ეს მთავარი თემა დღის: 09 იანვარი, 2020

მთავრობის პირველი სხდომა 2020 წელს - გზავნილები და გამოხმაურებები

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. წლის პირველ სხდომაზე მთავრობის წევრების განხილული საკითხებიდან რამდენიმე ძირითად გზავნილს გთავაზობთ:

მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება შეწყვიტა

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

გახარია: წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წელი უნდა დაეთმოს იმას, რომ მომდევნო სეზონზე წყალმომარაგების პრობლემა აღარ განმეორდეს.

გახარია: მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ახლო აღმოსავლეთში

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვართ უახლოეს კავშირზე და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში." - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურება 1800 ლარამდე გაიზრდება

"2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რა გამოხმაურება მოჰყვა მთავრობის სხდომას სოციალურ ქსელში - იხილეთ კომენტარები

თამარ მეარაყიშვილი
ახალგორელი აქტივისტი
უფრო ვრცლად
დღეს, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა: ✅ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე. ✅ სამთო კურორტებზე შექმნილ წყლის პრობლემაზე. ✅ მასწავლებლების ხელფასებზე. ❌ არც კი ახსენა ახალგორში მძევლად მყოფი მოსახლეობა.
ლაშა დამენია
პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
გახარიამ აღიარა ბაკურიანში და გუდაურში არსებული პრობლემები და დასძინა, მომავალ წელს ასეთი რამე არ უნდა. მომავალ წელს ოპოზიციაში რომ იქნებით, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
ირაკლი ღლონტი
პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ხელისუფლებას არ ვპატიობთ არცერთ გადაცდომას და დანაშაულს, ეს ასეც უნდა იყოს, ეს ჩვენი ვალია ხალხის წინაშე, მაგრამ ოპოზიცია რატომ ვარიდებთ თავს შიდა პრობლემების გაანალიზებას და განხილვას ?! ვიღაც იტყვის სოც ქსელში ნუ წერ, შიგნით ახსენიო, ნეტავ ვიცოდე ვისთან შემიძლია საუბარი იმაზე, რომ ასე და ამ ტემპით გაგვიჭირდება მოსახლეობის უმრავლესობის ნდობის მანდატის აღება ამ ძირგამომპალი სისტემის და მისი კრიმინალური საჭეთმპყრობელების დემონტაჟი !
სერგი კაპანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
9 იანვარი - ანაკლიის საგის დასასრული.
კომენტარები
ეს პერსონა
Top