დანიშნონ, რათა 14 დეკემბერს f-ის მერე g რომ მოდის მაგის აღსანიშნავი ბალმასკარადი ქართული ოცნების მხარდამჭერ დიდ სახალხო ზეიმად გასაღდეს და ეს უსამართლობა მუქარით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით 'უბრალო ხალხის' ინსცენირებული მხარდაჭერით ჩაბეტონდეს.
თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის და ზაზა ხუციშვილის ერთობლივი განცხადება: "მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მარდაჭერას, სამწუხაროდ ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე."
დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
"იურიდიული პროფესიის მოლოდინია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს იმ კანდიდატებს, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, პროფესიული რეპუტაციით, კეთილსინდისიერებითა და პიროვნული სიმტკიცით".
იაგო ხვიჩია
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ჩვენ, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების მერე, ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომელიც დღეს იბრძვის ამ მოსამართლეების დანიშვნის წინააღმდეგ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მხარს დავუჭერთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ამათ და კლანის მიერ უვადოთ დანიშნულ სხვა მოამართლეებს დაუყონებლივ შეუწყდებათ უფლებამოსილება.
სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ის რაც დღეს იურიდიულ კომიტეტზე მოხდა ჟურნალისტების მისამართით, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხეთ ამ ძალადობის თავიდან აცილება. შექმნილი არეულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სიტუაციაში სათანადოდ გარკვევა. ვფიქრობ, უსამართლოდ და შეუსაბამო ფორმით მოხდა მედიის დარბაზიდან გაყვანა. ამაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
გელა ზედელაშვილი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ლიდერის“ აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
სანამ პარლამენტის შენობა გადაბუგეს, დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები!!!
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
პარლამენტში ეულად დარჩენილი ქოცები საკუთარ სუნში იხრჩობიან.
არ მემეტება დღევანდელი ხელისუფლება იმისთვის, რომ ისინი ამ მოსამართლეებმა გაასამართლონ. ამიტომ, მათი გასამართლების დრო რომ დადგება, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება.
ნოდარ მელაძე
ტელეწამყვანი და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი
უფრო ვრცლად
ნიუსი: ფეკალური მასის სუნის გამო პარლამენტის სხდომაზე ევაკუაცია გამოცხადდა :))))
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფეკალიების სუნის გამო სხდომა შეწყდა.
ბართლომეს ღამე კიარადა, დილა რომ მოუწყეს დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს, ათრიეს, გამოყარეს სხდომათა დარბაზიდან, ეგ იმ ფილმიდანაა ,,ნაციონალების დროს რომ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ეხლა კარგ საქმეებს აკეთებენ,,... ფილმის ფინალიც შემიძლია მოგიყვეთ, მაგრამ ჩემზე კარგად თქვენ იცით🙈 ,ნანახი გვაქვს
ლაშა ნაცვლიშვილი
POSTV-ის აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
ისე დალპა მიშა რომ აყროლდა
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
პარლამენტში ნაკელის სუნი დადგა!😄
ნინო წილოსანი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
საშიში და ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური ძალა. სათითაოდ , მთელ ერს ჩაუყრიან საწამლავს რომ დასჭირდეთ..
თემურ ცამციშვილი
პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი
უფრო ვრცლად
უვადოდ დანიშვნაში ,მძღნერი რო შეგიშლის ხელს,ხო უნდა მიხვდე რაღაცას.
იმ ადამიანებმა, რომლებმაც დღეს თუნდაც ბატონი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოთ დანიშვნას დაუჭირეთ მხარი, ჩემთვის პირადად, ნაცების ცხრაწლიანი მმართველობის კრიტიკის ყოველგვარ მორალური უფლება დაკარგეს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიხილავ სურათს, როცა კოლექტიური მურუსიძე- მიქაუტაძეები გაასამართლებენ მათ დღევანდელ უვადოდ დამნიშნავებს, ისევე როგორც ვნახე, როგორ გამოამწყვდია ამ ხალხმა ციხეებში თავის დროზე მათი სასამართლო სისტემაში მომყვან- დამაწინაურებლები "ნაციონალური მოძრაობიდან"! რატომ ვერ ხვდება ამ ქვეყანაში ვერავინ, რომ თანამდეობა დროებითია და ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნილი უსამართლო სისტემა თავადვე დაგჩაგრავს და გაგანადგურებს, როგორც კი ხელისუფლებაში აღარ იქნები? ეს ჩემთვის დიდი გამოცანად რჩება. უკვე ნანახი კინოს მომდევნო სერიამდე, სადაც სიუჟეტი იგივე იქნება, ხოლო მოქმედი პირები სხვა!
დიმიტრი სამხარაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ღმერთმა არ ქნას, რომელიმეს რამე დაემართოს ❗ დაგასრულებთ მავნებლებო❗
გრიგოლ გეგელია
European University Institute, სადოქტორო კანდიდატი. კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი
უფრო ვრცლად
სანამ ნამდვილი კრიმინალები და თაღლითები პარლამენტს დაპატრონებიან, კუპრაძე და ბუნტური პატიმრობაში იმყოფებიან. ესაა დღევანდელი სამარცხვინო სახელმწიფოს ყველაზე ნამდვილი სახე!
ირმა ნადირაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი :-)
გიორგი კანდელაკი
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
საქართველოს ექსპერტიზის ბიურომ ოფიციალურად დაადგინა რომ უმრავლესობით გაძეძგილ პარლამენტის სხდომათა დარბაზში „საქონლის ნაკელის მზაფრი სუნი“ დგას. ექსპერტიზის ბიუროს რეპუტაცია რეაბილიტირებულია სრულად.
სულხან სალაძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
მმართველ პარტიას სჯერა, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა როცა კონსტიტუცია მარტომ დაამტკიცა. არაფერი განსაკუთრებული ხდება ახლა, როცა ისევ მარტომ უნდა გაამწესოს უზენაეს სასამართლოში კლანთან დაკავშირებული ადამიანები (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ). ალბათ, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, წინა ხელისუფლების შეცდომებზე არაფერი ისწავლოს.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
გივი თარგამაძესაც ასამართლებდა პუტინი ქიმიური ტერაქტის განზრახვაზე. გივი მთვრალი იყო და ვიღაცას ტელეფონზე ეუბნებოდა ემვედეს ვალერიანკა დავასხათო!
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ნეო-კმარელები ირწმუნებიან, რომ "ACD 2Ф" უვნებელია. თუმცა, ეს ვითომდა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შეიმუშავეს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა, გრეგორი შტაბკვარწირას, დამსაქმებელთა კოჰორტაში.
ველოდები მომხდარზე ომბუდსმენის რეაგირებას. ალბათ იტყვის, რომ ეს დაუშვებელია და იქვე დააყოლებს: "მაგრამ" ...
ლევან კობერიძე
საქართელოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
რაც ეხლა პარლამენტში ხდება კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რატომ არიან ნაცები ქართული ოცნების მაშველი რგოლი !
შსს, ხელებზე, შარფზე, ტანსაცმელზე ექსპერტიზა ჩატარდა?.. თუ კონსტიტუცია და კანონი იცავს დამნაშავეებს?!
მიხეილ ბენიძე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
სასამართლოს მიტაცება, უმაღლესი ინსტანციის კლანის კლანჭებში მოქცევა, უვადო უსამართლობის დაკანონება, უდიპლომო და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების გამწესება - ყველაფერი ეს არის სირხვილი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებაში" მყოფ იმ 89-ვე პირს ვინც ხმა მისცა და ცხადია პირადად ბიძინა ივანიშვილს.
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
მონებმა ნიკას მანდატი ჩამოართვეს, მაგრამ იგი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ყველა ეს ნაძირალა ერთად აღებული. ნიკა ❤✌
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
პარლამენტში ფეკალიების სუნის გაშვებაზე დამოუკიდებელმა და ობიექტურმა შსს-მ გამოძიება დაიწყო "ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით". ექს-დეპუტატზე და პარტიის ლიდერზე თავდასხმის საქმეზე კი გამოძიება დაიწყო "მსუბუქი დაზიანების" მუხლით :). თან, უგულავას იქეთ ედავებიან ძალადობას. ქრესტომათიული უსამართლობა და შერჩევითი სამართალია! მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ასე მხოლოდ აგონიაში მყოფი ხელისუფლება იქცევა
სწორედ ეს მოსამართლეები გაგასამართლებღ "ქართული ოცნების" მოხელეებს და ალალია. ნამდვილად არ შეგვეცოდებით.
კომენტარები
ეს პერსონა
Top