ეს მთავარი თემა დღის: 06 იანვარი, 2020

რა გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს სოციალურ ქსელში

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

 

ლაშა ჩხარტიშვილი
ქართველი პოლიტიკოსი
უფრო ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა სინოდის გადაწყვეტილება არგუმენტი არაა და დეკანოზ მამალაძეს არ შევიწყალებო ! !
თორნიკე მამალაძე იმასაც კი ვერ ხვდება, რომ თავისი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომენტარებით პატრიარქის მისამართით, ამყარებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების სისწორესა და მართლზომიერებას!!!
ნინია კაკაბაძე
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
და ახლა ვინმე დაიჯერებს რომ სინოდს და პატრიარქს მამალაძის შეწყალება უნდოდა და ჩვენმა უჭკვიანესმა და უპრინციპულესმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა? ტფუი რაა!
საეკლესიო პროპორციულიც ჩავარდა. კიდევ ერთი მაჟორიტარი ,,აჯანყდა". ამჯერად პრეზიდენტი :)
დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი
უფრო ვრცლად
პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი(((
უსამართლობა ის კი არ არის, რომ დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალეს - ეს სამართლიანია. უსამართლობა ის არის, რომ ის მარტო ზის ციხეში და დეკანოზის გვერდით ციხეში არ ზის რამდენიმე ეპისკოპოსი, ასევე საერო პირიც; უსამართლობა ისიც არის, რა სასჯელითაც ის იმყოფება ციხეში, რადგან ეს სასჯელი და ეს კვალიფიკაცია უსამართლოა. ერთადერთ პოზიციას ვცნობ ამ საქმეში - პატრიარქის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციას და დამნაშავეთა ბევრად ფართო წრეს, ვიდრე მხოლოდ მამალაძეა.
გოგა ჩანადირი
სცენარისტი, ფოტოჟურნალიტი
უფრო ვრცლად
როგორ მეგონა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეს საშობაოდ შეიწყალებდა და სინოდის ბოლო სხდომასაც გაითვალისწინებდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. ყველა არტუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა იყო დაუსაბუთებელი, უადგილო და ამოვარდნილი შეწყალების ლოგიკიდან და კონცეფიიდან.
გიგა მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
აგე, მღვდლებიც ჩვენი დასაცავი გახდნენ 😩 სოლიდარობა მამა გიორგი მამალაძეს!
EMC
არასამთავრობო ორგანიზაცია
უფრო ვრცლად
⭕ გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებები კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით ამოიღეს ⭕ საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი ⭕ პროცესუალური დარღვევების გარდა, პრობლემურია მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი.
ნიკა მელია
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
თითქოს საპატრიარქომ ითხოვა დეკანოზის შეწყალება და სალომემ არ შეიწყალა - ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს. უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო..
ბაჩანა შენგელია
ნოტარიუსი, მოაზროვნე
უფრო ვრცლად
დეკანოზის შეწყალებისთვის არგუმენტი ვერ მოვნახეო, განაცხადა პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ასევე შეიწყალა ძებნილი პირი, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არსება ხომ სამარცხვინო მავნებელია, არანაკლები ხართ თქვენ, ვინც ,,ორმოზდარვა'' შემოხაზეთ ათასგვარი მოგონილი და სულელური ვაი მიზეზით
ამ დედა@@@@შვილს ვინმემ აუხსენით, რომ დეკანოზი მამალაძე არ იხდის სასჯელს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, არამედ მისი მდივნის - შორენა თეთრუაშვილის. შესაბამისად, მთელი მისი "დასაბუთება", რომის პაპის ისტორიები ფარსი და კონტექსტს მოკლებულია. ივანიშვილის ჩვეულებრივი ჯალათია სალომე ზურაბიშვილი. გულისამრევი, უთავმოყვარეო არსება🤮
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
მხოლოდ ზურაბიშვილის კრიტიკა მამალაძის არ შეწყალების გამო, ფარისევლობაა. ზურაბიშვილს არავინ ეკითხება რამეს. ამ ადამიანს ციხეში კლავს საპატრიარქო და პირადად პატრიარქი.
ანუ სალომემ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაში დაადანაშაულა დეკანოზი ხო? არადა სასამართლომ -შორენა თეთრუაშვილისო, ხომ თქვა? რა აბდა-უბდა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ ჩამოყალიბდნენ, რის გამო ჰყავთ დაპატიმრებული დეკანოზი მამალაძე . P.s-ამ წლის პირველი პოსტი მაინც პოლიტიკური გამომივიდა რა😂
ვახტანგ შაქარიშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი
უფრო ვრცლად
იმ ჩანაწერზე მეტად, სადაც დეკანოზად წოდებული ციანიდზე ჩალიჩობს ადამიანების “მარილზე გასაყვანად”, მის პიროვნებაზე მისი ძმა და მისივე სულიერი მამა - პაატა ცაავა მეტყველებენ...
კომენტარები
ეს პერსონა
Top