ეს მთავარი თემა დღის: 09 იანვარი, 2020

რა ხდება სოხუმში - განახლებადი ინფორმაცია

ეს პერსონა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, სოხუმში ოპოზიციური ძალები ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას და ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვენ.  სოხუმში დაძაბულობა დღესაც გრძელდება.

განახლებადი ინფორმაცია იხილეთ აქ - ახალი ინფორმაციის მისაღებად განაახლეთ გვერდი

10 იანვარი

  • ვინ არის შტურმის მოთავე ახრა ავიძბა
  • ახრა ავიძბა: ხაჯიმბას ხელისუფლება მფარველობს ქართველ ქურდებს
  • დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშო შეხვედრა გამართა
  • გუშინ და დღეს ფინანსური ოპერაციები იყო შეზღუდული - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ. თუმცა, მისი თქმით, პენისების და ხელფასების გაცემა არ შეიზღუდება
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სოხუმში ჩავიდა
  • ხაჯიმბა მომხრეებს შეხვდა
  • დაურ კოვე: "ქართველი პოლიტიკოსები მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას ჩაერთონ პროცესში, როცა კომენტარს აკეთებენ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. მოაგვარეთ თქვენი შიდა პრობლემები, რომელიც ცოტა არაა, ჩვენ კი შექმნილ სიტუაციაში დამოუკიდებლად მოვნახავთ გამოსავალს"
  • სოხუმში ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის სხდომა მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა, განიხილავენ ალხას კვიცინიას სარჩელს. ის ითხოვს, რომ ცესკოს მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარების შესახებ სასამართლომ უკანონოდ ცნოს
  • აფხაზი საზოგადო მოღვაწეები წერილს აქვეყნებენ - "ახალი არჩევნები საზოგადოების დაპირისპირების შეწყვეტისა და უკიდურესად მორყეული სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ერთადერთი საშუალებაა"
  • ბიბილოვი აფხაზეთში დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს
  • ოპოზიციისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის ე.წ. სასამართლოს დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მხარეები დარბაზიდან გაიყვანეს.
  • კვიცინიას სარჩელის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დარბაზი სავსეა მხარეების მხარდამჭერებით.
  • დღეს დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავა
  • არსებული ინფორმაციით, სოხუმში არსებული დაძაბულობის დროს ორი პირი მსუბუქად დაშავდა
  • კვიცინიას საჩივარს სასამართლო თბილისის დროით 16:00 საათზე განიხილავს.
  • ასლან ბჟანია: არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ იარაღი არ არის ის, რაც მოსახლეობას აკლია
  • ე.წ. ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი "პარლამენტში" მივიდა.
  • რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
  • დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი: აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააღეს იარაღების ოთახი და "გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს"
  • დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო: არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ
  • აფხაზური ოპოზიციის ლიდერი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდნენ
  • ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი: "ჩვენი ხალხი იქაა და მუშაობს. ჩვენი საქმეა, რომ არ მოხდეს შეტაკება და სისხლისღვრა"
  • დაძაბული იყო ვითარება დილით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ერთ-ერთი აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა და დაეცა. მობილიზებული იყვნენ მედიკოსები.
  • ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 100-მდე აქტივისტმა მთელი ღამე გაათენა.

 

9 იანვარი

  • მომიტინგეები ცდილობენ ადმინისტრაციის შენობაში შესვლას
  • აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა შენობის პირველ სართულზე ყველა ფანჯარა შეამტვრიეს. ისინი ცდილობენ, შიგნით შეღწევას, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ

  • მომიტინგეებმა ჩამოიღეს ადმინისტრაციის ერთ-ერთი შესასვლელი კარი

  • ათობით მომიტინგემ შეაღწია შენობაში დამტვრეული ფანჯრიდან
  • დღეს აფხაზეთის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საკასაციო ინსტანციის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც განიხილავს ალხას კვიცინიას საჩივარს ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაკანონიერად აღიარებას გულისხმობს
  • ე.წ. სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას ადვოკატოს, ინგა გაბილაიას შუამდგომლომა კვიცინიას პროცესზე მოსამართლე რომან კვარჩიას არიდების შესახებ
  • ექსკლუზიური კადრები სოხუმიდან - მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

  • რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა
  • ალხას კვიცინია - "ქვეყანაში კოშმარული პოლიტიკური სიტუაციაა, იმიტომ რომ მთავრობამ ეს აქამდე მიიყვანა "
  • ალხას კვიციანია - "თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, ჩვენი სახელმწიფო დასრულდება"
  • ე.წ. დეპუტატი ილია გუნია - "აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები იკრიბებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოვლენების განსახილველად"
  • დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომისთვის ემზადება, ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადეს
  • რუსეთის ე.წ. საელჩო დე ფაქტო აფხაზეთში ურჩევს თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც აქციები იმართება
  • სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ
  • დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭო მოიწვია
  • „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ პოლიტსაბჭო ხაჯიმბას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იყოს აცილებული „სახელმწიფოს საბოლოო დაშლა“ 
  • რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
  • ქეთევან ციხელაშვილი - „ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“
  • "პარლამენტმა" მიიღო დოკუმენტი, რომელიც ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს
  • რაულ ხაჯიმბა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
  • სალომე ზურაბიშვილი: „დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედს და ადამიანების უფლებების დაცვას“
კომენტარები
ეს პერსონა
Top