ეს მთავარი თემა კვირის: 03 იან 2020 - 10 იან 2020

ირანი VS აშშ - მოვლენათა ქრონოლოგია

ეს პერსონა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ეS პერსონა გთავაზობთ მოვლენათა ქრონოლოგიას და პირველი გაგაცნობთ დაპირისპირების ამბებს.

8 იანვარი

  • ირანის პასუხი აშშ-ს - ამერიკული ბაზა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.
  • ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა - ვიდეო.
  • ირანში უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია ყველა მგზავრი.
  • დონალდ ტრამპი: ყველაფერი კარგად არის, ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი სამხედროები მთელ მსოფლიოში.
  • Sky News: ერაყელი სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ირანმა 22 რაკეტა ისროლა. შედეგად არცერთი ერაყელი სამხედრო არ დაშავებულა
  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ირანის თავდასხმას აშშ-ს ბაზაზე და ირანს იგივეს გამეორებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 
    "ომი ახლო აღმოსავლეთში სარგებელს მხოლოდ ISIS-ს მოუტანს" - აცხადებს დომენიკ რააბი
  • „ირანმა მიიღო და პროპორციული ზომები განახორციელა თავის დასაცავად გაეროს რეზოლუციის 51 მუხლის მიხედვით, როცა დაუმიზნა ბაზას, რომლიდანაც ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა ლაჩრულად დაიწყო.  ჩვენ არ გვსურს ესკალაცია და ომი, მაგრამ დავიცავთ თავს ნებისმიერი აგრესიისგან“ - წერს ტვიტერზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • ირანში ბუშრის ატომურ ელექტროსადგურთან დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა.
  • უკრაინამ ირანის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
  • ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის მტკიცებით, თეირანმა აშშ-ს „სახეში სილა გააწნა“.
  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ბრიტანელი სამხედროები იმყოფებოდნენ იმ ბაზებზე, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა ირანის მხრიდან.
  • ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ ქასიმ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა.
  • CNN-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა მიიღეს გაფრთხილება ირანის სარაკეტო თავდასხმამდე და თავი ბუნკერს შეაფარეს.
  • CNN: Air France წყვეტს ფრენებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების მიმართულებით.
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ: ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ქასემ სოლეიმანი იყო დამნაშავე უამრავი ადამიანის სიკვდილში.
  • ვლადიმერ პუტინმა გაუგზავნა წერილი ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანს, რომელშიც მან სამძიმარი გამოთქვა თეირანის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.
  • ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს სიტუაციის დეესკალაციისკენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმა განაცხადა, რომ "იარაღის გამოყენება დღესვე უნდა შეწყდეს".
  • Sky News: ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა ქმნის "დამანგრეველი კრიზისის" საშიშროებას ირანში, ერაყსა და რეგიონში.
  • CNN Business: არაბეთის გაერთიანებული ემირატების ენერგეტიკის მინისტრის თქმით, OPEC მზადაა რეგიონში არსებულ დაძაბულობას უპასუხოს და სტაბილურიბა შეინარჩუნოს. მინისტრის თქმით, არ დაბრუნდება ის მდგომარეობა, როცა 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარი იყო.
  • ირანული მედია: ირანის პრეზიდენტის თქმით, ქასიმ სოლეომანი იყო ძალიან ზომიერი გენერალი და თუ მოინდომებდა, შეეძლო ასობით ამერიკელი გენერლის განადგურება.
  • სტამბოლში პუტინსა და ერდოღანს შორის დახურული შეხვედრა იმართება.
  • Reuters: ირანის მხარდაჭერილი ერაყის მილიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ირანის პასუხი იყო პირველი და ახლა ერაყმა უნდა უპასუხოს "წამებული" გენერლის ლიკვიდაციის გამო აშშ-ს.
  • Business Insider: ირანი უარს აცხადებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების მწარმოებელი კომპანიისთვის გადაცემაზე
  • ბორის ჯონსონი: ”ირანმა არ უნდა გაიმეოროს ეს უგუნური და საშიში თავდასხმები”
  • ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მან ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ-ს ქვეყნიდან ჯარები დაუყოვნებლივ გაჰყავს.
  • ირანული მედია ამტკიცებს, რომ სარაკეტო თავდასხმას 80 ამერიკელი ემსხვერპლა, რასაც აშშ არ ადასტურებს
  • CNN-ის ცნობით, თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები არიან შეკრებილები. უცნობია, როდის გააკეთებს დონალდ ტრამპი განცხადებას.
  • NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ირანს მოუწოდებს თავი შეიკავოს თავდასხმებისგან
  • AFP: ერაყის პრეზიდენტი გმობს ირანის სარაკეტო თავდასხმას
  • AFP: კვიპროსი მზადაა აშშ-ს დაუთმოს ტერიტორია ახლო აღმოსავლეთიდან ნებისმიერი სახის ევაკუაციის შემთხვევაში
  • გერმანიის სააგარეო საქმეთა მინისტრი: "ჩვენ მოვუწოდებთ ირანს თავი შეიკავოს ყველა იმ ნაბიჯის გადადგმისგან, რამაც შეიძლება შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს"
  • ბორის ჯონსონი: სოლეიმანის ხელებზე ბრიტანელი ჯარისკაცების სისხლი იყო
  • CNN: ერაყის პარლამენტის სპიკერი ირანის თავდასხმას ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე "ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად" აფასებს
  • ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის რუსულ-თურქულ მილსადენს ხსნიან
  • დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ფოიედან თბილისის დროით 20 საათზე გააკეთებს განცხადებას
  • შვედეთისა და ფინეთის პრეზიდენტები ახლო აღმოსავლეთში, მხარეებს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ
  • ერდოღანი: თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგიონი „მარიონეტული ომების“ ზონად არ გადაიქცეს
  • გაეროს გენერალური მდივანი: შეჩერდეს ესკალაცია, შევიკავოთ თავი მაქსიმალურად, განახლდეს დიალოგი, განახლდეს საერთაშორისო თანამშრომლობა. (CNN)
  • CNN: რესპუბლიკელი სენატორის, ჯეიმს ინჰოფის ცნობით, ტრამპს ირანთან მოლაპარაკებები სურს
  • სენატის ლიდერი მიტჩელ მაკკონელი ამბობს, რომ ის წუხელ ტრამპს ესაუბრა: "მადლობელი ვარ მისი მოთმინებისა და წინდახედულობის გამო"
  • რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ტრამპისა და ირანის შესახებ ამბობს: ”ის ჩვენ უფრო უსაფრთხოს გახდის იმ ქმედებებით, რომელსაც ის იღებს”
  • რა თქვა ტრამპმა - მნიშვნელოვანი პუნქტები შტატების პრეზიდენტის განცხადებიდან 
  • CNN: FBI და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ირანიდან მომავალ კიბერ საფრთხეებზე მუშაობენ
  • Foreign Policy: როცა აშშ და ირანი ომისკენ მიისწრაფვიან, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში გავლენებს აძლიერებს
  • ტრამპი გამოკითხვას ატარებს - აინტერესებს, როგორ აფასებენ ამერიკელები მის გადაწყვეტილებას

 

7 იანვარი

  • Washington Post: ქასიმ სოლეიმანის მკვლელობის მხარდამჭერი მაიკ პომპეო იყო
  • ამერიკის შეერთებული შტატები ერაყიდან სამხედროების გაყვანას ჯერ არ გეგმავს – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.
  • ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები „ტერორისტებად“ გამოაცხადა.
  • ირანი აშშ-ზე შურისძიების 13 ვარიანტს განიხილავს. ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი შამჰანის მტკიცებით, თეირანი ყველაზე „სუსტი ვარიანტის“ შერჩევის შემთხვევაშიც კი „ამერიკელებს ისტორიულ კოშმარს“ მოუწყობს.
  • გენერალ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 40 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი კი დაშავდა.
  • ვლადიმერ პუტინი სირიაში მოულოდნელად ჩავიდა.
  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებით ერაყიდან პერსონალის ნაწილის გაყვანა ხდება.

 

6 იანვარი

  • "სიკვდილი ამერიკას" - ირანელმა პარლამენტარებმა სხდომათა დარბაზში სოლეიმანის მკვლელობა გააპროტესტეს
  • ტრამპი კონგრესმენებს ურჩევს გამოიწერონ Twitter-ზე მისი გვერდი და ასე გაიგონ რა მოხდება ირანთან.
  • აშშ-ის კონგრესს ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სამხედრო ქმედებების შეზღუდვა სურს. შესაბამის რეზოლუციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიმდინარე კვირაში განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის წერილში, რომლის ადრესატები დემოკრატი სენატორები არიან.
  • ირანი ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოდ 80 მილიონ დოლარს აწესებს.
  • გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
  • ერაყის მიერ აშშ-ის სამხედროების გაძევების შემთხვევაში, ვაშინგტონი ბაღდადისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებს.
  • თეირანში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.
  • თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა
  • ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა
  • ცნობილი გახდა "ალ ქუდსის" ახალი ლიდერი
  • ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ბოლოდროინდელ მოქმედებებს გმობს
  • "ირანს არასდროს არ ექნება ბირთვული იარაღი" - დონალდ ტრამპი
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ, გინახავს ასეთი ზღვა ხალხი?
  • NATO-მ ერაყში საწვრთნელი მისია შეწყვიტა.

5 იანვარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მუქარას პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ 52 სამიზნეზე დარტყმის შემთხვევაში იერიშს მიიტანს. ტრამპის თქმით, „ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი“.
  • სირია-ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროირანული ძალების ბაზაზე თავდასხმას შეეწირა 5 ერაყელი მებრძოლის სიცოცხლე.
  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ტრამპის ნაბიჯს ამართლებს.
  • "კულტურული ძეგლების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია" - ასე პასუხობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ტრამპს.
  • ირანმა გენერალ სოლეიმანის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ბრიუსელში მიიპატიჟა ერაყში ვითარების დეესკალაციის საკითხზე სასაუბროდ.
  • ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა.
  • ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია.
  • ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა.

 

4 იანვარი

  • დონალდ ტრამპი ქასიმ სოლეიმანის მკვლელობას ეხმაურება - "ის რაც მოხდა გუშინ უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე. მრავალი სიცოცხლე იქნებოდა შენარჩუნებული"
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ისა და ირანის დაპირისპირებას ტვიტერში გამოეხმაურა - "აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები"
  • აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ტაჯის გზაზე მორიგი ავიაიერიში განახორციელა. "ალ ჯაზირას" ცნობით, დარტყმა განხორციელდა ირანულ სამხედრო ფორმირება „ჰაშდ ალ-შააბლი“-ს ავტოკოლონაზე, რის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
  • აშშ-ს სამხედრო სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა.
  • ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი გენერალ სოლეიმანის ოჯახის წევრებს შეხვდა. სოლეიმანის შვილის კითხვაზე ვინ იძიებდა შურს მამამისის მკვლელობისთვის, როუჰანმა უპასუხა რომ ყველა გააკეთებდა ამას
  • აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება: აშშ-ს ერაყზე ახალი ავიადარტყმები არ განუხორციელებია
  • კატაიბ ჰეზბოლა ერაყის არმიას გაფრთხილებას აძლევს რომ დისტანცია დაიჭირონ აშშ-ის ძალებისგან, რადგან 45-ე ბრიგადა ამერიკულ ბაზებზე შეტევას აპირებს.
  • დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეთიანებული სამეფო სამხედრო გემებს ორმუზის სრუტეში  გააგზავნის.
  • ბერნი სანდერსი ირანთან ომის წინააღმდეგი
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებას, „ერაყელები ირანელი გენერლის ქასიმ სოლეიმანის ლიკვიდაციას ზეიმობდნენ“ გამოეხმაურა.  საგარეო უწყების მეთაურმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს „ამპარტავანი ჯამბაზი“ უწოდა.
  • ირანი აშშ-ს ემუქრება და აცხადებს, რომ უკვე განსაზღვრა 53 ამერიკული სამიზნე ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც შურისძიების მიზნით იერიშს მიიტანს.

 

3 იანვარი

კომენტარები
ეს პერსონა
Top